სამედიცინო ინვენტარის გაქირავება ერთი შეხედვით ადვილი საქმე ჩანს, იყიდე აპარატურა და გააქირავე, მაგრამ რეალობა ბევრად განსხვავებულია. მე ეს პირად მაგალითზე დავინახე. როცა დედაჩემი გახდა ავად, ექიმმა დაგვიბარა და გვითხრა, რომ უნდა გვექირავებია ჟანგბადის ბალონი და სახლში იმით უნდა ყოფილიყო. გვითხრა, რომ მინიმუმ 1 წელი მაინც დასჭირდებოდა დედას ჟანგბადის ბალონი, თუ მთელი ცხოვრება არა და კატეგორიულად გაგვაფრთხილა, რომ 10 ლიტრიანი ბალონი გვეშოვნა, რომლითაც დღის მანძილზე, ბევრად მეტი დროით შეძლებდა ჟანგბადის მიღებას. გადავწყვიტეთ გვეყიდა, რაკი, შეიძლებოდა მთელი ცხოვრება დასჭირვებოდა.
ჟანგბადის ბალონი რომ დავგუგლე, ვიპოვნე ერთი საიტი, სადაც ქირავდება აპარატები და სხვა სამედიცინო ინვენტარი. ვიფიქრე, რომ ვინც აქირავებს, მას ეცოდინება, სად უნდა ვიყიდო და წარმოუდგენლად გამიმართლა, მითხრა, თავადაც ვყიდიო.
ეს კაცი ისე შეწუხებული და მოკრძალებული ტონით მესაუბრებოდა, კიდევ უფრო დავიძაბე, მერე დედას დიაგნოზი მკითხა და რომ ვუთხარი, მიპასუხა რომ 10 ლიტრიან ბალონს არც მომყიდის და არც მომაქირავებს, რადგან არ მჭირდება და პირიქით, საფრთხეა ჟანგაბდით ინტოქსიკაციით.. მითხრა, რომ ბევრად მეტს მოიგებს თუ 10 ლიტრიან ბალონს მომაქირავებს ან მომყიდის, მაგრამ ბალონები არც ისე ბევრია და პაციენტი, ვისაც სჭირდება – მეტი და მე, – ვისაც არ მჭირდება უნდა მომცეს 10 ლიტრიანი ბალონი და მართლა მძიმე პაციენტი კი შეიძლება 5 ლიტრიანის ამარა დარჩე,ს, რაც არასწორია.
მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ამ კაცის, იმიტომ კი არა, რომ მეტი არ გადამახდევინა, იმიტომ რომ იმედი მოგვცა, და იმიტომ რომ ზედმეტ გართულებას გადაარჩინა დედა. გადავწყვიტეთ 5 ლიტრიანი ბალონი გვექირავებია მინიმუმ 3 თვით, ისევ გააპროტესტა და გვითხრა, რომ ამ დიაგნოზით ადამიანს 2 კვირიდან 4 კვირამდე მაქსიმუმ დასჭირდეს ჟანგაბდის ბალონი, მეტი არა. 4 კვირით ვიქირავეთ, მაგრამ მართლაც, მესამე კვირიდან, პრაქტიკულად აღარ იყენებდა დედა, აღარ სჭირდებოდა.
არ ვიცი, ამ საიტზე, მართლაც ყველა ასეთი პროფესიონალია, თუ არა, არ გადამიმოწმებია, რომ არ მოვიტყუო, მაგრამ გადავწყვიტე, იმათთვისაც, ვინც ახლა იწყებს ამ ბიზნესს, ექიმებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება რეაბილიტაციის და მაინც ნიშნავენ არასწორად რეაბილიტაციის კურს და მათთვისაც, ვისაც ახლა სჭირდება სამედიცინო ინვენტარის ქირაობა, პატარა მოკვლევა ჩამეტარებია, საიდანაც ზოგადი წარმოდგენა შეგექმნებათ, რა შემთხვევებში როგორი ბალონია საჭირო.
ჟანგბადის ბალონების ტიპები
სამეცინო პრაქტიკაში გამოიყენებადი ჟანგბადის ბალონები განსხვავდება ტევადობის, ანუ ზომის, მასალის და გამოყენების მობილობის მიხედვით. მაგალითად, პორტატული, კომპაქტური ბალონები 1,2–2,5 ლიტრამდე,, მხოლოდ 3,5 კილოგრამს იწონის, მსუბუქია, ზურგჩანთითაც შეგიძლია ატარო, ოღონდ, თუ სრული დატვირთვით გამოიყენებ 1 საათს გყოფნის და თუ ნაკადის სიჩქარეს შეამცირებ დაახლოებით 4 საათამდე. ის გამოიყენება, როგორც წესი, მოკლე გზაზე პაციენტის გადასაყვანად, პაციენტის გასეირნებისას და ასე შემდეგ, ისეთ საჭიროებებში, სადაც ვერ გამოიყენებ სტაციონარულს.
სტაციონარული ბალონები ბაზარზე 5 და 10 ლიტრიანი ვხვდება – ეს ორი ყველაზე მოთხოვნადი და გავრცელებული ზომებია ბინაზე რეაბილიტაციისთვის.
5 ლიტრინი ბალონი
მისი ტევადობა 150–200 ბარი წნევის პირობებში იტევს დაახლოებით 1000 ლიტრამდე ჟანგბადს. იწონის 9 კილომდება.
10 ლიტრიანი ბალონი
10 ლიტრიანი ბალონი, იგივე წნევით 150–200 ბარი, იტევს დაახლოებით 2 000 ლიტრამდე ჟანგბადს. უმეტესად გამოიყენება მძიმე პაციენტებთან, მისი წონა 16 კილოგრამამდეა.
გაქირავებისას, სტანდარტულად ბალონს აუცილებლად უნდა მოჰყვეს ჟანგბადის რეგულატორი მანომეტრი, დამატენიანებელი ჭიქა და ცხვირის ნიღაბი.
გამქირავებელი ვალდებულია ბალონს ჰქონდეს ტექნიკური შემოწმების მოქმედი ვადა, რათა დარწმუნებული იყოს დამქირავებელი, რომ მაღალი წნევისგან გამოწვეული დაზიანებით დაზღვეულია.
რომელი ბალონი რა შემთხვევებში გამოიყენება
5 ლიტრიანი ბალონი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- პაციენტებთან, რომლებიც იმყოფებიან ხანგრძლივ ჟანგბადოთერაპიაზე და საჭიროა მათი გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე – ამ შემთხვევაში, მათ უწყვეტი ჟანგბადი სჭირდებათ და მოკლევადიანი ტრანსპორტირებისთვის, ასეთ პაციენტებთან – იდეალურია.
- პაციენტის პოსტიპალში გადაყვანისას – ტრანპორტირებისას სტაციონამდე, ან საავადმყოფოში პაციენტის გადასაყვანად პალატიდან გამოკვლევებამდე და ან პირიქით.
- ფიზიკური დატვირთვისას პაციენტებთან, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება სჭირდებათ მხოლოდ კონკრეტული აქტივობების შემდგომ.
- კონკრეტული დაავადებების შემთხვევაში, შეტევების შეჩერებისას, მაღალი ნაკადით, დროის მოკლე დროით მიწოდების პრინციპით.
- მწვავე რესპირაციული ინფექციების, მსუბუქი ან საშუალო პნევმონიისას, ქირურიული ოპერაციების შემდგომ – ყველა იმ შემთხვევაში, როცა პაციენტის სატურაცია ზოგადად სტაბილურია, თუმცა, დღის მანძილზე რამდენჯერმე მაინც საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას.
- როცა პაციენტს, გადატანილი დაავადებების გამო, ჟანგბადი სჭირდება, დღეში რამდენიმე საათით.
10 ლიტრიანი ბალონი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- პაციენტებისთვის, რომლებსაც ეჭიროებათ ჟანგბადის პერიოდული მიწოდება სახლის პირობებში, ფილტვების ქრონიკურლი დაავადებებისას, ფილტვის ფიბროზის ან გულ–სისხლძარღვების მძიმე უკმარისობის დროს, როდესაც არ გამოიყენება ელექტრო კონცენტრატორი და გამოიყენება ექიმის, უფრო სწორედ, კარგი რეაბილიტოლოგის დანიშნულებით.
- გამოიყენება როგორც ავარიული სარეზერვო წყარო პაციენტებისთვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ჟანგბადის ელექტრო კონცენტრატორზე, ელექტროენერგიის გათიშვისას, ან აპარატის ტექნიკური პრობლემისას.
- მძიმე პოსტოპერაციული რეაბილიტაციისთვის, პაციენტებისთვის, რომლებსაც სერიოზული ქირურგული ჩარევის შემდეგ, განსაკუთრებით, ფილტვსა და გულ–სისხლძარღვებზე, ბინაზე სჭირდებათ რეაბილიტაცია.
- გამოიყენება პალიატიური მზრუნველობისთვის, უკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებთან, სიმპტომების შესამსუბუქებლად.
რას იწვევს ჟანგბადის ბალონის არასწორად შერჩევა?
ჟანგბადის ბალონის არასწორად შერჩევა რეაბილიტაციის პროცესს მთლიანად წყალში ყრის და ბევრად დიდ სამედიცინო გართულებებს იწვევს, ვიდრე წარმოგიდგენია.
თუ პაციენტს შეურჩიეს მცირე მოცულობის ბალონი, ხოლო მისი სიმპტომებიდან გამომდინარე, სჭირდება ჟანგბადის მაღალი ნაკადი, – ამან შეიძლება გამოიწვიოს სატურციის მკვეთდი დაცემა, გონების დაკარგვა, ან ასფიქსია.
თუ მაღალი ნაკადის დროს არ გამოიყენება დამატენიანებელი ჭიქა, მშრალი გაზი აშრობს და აზიანებს სასუნთქ გზებს, მის ლორწოვან გარსს.
თუ ბალონში აირი მაღალი წნევითაა და რეგულატორი უხარისხოა, ან არასამედიცინო, შეიძლება გასკდეს და გამოიწვიოს მძიმე ტრამვაც კი.
თუ ბალონი შეირჩა ავარიულ რეზერვად, მაგრამ მისი მოცულობა არ არის საკმარისი დროის ამ ავარიული პერიოდისთვის, პაციენტი შეიძლება დარჩეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადის გარეშე. ამიტომ, სავარაუდო დრო და სარეზერვოდ შერჩეული ბალონი – თანხვედრაში უნდა იყოს აუცილებლად და უწყვეტობის დარღვევის რისკი მინიმალურადაც კი უნდა გამოირიცხოს.
რას იწვევს საჭიროზე მეტი ჟანგბადი?
ქართველებს დიდად არ გვიყვარს მიკლება, პირიქით, გვიყვარს ხოლმე – მეტი, რადგან სიზუსტეს ნაკლებად დაგიდევთ ხოლმე. მთავარია არ მიაკლდეს და მეტს რა უჭირს – უკეთესიცაა, გვგონია, ხოლმე. მეც არ ვარ გამონაკლისი, მეც ვფიქრობდი, რომ მეტი ჟანგბადი უკეთესი იქნებოდა და გამქირავებელს, რომლის ასეთი მადლიერიც ვარ დღეს, იქეთ მოუწია ჩემი დარწმუნება იმაში, რომ მეტი ჟანგბადი ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მოჰყავდა მაგალითები, მიყვებოდა რომ მუშაობის დიდი ხნის შტაჟი აქვს ბაზარზე და მისი უდიდესი დამსახურებაა დედას რეაბილიტაციამ მაშინ სწორად და კარგად რომ ჩაიარა.
საქმე ისაა, რომ მაღალი კონცენტრაციის ჟანგნადის ხანგრძლივად სუნთქვისას ორგანიზმში წარმოიქმნება ტოქსიკული თავისუფალი რადიკალები, რომლებიც აზიანებენ ფილტვს, იწვევენ ანთებას, სითხის დაგროვებას, ფილტვების შეშუპებას და იწყება უკუპროცესი – პაციენტს სუნთქვა რეალურად უფრო უჭირს. ამიტომაცაა სწორედ, რომ მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადის გამოყენება მხოლოდ იმ პაციენტებშია დასაშვები, სადაც უკურნებელი სენია და სხვა გზა არაა, ან სადაც მხოლოდ მცირე დროითაა ამის საჭიროება.
მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადის ხანგრძლივი დროით გამოყენება, ასევე იწვევს ტვინის არტერიების შევიწროებას, რაც ამცირებს ტვინის სისხლით მომარაგებას.
ჟანგბადით ინტოქსიკაცია
ჰაერში ჟანგბადის წილი დაახლოებით 21 პროცენტია, როცა პაციენტი მაღალი კონცენტრაციით იღებს ჟანგბადს დიდი ხნის პერიოდში, ორგანიზზმში უჯრედულ დონეზე წარმოქმნილი ჟანგბადის რეაქტიული ფორმები აზიაბენებ უკრედულ მემბრანებს, ცილებს და იწვევენ არაერთ პრობლემას. რისკი საკმაოდ მაღალია, ვლინდება ფილტვის დაზიანებებით, ცენტრალური ნერვული სისტემნით პრობლემებით და სამწუხაროდ, ისეთ დაზიანებამდე მიდის, რომ ტვინი წყვეტს სუნთქვის სიგნალის გაცემას, რაც სუნთქვის შეჩერებას და კომას იწვევს. საქმე ისაა, რომ ჯანმრთელი ადამიანის ტვინი სუნთქვის სიგნალს იძლევა სისხლში ნახშიროჟანგის მომატებისას, ანუ, ტვინი გასცემს სუნთქვის ბრძანებას მაშინ, როცა ჟანგბადი ცოტაა, თუ ბევრ ჟანგბადს დიდხანს მიაწვდი, ტვინი თვლის, რომ სუნთქვა აღარაა საჭირო.
ჟანგბადით ინტოქსიკაცია ერთ–ერთი ყველაზე რთული და საშიში ინტოქსიკაციაა, ამიტომაცაა დიდი სიფრთხილე საჭირო ჟანგაბდის ბალონის გამოყენებისას. მე გამიმართა და სამედიცინო ინვენტარის გამქირავებელი დამეხმარა, მაგრამ ეს, წესით და კანონით, რეაბილოტოლოგის პრეროგატივაა. ხანგრძლივად გამოყენება ჟანგბადის მაღალი კონცენტრაციის მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებაა და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით უნდა დაიგეგმოს.
როგორ მივხვდე, რომ ექიმს უნდა მივმართო?
სიმპტომები ჟანგბადის ინტოქსიკაციისას:
- თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, ყურებში ხმაური, გულისრევა, ტუჩებისა და სახის კუნთების უნებლიე კრთომა და შორსწასულ შემთხვევებში ეპილეფსიური ტიპის გულყრა და გონების კარგვა.
- ტკივილი და წვა მკერდის ძვლის უკან, მშრალი ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის „დაჭიმვა“, ან შეშუპება.
არასაშიში სიმპტომი
ცხვირიდან სისხლდება ჟანგბადის ბალონის გამოყენებისას, თუ მას არ ახლავს სხვა სიმპტომები, არ ითვლება ინტოქსიკაციის ნიშნად. ის ჟანგბადის მიწოდების გვერდითი ეფექტია და იწვევს ლორწოვანი გარსის გამოშრომა უმეტესად. რადგან ბალობიდან გამომავალ ჟანგბადს არ აქვს ტენიანობა. გამომშრალი ლორწვანი გარსი გარდაიქმნება „ქერქებას“, წარმოქმნილი მიკრობზარები კი კაპილარების გასკდომას იწვევს. დამატენიანებელის გამოყენება ამიტომაცაა აუცილებელი, რომ ეს გვერდეთი ეფექტი მაქსიმალურად შემცირდეს. ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია, ცხვირისთის რომელიმე სპრეის დამატება.
არ გამოიყენოთ სპრეი ექიმის გარეშე და განსაკუთრებით მკაცრად აკრძალულია ექიმის გარეშე ცხიმოვანი მალამოების გამოყენება, რადგან ჟანგნადთან კონტაქტში გამოირიცხოს აალების რისკი.
სხვათა შორის, იგივეა აპარატურასა და სამედიცინო ინვენტარზე – იქნება ეს სპეციალური საწოლი, თუ ეტლი – ნებისმიერი ინვენტარი უნდა იყოს ისე შერჩეული, რომ მორგებული იყოს პაციენტის მდგომარეობას. ცხადია, პირველი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია – ექიმია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სად იქირავებ, როგორს, რამდენად ხარისხიანად, რამდენად კარგ ფასად და ა.შ.
რომელიმე სხვა სამედიცინო ინვესტარს იქირავებ, თუ ჟანგბადის ბალონს, არ დაგავიწყდეს კომენტარების წაკითხვა საიტზე, რადგან კომენტარები არის რეკომენდაციები, რომლებიც დატოვეს ადამიანებმა პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით – ეს კი ყველაზე გამოსადეგი ინფორმაციაა.
(R).











კომენტარები