• რეკლამა
  • კონტაქტი
13:53, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

ალია ავტორი - ალია
13:13 09-02-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ჭამის შემდეგ დამძიმებას, გაურკვეველ წვას გულმკერდის არეში ან მჭრელ ტკივილს უმეტესად საკვებს ვაბრალებთ ხოლმე, ან სასმელს, მაგალითად, სრულიად დაუმსახურებლად ბრალდება ეს ხშირად ყავას, რომელიც არაფერ კავშირშია რეალურად. რაკი, „დამნაშავე“ გვყავს, წამოვწვებით და ველოდებით, როდის გაივლის, არადა, შესაძლოა ბევრად სერიოზული და საშიში დაავადება „გვესაუბრებოდეს“ ამ სიმპტომებით..

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებზე უამრავი მითი არსებულა და ჯერ ისევ არსებობს, სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა სიმპომებით ითხოვს სასოწარკვთილი ორგანიზმი შველას? რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო? – „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს, მედიცინის დოქტორი, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის თერაპევტ–გასტროენტეროლოგი, ნინო ბაჩიაშვილი პასუხობს.

ნინო ბაჩიაშვილს 23–წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს და თსუ–ს გასტროენტეროლოგიის რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელია, ასევე საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ნაციონალური საზოგადოების წევრი და ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის წევრი. იგი 3 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 15 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორია.

– რა არის წყლული და რა იწვევს მას?

– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წლულოვანი დაავადება არის უპირატესად ქრონიკული მდგომარეობა, რომლის დროსაც, კუჭის მჟავასა და დამცავ სისტემებს შორის დისბალანსის გამო კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე წყლულები ჩნდება.

ჰელიკობაქტერია Helicobacter pylori კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ძირითადი გამომწვევია. ის კარგად მრავლდება კუჭის მჟავე გარემოში, ანადგურებს ლორწოვანი გარსის დამცავ შრეს, ზრდის მჟავას გამომუშავებას და იწვევს ქრონიკულ ანთებას (გასტრიტი), რაც საბოლოოდ წყლულების წარმოქმნას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰელიკობაქტერია წყლულების წარმოქმნაში ე.წ. „მთავარი დამნაშავეა“, დაავადებას იწვევს ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის მედიკამენტების (მაგალითად, იბუპროფენი, ასპირინი) მიღება, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ძლიერ სტრესსა და გენეტიკურ მიდრეკილებას.

– რა როლი აქვს ჰელიკობაქტერიას კუჭის წყლულის განვითარებაში?

– თავდაცვის სისტემის განადგურება: მიკრობი გამოყოფს სპეციალურ ფერმენტებს (მაგალითად, ურეაზას), რომელიც ანეიტრალებს მის გარშემო ბარსებულ მჟავას, მაგრამ ამით ის აზიანებს კუჭის დამცავ ლორწოვანის უჯრედებს.

ანთება: ადამიანის იმუნური სისტემა იწყებს ინფექციასთან ბრძოლას, რაც იწვევს ქსოვილების ძლიერ ანთებას.

კედლის დაზიანება: დამცავი შრის განადგურების გამო მჟავე კუჭის წვენი იწყებს ორგანოს კედლის დაუცველი ადგილების დაზიანებას, რაც იწვევს ეროზიებისა და შემდგომში წყლულის წარმოქმნას.

– ძლიერად გამოხატული სიმპტომებით გამოირჩევა?

– სიმპტომებია მუცლის ტკივილი კუჭის მიდამოში. ტკივილი უზმოზე ან ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ. გულძმარვა, ბოყინი, სიმძიმისა და გულისრევის შეგრძნება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას ყოველთვის არ ახლავს ტკივილის შეგრძნება. არსებობენ ე.წ. „ მუნჯი წყლულები.

„მუნჯი“ ანუ უსიმპტომო წყლული კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ფორმაა, რომელიც კლასიკური ტკივილის გარეშე მიმდინარეობს. მთავარი საფრთხე სწორედ ეს არის, რომ ადამიანი დაავადებას ვერ გრძნობს და პირველი გამოვლინება საშიში გართულებაა – სისხლდენა (სისხლისანი ღებინება ან შავი ფერის განავალი) ან პერფორაცია (ორგანოს კედლის გახვრეტა).

– რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს დაგვიანებულმა დიაგნოსტიკამ და მკურნალობამ?

–ძირითადი გართულებებია:

  • სისხლდენა: სისხლძარღვის დაზიანება წყლულით, რის გამოც ვითარდება სისხლით ან „ყავის ნალექით“ ღებინება, შავი ფერის განავალი, ძლიერი სისუსტე.
  • პერფორაცია: კედლის გახვრეტა, რასაც ახასიათებს „ხანჯლის ჩაცემის მსგავსი“ ტკივილი. ამ დროს შესაძლებელია საკვების მოხვედრა მუცლის ღრუში, რის გამოც შესაძლოა განვითარდეს პერიტონიტი.
  • პენეტრაცია: წყლულის გავრცელება-ჩაზრდა მიმდებარე ორგანოებში (პანკრეასი, ღვიძლი), მუდმივი და ძლიერი ტკივილი, რომელიც არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან.
  • პილორული სტენოზი: წყლულის შეხორცების შემდგომ წარმოქმნილი ნაწიბურები ავიწროვებს კუჭიდან გამოსასვლელს, საკვები არ გადის თორმეტგოჯა ნაწლავში, ვითარდება წინა დღის მიღებული საკვები მასების ღებინება.
  • ავთვისებიანი სიმსივნე: შესაძლებელია კუჭის წყლულის გადაგვარება ავთვისებიან სიმსივნედ.

– არსებობს „წითელი ალმები“ სიმპტომები, რომლების არსებობისას, პაციენტმა გადაუდებლად, სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს?

– საგანგაშოა სისხლდენა, პერფორაცია ან ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარება, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ან პაციენტმა გადაუდებლად უნდა მიმართოს ექიმს. ეს გართულებები გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით:

  • სისხლიანი ღებინება ან „ყავის ნალექის“ მსგავსი მასებით ღებინება
  • შავი ე.წ. „ფისოვანი“ განავალი (მელენა) მძაფრი სპეციფიური სუნით,
  • მკვეთრი, „ხანჯლის ცაცემის მსგავსი“ ტკივილი მუცლის არეში
  • წონის სწრაფი და აუხსნელი კლება
  • მუდმივი ღებინება, რომელიც არ გვრის შვებას.
  • ტკივილი საკვების მიღებისას ან საკვების გადაადგილების გაძნელება.
  • სხეულის ტემპერატურის მომატება ტკივილის გამო.

– რა მეთოდებით ხდება ნიუ ჰოსპიტალსში წყლულის დიაგნოსტირება და რომელი კვლევა რა შემთხვევაში გამოიყენება?

–კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია პაციენტის დეტალური გამოკითხვა, ანამნეზის შესწავლა, რის შემდეგაც იგეგმება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კვლევები,

მთავარი და ყველაზე ზუსტი მეთოდია ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, რომელიც საშუალებას იძლევა ვიზუალურად შეფასდეს ლორწოვანი გარსის მდგომარეობა, დადგინდეს დეფექტის ზომა, მდებარეობა და აღებული იქნას ბიოფსია. ბიოფსია არის ქსოვილის ნიმუშის აღება ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის დროს, რის შემდეგაც მასალა იგზავნება ჰისტომორფოლოგიურ კვლევაზე. ეს გვაძლევს საშუალებას დეტალურად, უჯრედულ დონეზე იყოს შესწავლილი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის ქსოვილები, გამოვავლინოთ ჰელიკობაქტერიის არსებობა და დავადგინოთ მის მიერ დაზიანებული ქსოვილების ანთების ხარისხი, ასევე გამოვრიცხოთ ავთვისებიანი პროცესის არსებობა (განსაკუთრებით კუჭის წყლულის დროს).

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ბიოფსიური მასალის აღებით წარმოადგენს კვლევის საერთაშორისოდ აღიარებულ „ ოქროს სტანდარტს“.

გავრცელებულია მითი, რომ ბიოფსია მხოლოდ ონკოლოგიური დაავადების დროს უნდა ჩატარდეს. გასტროსკოპიის დაგეგმვისას როცა ვაცნობებთ პაციენტს წინასწარ ბიოფსიის აუცილებლობის შესახებ, იწვევს გაუცნობიერებლად ერთგვარ შიშს ონკოლოგიური დაავადების მიმართ. მინდა ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ბიოფსია ნიშნავს მხოლოდ მასალის, ამ შემთხვევაში კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის ზედაპირიდან უმცირესი 1-2 მმ ზომის ქსოვილის აღებას, რის შემდგეგაც მასალა იგზავნება მიკროსკოპული კვლევისთვის და იგი არ გამოიყენება ისეთი დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის, როგორიცაა ჰელიკობაქტერია, წყლული, წყლულის მიერ დაზიანებული ქსოვილების ხარისხი.

ასევე, ნიუ ჰოსპიტალსში ტარდება მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა და იგი ინიშნება მიმდებარე ორგანოების (პანკრეასი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი) მდგომარეობის შესაფასებლად. ეს კვლევა მკურნალობის სწორად დასაგეგმად ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის რენტგენოგრაფია კონტრასტის (ბარიუმი) გამოყენებითაც კეთდება, იმ შემთხვევაში, თუ ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია შეუძლებელია და ეს კვლევა აჩვენებს წყლულის „ნიშას“ იმ შემთხვევაში, თუ წყლულით დაზიანება არის ღრმა.

რაც შეეხება ტესტებს:

  • კლინიკა Helicobacter pylori ტესტები 13C-ურეაზას სუნთქვის ტესტებით ჰელიკობაქტერიის აღმოჩენა მაღალი სიზუსტითა და მგრძნობელობით.არის უსაფრთხო, სწრაფი და ხარისხიანი მეთოდი.
  • განავლის ანალიზი Helicobacter pylori ანტიგენზე – მოსახერხებელი არაინვაზიური დიაგნოსტიკური მეთოდი.
  • სწრაფი ურეაზას ტესტი – ბიოფსიის ჰისტოლოგია: ტარდება გასტროსკოპიის დროს.
  • სისხლის ანალიზი ანტისხეულებზე (IgG, IgA): აჩვენებს იმუნური სისტემის ინფექციაზე პასუხს , მაგრამ არ ასახავს აქტიური მიკრობის მიმდინარე არსებობას.

– არსებობს პრევენციის საშუალებები წყლულის თავიდან ასარიდებლად? ჩემს ბავშვობაში ხშირად მესმოდა, რომ მჟავე და მწარე საკვები არ უნდა მიგეღო, თუ გსურდა კუჭს მოფრთხილებოდი. როგორია რეალობა?

– მხოლოდ კვების რაციონის ცვლილება ან მწარესა და მჟავეს შეზღუდვა არ ქმნის იმ პირობებს, რომ წყლული არ განვითარდება. თუმცა, საჭიროა იმ რისკფაქტორების გათვალისწინება და შეძლებისდაგვარად შეზღუდვა, რაც ხელს უწყობს წყლულის განვითარებას. – სტრესი, თამბაქო, ალკოჰოლი, დიდი ოდენობით ტკივილგამაყუჩებლები.

მთავარი პრევენცია მაინც დროული მკურნალობაა, ვთუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გახშირდა და არ მოქმედებს სიმპტომური საშუალებები, საჭიროა პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს, რათა მალევე მოხდეს დიაგნოსტირება და დასაწყის სტადიაშივე აღმოიფხვრას დაავადება. ეს კი უკვე ნამდვილად წარმოადგენს დაავადების შემდგომი გართულებების პრევენციას.

– მკურნალობის რა შესაძლებლობებს სთავაზობს პაციენტებს ნიუ ჰოსპიტალსი?

– მინდა აღვნიშნო, რომ „ნიუ-ჰოსპიტალსი“ არის თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აპარატურით აღჭურვილი კლინიკა. ამასთან ერთად გასტროენტეროლოგიურ და ენდოსკოპიურ დეპარტამენტს წარმოადგენენ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი ექიმები – გასტროენტეროლოგები და ენდოსკოპისტები, რომლებიც უკვე მრავალი წელია გუნდური პრინციპით თანამშრომლობენ და პირველ რიგში, ორიენტირებულნი არიან პაციენტისთვის შექმნან თბილი, მზრუნველი გარემო, მოახდინონ სწრაფი რეაგირება და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩაუტარდეთ შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევები – საბოლოდ კი შეირჩეს ინდივიდუალურად მკურნალობის სქემა.

(R)

 

თეგები: ნინო ბაჩიაშვილინიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

13:03 09-02-2026
ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved