• რეკლამა
  • კონტაქტი
07:11, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მათთვის სჯობდა, არ წაეკითხათ – საზოგადოებამ იმაზე მეტი გაიგო, ვიდრე ვიცოდით” – გიცირიძე შათირიშვილის წერილზე

ალია ავტორი - ალია
17:46 09-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,873

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

კარის ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ვრცელი წერილი მომიძღვნა. როგორც წესი, იგი მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როცა დავალებას მიიღებს და ბიძინა ივანიშვილისათვის მნიშვნელოვან საკითხზე საზოგადოებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება კრიტიკულად აუცილებელი ხდება.

შათირიშვილის ეს ფილოსოფიურ-განმარტებითი ტექსტი უკლებლივ ყველა პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ ეკრანზე გამოიტანა და თავიდან ბოლომდე, თანაც სულ თავში, მთავარ თემად აქცია. მათთვის სჯობდა, არ წაეკითხათ-საზოგადოებამ იმაზე მეტი გაიგო, ვიდრე ვიცოდით: გაიგო ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილს ფინანსური დავა ჰქონდა, გაქრა. როგორც გუშინ მისმა ამერიკელმა ადვოკატმა განაცხადა, მისი ადგილსამყოფელი საიდუმლოა. რატომ? ვის ემალება? როდემდე დაიმალება და მისი ეს უცნაური საქციელი ხომ არ არის ამ დავასთან დაკავშირებული მორიგების ნაწილი? ეს ცალკე თემაა.

ფილოსოფოსად წოდებული ზაზა შათირიშვილის წერილის დარდების შინაარსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს.

გიორგი ბაჩიაშვილის სახელი კვლავ გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც ამერიკულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან საკუთარი ვილა 51,5 მილიონ დოლარად გაყიდა. ამ კონტექსტში მოუწია მის ადვოკატს მისი საიდუმლო ადგილსამყოფელის შესახებ საუბარი. გუშინდელ ჩემს ფეისბუკპოსტში მიმოვიხილე რა ბიტკოინების დავასთან დაკავშირებული ისტორია, გამოვთქვი ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილის მიერ კუთვნილი ქონების გაყიდვა და ფინანსების საკუთარ ანგარიშებზე განთავსება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან საფრთხეს არ მოელის, თუმცა ამის გარანტიას რა აძლევს, უცნობია. მეორე მხრივ, ასევე უცნობია, რა აძლევს ბიძინა ივანიშვილს გარანტიას, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთში არ ალაპარაკდება.

სწორედ ეს პასაჟი აღმოჩნდა ამოდენა უსტარის გამოცხობის მიზეზი. აი, რას წერს შათირიშვილი:

“აღნიშნული პროპაგანდისტული გზავნილის მტკიცებით, გოცირიძე ცდილობს, მისი მცირეოდენი მკითხველებისთვის ფაქტად წარმოაჩინოს, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ იქცეოდა, ასევე ცდილობს გააჩინოს ეჭვი, რატომ შეიძლება ამ ორ ადამიანს ერთმანეთისგან გარკვეული გარანტიები გააჩნდეთ, თუმცა, ამავდროულად, მისივე გამოგონილი გარანტიების სიმყარეზე თავადვე სვამს კითხვებს. კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ ამ განცხადებაში გამოსჭვივის უიმედობაში გადაზრდილი მოლოდინი, რომ ერთ დღეს ვინმე, ვისაც ბიძინა ივანიშვილთან სხვადასხვა დროს ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ახლო საქმიანი ურთიერთობა გააჩნდა, ოდესღაც ალაპარაკდება და მის „შავბნელ“ საქმეებზე მოგვიყვება.”

მცირე ლირიული გადახვევა-შათირიშვილი აღნიშნავს, რომ ჩემს “მცირეოდენ” მკითხველს არასწორ ინფორმაციას ვაწვდი. აქ მკითხველი ბევრი მყავს თუ ცოტა, კარგად ხვდება, რომ სიმრავლე მეორეხარისხოვანია-რაოდენობა კი არ ადარდებს, არამედ ხარისხი. რაც შეეხება ჩემი მკითხველების რაოდენობას, მხოლოდ ერთ დღეს, 25 აგვისტოს, ერთ საჭირბოროტო საკითხზე, მხოლოდ ფეისბუკზე, არასრულ 24 საათში ჩემი ორი პოსტი წაიკითხა 1,2 მილიონმა ადამიანმა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ტელეკომპანია “იმედის” “ქარდებისა” და ტექსტების ნახვაა ფეისბუკზე მთელი თვის განმავლობაში. როგორც ჩანს, შათირიშვილისგან განსხვავებით, ეს კარგად იციან სხვებმა, თორემ ამოდენა ფილოსოფოსს უბრალო საქმეზე არ შეაწუხებდნენ.

ბაჩიაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ისევე როგორც მრავალი სხვა მსგავსი შემთხვევა, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გამეფებული კორუფციისა და სახელმწიფო რესურსების უმოწყალო ძარცვის ფონზე ნათლად აჩვენებს, თუ რა ანტისახალხო რეჟიმი ჩამოყალიბდა ქვეყანაში. ამ რეჟიმს ვერც შათირიშვილის მსგავსი წვრილფეხა პროპაგანდისტები და ვერც ასეულობით მილიონი ლარით დაფინანსებული სახელისუფლებო პროპაგანდისტული საშუალებები გაათეთრებს.

ერთ ჩვეულებრივ პოსტზე ასეთი მძაფრი რეაგირება, სრულიად არადამაჯერებელი, უნიჭო პასკვილით, კიდევ ერთხელ მიუთითებს “ოცნების” კლანში წარმოქმნილ მძაფრ კრიზისზე. შიდა რღვევა, გარე ზეწოლა და ხალხის მასობრივი უკმაყოფილება ყოველთვის რეჟიმის კრახით მთავრდება. ეს დარდები იკითხება ამ წერილშიც.

ბიტკოინები, ივანიშვილის გარანტია და ბაჩიაშვილის მილიონები – რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved