• რეკლამა
  • კონტაქტი
06:33, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

’21-ე სკოლამ 2023 წელს მიიღო ავტორიზაცია – ეს ნიშნავს, რომ არც ექსპერტთა დიდ ჯგუფს, არც საბჭოს წევრებს ეჭვიც კი არ გასჩენიათ სკოლის უსაფრთხოებაზე,

ალია ავტორი - ალია
04:38 09-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა დიხამინჯია:

2016-2019 წლებში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (აშშ) დაახლოებით 3-4 მილიონი ლარი (ჩასწორება – 5 მილიონი $ თურმე)დახარჯა იმაში, რომ საქართველოს საჯარო სკოლების შენობების ყველა დეტალი აღწერილიყო და შესაბამისი მართვის სისტემა შექმნილიყო. ორი ტენდერი იყო ამისთვის და შეიძლება ზუსტი თანხების მოძიება.

შედეგად ჯერ სამინისტროს სსიპებმა ESIDA-მ (უკვე გაუქმებულია) და შემდეგ EMIS-მა მიიღეს უზარმაზარი მონაცემების სისტემა, სადაც სკოლების თითოეული შენობის ყველა ოთახი, ფანჯრის და რაფის დონეზეა აღწერილი და ყველა დირექტორს შეუძლია ყველა პრობლემის ან ცვლილების დაფიქსირება.

ამის მიზანი ზუსტად ის იყო, რომ სკოლების ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი ყოფილიყო და სადაც ყველაზე სასწრაფო და მნიშვნელოვანი იყო, იქ განხორციელებულიყო პირველი ჩარევა.

ამის შემდეგ განათლების 5 მინისტრი გამოვიცვალეთ და ყველა მათგანმა საკუთარი წვლილი შეიტანა განათლების სისტემის გაუარესებაში, რადგან არცერთი არ ერკვეოდა არც განათლებაში, არც მართვის და არც საინფორმაციო სისტემებში. 4 მილიონიანი პროდუქტი კი სრულიად უსარგებლოდაა მიგდებული, ასე ჩანს.

ჩავხედოთ განათლების ხარისხის ცენტრის დოკუმენტებს. 21-ე სკოლამ 2023 წელს მიიღო ავტორიზაცია. ავტორიზაციის დროს ასევე მოწმდება სკოლის ინფრასტრუქტურა. დასკვნაში ვკითხულობთ:

“სკოლის ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სკოლაში სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილია ნული სართული, სადაც ბუნებრივი განიავება სრულად ვერ ხერხდება, რადგან სკოლის ნული სართულის ფანჯრები ზოგიერთ კლასში საერთოდ არ არის ან არის ძალიან პატარა.

ასევე ნული სართულის ფანჯრები ესაზღვრება მანქანების ავტოს სადგომისთვის გამოყოფილ ტერიტორიას (მიწას) და ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილს. სკოლის ეზოში განთავსებულია ორი კანალიზაციის ჭა, რომლის ზედაპირიც ვიზიტის პერიოდში იყო ღია, არ იყო დახურული და წარმოადგენდა მოსწავლეებისათვის საფრთხეს. სკოლას მიეცა რჩევა ჭის დახურვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების.

სკოლას ვიზიტის პერიოდში არ წარმოუდგენია ინფორმაცია შენობის ექსპლუატაციისა და მდგრადობის შესახებ, სახანძრო უსაფრთხოების დასკვნა უსაფრთხოების მოთხოვნების აღმოფხვრის შესახებ და ასევე კანონმდებლობის შესაბამისი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აყვანასთან დაკავშირებით.”

საბჭოს გადაწყვეტილება კი იხილეთ ფოტოზე – სკოლამ მიიღო 6 წლიანი ავტორიზაცია 1500 მოსწავლისთვის. ეს ნიშნავს, რომ არც ექსპერტთა დიდ ჯგუფს, არც საბჭოს წევრებს ეჭვიც კი არ გასჩენიათ სკოლის უსაფრთხოებაზე, მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების გადამოწმება მოითხოვეს.

გადავიდეთ 2026 წლის 1 მაისზე, როცა ჩატარდა ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგი. გადაწყვეტილებაში წერია, რომ მონიტორინგის პროცესი წყდება, რადგან სკოლამ შეასრულა მიცემული რჩევების უმეტესობა და მხოლოდ 2028 წლის აპრილში მოეთხოვება სამხარაულის დასკვნაში მითითებული რეკომენდაციის შესრულების დადასტურების წარდგენა.

ისევ და ისევ – ეს რას ნიშნავს? რომ არავის არ შეპარვია ეჭვი ბავშვების უსაფრთხოებაში, მხოლოდ მცირე ხარვეზები იყო გამოსასწორებელი. იმავე მონიტორინგის პროცესში ექსპერტების შეფასებაში ვკითხულობთ:

“პირველადი ავტორიზაციის ფარგლებში დაფიქსირდა რიგი შენიშვნები სკოლის ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამასთან სკოლის განცხადებით შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას საკუთარი რესურსებით ვერ შეძლებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა წარდგენილია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის პრიორიტეტული სკოლების ნუსხაში სტატუსით – სარეაბილიტაციო.”

თუ დავუბრუნდებით ამ შენიშვნებს – წერია ჰაერის განიავება და ეზოში ჭების დახურვა. პირველად ავტორიზაციაში სხვა არაფერი წერია.

მოდი, ახლა თქვენ იფიქრეთ – უნდა სცოდნოდა თუ არა სამინისტროს, რა მდგომარეობაა სკოლაში? თუ ახლა ავარიულია სკოლა, რა მოხდა 2026 წლის მაისში, ვინ დაარღვია კანონი და არასწორად შეაფასა სკოლის მდგომარეობა? თუ სამინისტროს რეაბილიტაციის სიაში მოხვდა სკოლა – რის საფუძველზე?

და ასევე თქვენ დაასკვენით – ვინ არის პასუხისმგებელი ამ ქაოსზე?

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved