აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია. მან მედიასთან თქვა:
პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც ჩემს იქ ყოფნას განიცდიდა. ნამდვილად არ ველოდი დღეს ჩემს გათავისუფლებას. აქედან მოკითხვას ვუთვლი ჩემი საკნის ბიჭებს და ყველა პატიმარს. ყველა მინდა გავამხნევო, ვინც ციხეშია. მადლობა ჩემს ადვოკატებს, რომლებმაც მათ შორის იზრუნეს ჩემს დარწმუნებაში, მადლობა ჩემს ოჯახს. ვინმე რომ არ გამომრჩეს, ყველა ძალიან მიყვარხართ. ყველაფერი იქნება კარგად კი არა ძალიან კარგად” –
ჟურნალისტებმა აკადემიკოსს ჰკითხეს, უნდა მიმართონ თუ არა სხვა პატიმრებმაც პროკურატურას საპროცესოს მოთხოვნით, რაზეც გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა – “ყველამ თავისი საქმე იცის”.
გოგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – აკადემიკოსი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ცნობილ პედიატრს ციხის კარები შემდეგი პირობით გაუხსნეს: 3 თვე რეალური და 3 წელი პირობითი.
პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა ამავე საქმეზე დაკავებულ ზაქრო ალბუთაშვილსაც. მასაც ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი.
ამ შემთხვევაში პირობა ასეთია: ერთი წელი პატიმრობა და 3 წელი პირობითი მსჯავრი. ალბუთაშვილი ციხეს ოქტომბერში დატოვებს.
ფოტო, სადაც ჩახუნაშვილი შვილებთან ერთადაა გადაღებული, სოციალურ ქსელში, გვერდზე “პედიატრი ძმები” ვრცელდება.











კომენტარები