• რეკლამა
  • კონტაქტი
14:16, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პროტესტია – მშობლები და პედაგოგები სკოლის შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ალია ავტორი - ალია
11:40 09-18-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პროტესტია. მოსწავლეების მშობლები შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც მათ გუშინ აცნობეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც სწავლა სულ ორი დღეა დაიწყო, მათ მიმართ უპატიმვცემლობაა. მშობლები არ გამორიცხავენ, რომ სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება ახალი ცათამბჯენების მშენებლობას ემსახურებოდეს.

გუშინ ღამის 22:00 საათზე, როცა ორი დღეა სკოლა დაიწყო, დამრიგებლისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ თურმე ხვალიდან ანუ დღეიდან, 18 სექტემბრიდან წყდება უვადოდ სწავლა. ვერსიები, რასაც გვეუბნებიან, არის, რომ აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზა მოვიდა გუშინ და დაადგინა, რომ შენობა არის ავარიული და რომ უნდა დაინგრეს. მეორე ვერსია არის, რომ ყველაფერი გადავა ონლაინ რეჟიმში, მესამე ვერსი გვითხრეს ასევე, რომ შეიძლება მთელი სკოლა გადანაწილდეს სამ სხვადასხვა სკოლაში და არაფერი კონკრეტული. ატყდა სრული პანიკა, განგაში. მშობლების მიმართ დამოკიდებულება ხომ არის სრული უპატივცემულობა და გაუგონარი ამბავი. ვანგრევთ სკოლებს იმის ხარჯზე, რომ რაღაც ცათამბჯენები აშენდეს, – ამბობს მშობელი. 

ზუსტად ამიტომ ვართ ახლა აქ შეკრებილები, რომ ველოდებით სამინისტროს წარმომადგენელი მოვიდეს, მოიტანოს დასკვნა და გვაჩვენოს კონკრეტულად რა ხდება ამ ჩვენს ნალოლიავებ სკოლაში, რა ინგრევა და რის გამოა ამორტიზაციისთვის განწირული, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი. 

პროტესტს გამოთქვამენ სკოლის პედაგოგებიც, რომლებიც სკოლასთან არიან შეკრებილები. მასწავლებლები ამბობენ, რომ ბევრი კითხვა აქვთ, რომელზეც პასუხებს ითხოვენ.

სკოლის ყოფილი დირექტორი კი “პირველებთან” ამბობს, რომ სკოლამ ავტორიზაცია ორი წლის წინ გაიარა, რაც თავის თავში გულისხმობს იმ ფაქტს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასვნით, შენობის მდგრადობა იყო დადასტურებული.

17 სექტემბერს ბავშვებს სტრესის ქვეშ, მშობლებს, რომლებსაც აწყობილი აქვთ ყველაფერი და მასწავლებლებს ამ სტრესის ქვეშ აყენებენ, ეს არის ყოვლად გაუმართავი მენეჯმენტის საკითხი. შენ თუ იცი, რომ სამხარაულში დასკვნა გაქვს მოთხოვნილი, ამის შესახებ მაინც ინფორმირებული უნდა იყოს. თუ იცი მენეჯერმა, რომ იცი, რაღაც არ მომწონს და ავარიულია მგონი ეს შენობა და მოდი, სამხარაულის დასკვნას დაველოდოთ, იქნებ რა დასკვნა მოდის, ამის წინაპირობა ხომ უნდა ყოფილიყო? ცხრილი გაკეთებული, გაკვეთილები დაწყებული. არც მშობლის ინტერესი, პირველ რიგში, ბავშვის სწავლის უფლება, აბსოლუტურად ერთი ხელის მოსმით არის წალეკილი მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა დროში საკმაოდ აქტიურები ვიყავით, კრიტიკული, – ამბობს თამარ ამზაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved