• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაგარი პრემიერი გვყავსო, რომ გაიძახიან, საქმით დაამტკიცოს – ხალხი საშიმშილოდაა განწირული…”

ალია ავტორი - ალია
05:51 07-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

“ალია” ესაუბრება ანალიტიკოს გია ხუხაშვილს

– პრემიერი გიორგი გახარია ამ მოკლე დროში მესამედ მივიდა პარლამენტში და „ნაცებთან“ და „ევრონაცებთან“ დიდი დებატები ჰქონდა. ირაკლი კობახიძე გამოვიდა და განაცხადა,  გიორგი გახარიამ უკვე სამჯერ გაიმარჯვა ოპოზიციაზეო. ასეთი სისულელეები როდემდე უნდა ილაპარაკოს ამ კაცმა? ამ დისკრედიტირებულ „ნაცებზე“ გამარჯვება რა სალაპარაკოა და საერთოდ, მაგათზე გამარჯვებას რად უნდა დიდი ამბავი და პრემიერობა? დაუდე წინ თავიანთი სისხლიანი წარსული და დამთავრდა, გამარჯვებული არ ხარ?

–„ნაციონალური მოძრაობა“  ჩვენ დავამარცხეთ 2012 წელს. მაშინ  ირაკლი კობახიძე არსად ჩანდა, ბუჩქებში იჯდა. ის იყო „ნაცებზე“გამარჯვება. მთელი 8 წელი, რასაც  ეს ბუჩქებიდან გამომძვრალი ბიჭები ყვირიან –კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძე, ოხანაშვილი, მათიკაშვილი და სხვები,  ეს არის ფარსი, ტყუილი და კომედია.  გამარჯვება იყო ის. მას შემდეგ რაც ხდება, ეს არის ადამიანების ტვინის გამორეცხვა და მანიპულაციები, მეტი არაფერი. დადგმული სპექტაკლები, ვითომ ჩხუბი, ვითომ გამარჯვებები და მეტი არაფერი. მე ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი, პრემიერის პარლამენტში გამოსვლა, ვითომ დებატები, ეს იწილო–ბიწილო რეალური პრობლემების გადასაფარვად ხდება. უმუშევრობის, მძიმე სოციალური მდგომარეობის, ლარის ინფლაციის და სხვათა. არც ერთ ამ თემაზე, პრემიერი არ საუბრობს. არც ერთ სახელმწიფოებრივ თემაზე არ ლაპარაკობს არავინ. ძალიან მძიმე შემოდგომა–ზამთარი გველის და არც ერთი ოპტიმისტური განცხადება არ კეთდება. იმის თავი ხომ არ აქვთ, რომ ამ უამრავ  გაჭირვებულ ადამიანს პური აჭამონ, ხალხს  იმედსაც აღარ აძლევენ. იმასაც არ ეუბნებიან, რომ რაღაცას გავაკეთებთ და უკეთესობა იქნებო. მარტო ამ 200 ლარს გადაუგდებენ ხალხს და ეგ არის სულ. ამ 200 ლარსაც ვის აძლევენ, უკვე ვეღარ გავიგე. მაგარი პრემიერი გვყავსო, რომ გაიძახიან, თუ მაგარია, ეს რიტორიკით კი  არ უნდა დაამტკიცოს, საქმით უნდა დაამტკიცოს. ხალხი საშიმშილოდ არის განწირული და იმათ მიხედოს, რა დროს „ნაცებთან“  „ომი“,  ამ „ომში“  გამარჯვება და ზეიმია?

– აღარც იმ 3 მილიარდ დოლარს ახსენებენ, რომელიც ევროკავშირიდან უნდა მიიღონ სესხისა და დახმარების სახით. ვფიქრობ, საფუძვლიანია ის ხმები, რომლებიც გავრცელდა. ევროკავშირი ამ თანხის მინიმუმ 80%–ს, არჩევნების შემდეგ მისცემს ხელისუფლებას, როდესაც დარწმუნდება, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და იმ რეფორმების გატარება უკვე დაიწყება სასამართლოს და სხვა სფეროებში, რასაც ევროკავშირი და ამერიკა ითხოვენ ხელისუფლებისგან.

– ჩვენ მაგ საკითხით დავიწყეთ საუბარი, ამერიკის დამოკიდებულებით ხელისუფლების მიმართ და ევროკავშირსაც იგივე დამოკიდებულება აქვს, მათაც იგივე მოთხოვნები აქვთ, რაც ამერიკას. არ გამიკვირდება, თუ ეს 3 მილიარდიანი დახმარება და სესხი დაიბლოკება მანამდე, ვიდრე ამას არ დაიმსახურებს ხელისუფლება.

– ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას  მკვლელობის შეკვეთის შესახებ მინდა გკითხოთ, ეს თემა კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური. ერთი ვერსიით, რუსეთის სპეცსამსახურებს სურდათ მისი მოკვლა, მეორე ვერსიით, მიშა სააკაშვილს უნდოდა. მე პირადად, სააკაშვილისგან არაფერი გამიკვირდება, ეგ ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ თავისას მიაღწიოს. რუსეთის სპეცსამსახურებიც, ცხადია. თქვენ რა ვერსია გაქვთ?

– ნებისმიერ ვერსიასა და შეთქმულების თეორიაზე შეიძლება ლაპარაკი და რაღაც ლოგიკა, ყველგან იქნება. თუ ჩვენ ფაქტებს ავკინძავთ, რუსული კვალის ვერსია ყველაზე დამაჯერებელი გამოჩნდება. შექმნა გაბუნიამ იმის საფუძველი, რომ რუსეთის ნახევრად კრიმინალურ ხელისუფლებას შურისძიებაზე ეფიქრა? შექმნა. ყველამ ვნახეთ ეს ტელევიზიით. გაისმა მის მიმართ მუქარა? გაისმა? ვისი მხრიდან გაისმა? კადიროვისგან, რომელსაც ასეთი სადამსჯელო აქტი არაერთხელ განუხორციელებია. კადიროვმა დახოცა რუსეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოლიტიკოსები და ჟურნალისტები და შერჩა? შერჩა. არის რუსეთის მოქალაქე ბოკოვი, ვინც ამ მკვლელობას ამზადებდა? არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადია, ლოგიკურად კვალი რუსეთისკენ მიდის. მიშა სააკაშვილისგან არც მე გამოვრიცხავ არაფერს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ვერსია უფრო დამაჯერებელია. საინტერესო ის არის, რომ რუსეთის მოქალაქე ციხეში უზის ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც ქართველი ჟურნალისტის მოკვლას აპირებდა და ამას თავადვე აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ დღემდე „ქართული ოცნებიდან“ არავის გაუკეთებია განცხადება, რომ ეს შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლების დაკვეთა იყოსო. ვერსიის დონეზეც არ უნდათ განიხილონ, რომ რუსეთი, კადიროვია ამაში გარეული. ეშინიათ? არ ვიცი, შესაძლებელია, მაგრამ ჩუმად რომ არიან, ფაქტია. „ფეისბუკში“ განცხადებებს აკეთებს ამის შესახებ ხალხი და იმათ იბარებენ დაკითხვაზე, ჟურნალისტებს, სხვებს, იმ ხალხს, ვინც, მათი აზრით, გაამყარებს  მეორე ვერსიას, რომ სააკაშვილმა შეუკვეთა გაბუნიას მოკვლა. ნებისმიერ თემა უყურებენ არა სამართლებრივ, სახელმწიფოებრივ  ჭრილში,  არამედ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესატყვისად. ეს არის უბედურება. სუს–ი როდესაც მუშაობს მხოლოდ იმ ვერსიებზე, რომელიც პოლიტიკურად აწობს ხელისუფლებას და სხვა ვერსიებს არ განიხილავს,  იქ დამთავრებულია ყველაფერი.  ეს უკვე „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სამსახურია და არა სახელმწიფოსი.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №22

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved