• რეკლამა
  • კონტაქტი
09:52, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლების ნაწილი, ბავშვების ინტოქსიკაციას რძის პროდუქტს, ნაწილი კი ხორცს უკავშირებს

ალია ავტორი - ალია
12:08 09-18-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

თბილისის 182-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი, ნათია ბედენაშვილი, რომლის შვილიც, არსებული ინფორმაციით, ბაღში მოიწამლა, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბავშვების ინტოქსიკაცია რძემ გამოიწვია.

როგორც მშობელი განმარტავს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა და უთხრეს, რომ საკითხის მოკვლევა დაწყებული აქვთ.

„საღამოს ბავშვი რომ მოვიდა ბაღიდან, დაიძინა და რომ გაიღვიძა, ღებინება დაეწყო, 3-ჯერ აერია გული, მუცელი ასტკივდა და მაღალი სიცხე ჰქონდა. სოციალურ ქსელში რომ შევედი, ვნახე აქტიურად იწერებოდა ინტოქსიკაციაზე. ჩემი შვილი ჯერ საავადმყოფოში არ გადამიყვანია, ამ ეტაპზე სახლშია. მასწავლებელსაც ვესაუბრე და მითხრა, რომ ბაღში არავინ მივიდა, ყველა ბავშვი ცუდად არისო. სავარაუდოდ, ბაქტერიებით დაბინძურებული რძით მოიწამლნენ, მსგავსი ინტოქსიკაციის ნიშნები, ბაქტერიას ახასიათებს. ჩემმა შვილმა კარაქიანი პური ვჭამე და შემდეგ რძე დავლიეო, სხვა არაფერი უჭამია. სხვა მოწამლული ბავშვების მშობლებიც ამბობენ, რომ მათმა შვილებმა რძე მიიღეს. დიდი ალბათობით, ვფიქრობ, რძის ნაწარმმა გამოიწვია.

მასწავლებელმა მითხრა, ისეთი ცუდი პროდუქტი შემოდის ბაღში, მშობლებს ვეუბნები, რომ არ აჭამონ ბაღში, სახლში გამოკვებონ ბავშვები ბაღში მოსვლამდეო. სურსათის ეროვნულ სააგენტოს დავუკავშირდი და მოვითხოვე პასუხი, თუ ამოწმებენ საჭმელს, მაშინ, რატომ შეიპარა გაფუჭებული საჭმელი, მითხრეს, დავიწყეთ მოკვლევაო“,- აღნიშნავს ნათია ბედენაშვილი.

124-ე ბაღის მშობელთა ნაწილი კი, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მათი ბავშვების ინტოქსიკაცია კატლეტმა გამოიწვია.

ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ.

მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved