პრიორიტეტული განვითარების ცენტრის დამფუძნებელი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მინდა გამოვეხმაურო მოჭიდავე იური ლომაძის დაკავების ფაქტს და მას ამ გაუგებრობიდან დროული დაღწევა ვუსურვო.
მთავარი არხი როგორც ყოველთვის დეზინფორმაციას ავრცელებს. ლომაძეს არავინ არ გაუტაცებია და არავინ არ უწამებია, ეს ყველაფერი არის ტყუილი. სიტუაცია იყო ასეთი: სალაპარაკოდ ისხდნენ მანქანაში რამოდენიმე ადამიანი მათ შორის ლომაძეც და ეწ დაზარალებულიც, რომელმაც ახალგაზრდა პრესპექტიული მოჭიდავე პროვოკაციაზე წამოაგო და მიიღო კიდეც საკადრისი. საქმე როდესაც ეხება ოჯახურ ღირსებას ნებისმიერი მამაკაცი ანალოგიურად მოიქცეოდა.
– აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ეწ დაზარალებული არის ქალებზე მოძალადე პიროვნება და სწორედ ერთერთ ასეთ ფაქტს განიხილავდნენ მანქანაში.
– ყოველივე ამის შემდეგ დაზარალებული წავიდა პოლიციაში და უჩივლა სპორტსმენს და მის ნათესავებს. იური ლომაძე თავის ფეხით გამოცხადდა პოლიციაში, არსად დამალულა და არსად გაქცეულა.
– ჩვენ ვიმედოვნებთ რომ სასამართლო და პროკურატურა გაითვალისწინებს იური ლომაძის სპორტულ წარმატებებს და მალე გამოუშვებს მას თავისუფლებაზე. საცოდაობაა ასეთი ქართველი ახალგაზრდების ციხეში გამომწყვდევა”
კომენტარები