• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კალაძის კამპანია რუსული “შპარგალკაა” – ჯერ საკუთარი სახლი დაალაგონ!”

ალია ავტორი - ალია
05:44 07-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

“ალია” ესაუბრება ანალიტიკოს გია ხუხაშვილს.

– კახი კალაძე ფეიკ–ნიუსების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. “ქართული ოცნების“ მომხრეები უკვე ითხოვენ, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს. თქმა არ უნდა იმას, რომ ჟურნალისტი ცრუ ინფორმაციას არ უნდა ავრცელებდეს. თუ გაავრცელა, ვინმეს რაიმე დააბრალა, უნდა უჩივლონ სასამართლოში. არა, ამას არ აკეთებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში, სამართლიანი პრეტენზიებიც  აქვთ კონკრეტული მედია საშუალების, უფრო, ტელევიზიების მიმართ. იმის ეშინიათ, რომ იჩივლონ, მერე მათი საქმეები გაიქექება და იქ ბევრი რამ  ამორალური და უკანონო აღმოჩნდება. ასეა?

– ეს არის პირდაპირ რუსული „შპარგალკა“, მისი გადმოღების მცდელობა ჩვენთან. გადახედეთ ბოლო თვეების  რუსულ  ნიუსებს, იგივე მოთხოვნებია, რაღაც საკანონმდებლო ინიციატივებია…  ჩვენთან  უკვე ნორმად იქცა, რომ „ფეისბუკის“ პოსტების გამო იბარებენ ხალხს პროკურატურასა და სუს–ში. 21–ე საუკუნეში ვის ეშინია ასეთი რაღაცების? რა უნდათ, ვერ გავიგე? რა მიზანი აქვთ? თუნდაც  ინფორმაციის გამო ხალხის სამართლებრივი დევნა და ციხეში ჩასმა?  სხვა ბერკეტები არსებობს ამისთვის, ცრუ ინფორმაციის გავრცელება სამოქალაქო კოდექსით დასჯადია და გამოიყენონ ეს. ციხეში, ამის გამო, ირანში სვამენ ხალხს და ირანს ბაძვენ? მაშინ მივლენ კიდეც იმ სანქციებამდე, რითიც ამერიკელები გვემუქრებიან.

რაც მახსენდება, ყველაზე დიდი საბოტაჟი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განახორციელა, როდესაც ჩავიდა დავით გარეჯში, განცხადება გააკეთა, ამით ვითარება დაძაბა. ამას მოჰყვა მთელი ესკალაცია და ლამის ომი დაგვაწყებინა აზერბაიჯანთან. ამაზე აგო პასუხი? ვინმემ მოსთხოვა პასუხი? არა, მას ვერ შეეხები, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია. სამოქალაქო კოდექსის გარდა, მედია თუ რაიმეს აკეთებს არასწორად, საზოგადოება შეაფასებს თავად, ფეიკ–ნიუსების გამავრცელებელ მედიასაშუალებებს აღარ ენდობა და ისინი ნელ–ნელა გაქრებიან, რადგან მომხმარებელი რომ არ ეყოლებათ, აღარც რეკლამა, შემოსავალი ექნებათ, გაკოტრდებიან.

მედიაბაზარი ნდობაზეა დამოკიდებული. თუ ფეიკ–ნიუსებზეა ლაპარაკი, კოკა ყანდიაშვილის ხელმძღვანელობით, რუსთაველის 12 ნომერში მთელი „ფეიკების ფაბრიკა“ მუშაობდა, ბოტებისა და ტროლების მთელი არმია ჰყავდა „ქართულ ოცნებას“ და ეს რატომ არ გაახსენდა კახი კალაძეს?

ჩემი ყალბი პროფილი შექმნეს და პატრიარქი გალანძღეს. გამოიძიეს ეს? იქნებ რა საფრთხეს მიქმნიდა? გეთანხმებით იმაში, რომ ესენი, ხელისუფლების წარმომადგენლები იმიტომ არ ჩივიან ცილისწამებაზე სასამართლოში, რომ ეშინიათ. უკაცრავად და, ბევრი აქვთ მიქარული და არ უნდათ, რომ ისინი ამოყაროს მედიამ. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები,“ქართული ოცნების“ გამპრავებლები რომ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს, ყველას შეურაცხყოფას რომ აყენებენ, მაგას მიხედონ. ტყუილია? „ფეისბუკმა“ 200 ყალბი ანგარიში არ დაუხურა ამას წინათ „ქართულ ოცნებას“? ჯერ საკუთარი სახლი დაალაგონ, მერე სხვისას მიხედონ.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №22

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved