• რეკლამა
  • კონტაქტი
10:58, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილმა აი, ამაზე იფიქროს, მისთვის უმჯობესია…”

ალია ავტორი - ალია
05:32 07-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში არ ცხრება. ამჯერად, სენატორმა რიშმა 2021 წლის ამერიკის  თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ინიცირება მოახდინა, რომელთა მიზნად საქართველოსთვის აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიული მდგომარეობასთან დაკავშირება სახელდება. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ ცვლილებათა საკანონმდებლო პროექტში საუბარია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებსა და 8 მარტის შეთანხმებაზე.  გარდა ამისა, ამ დოკუმენტში დეტალურად , პუნქტობრივად არის გაწერილი ყველაფერი,  რომელთა შესრულებასაც მოითხოვს ამერიკა საქართველოს ხელისუფლებისგან. „მოუწოდებს (სენატი) ხელისუფლებას, არჩეულ ოფიციალურ პირებს და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და იმუშაონ ერთად? თავისუფალი პრესის შენების, კერძო ბიზნესისთვის (განვითარების) საშუალების მიცემის და უფრო მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის“. „სენატი  მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით, მათ შორის ყველა ინსტანციაში მოსამართლეების დანიშვნის უფრო გამჭვირვალე პროცედურის დანერგვით და მმართველი პარტიის დიდი გავლენის ქვეშ და მის მიმართ ლოიალობის მიხედვით მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკის დასრულებით“. ამტკიცებს, რომ ამ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების წარმატებით განხორციელება კრიტიკულია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ აღადგინოს ნდობა მის ერთგულებაში დემოკრატიული განვითარებისა და დასავლეთში ინტეგრაციისადმი.  ჩვენში ბევრი  პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს უკვე წითელი ბარათია საქართველოს ხელისუფლებისთვის და თუ  სენატი ამ ცვლილებებს დაამტკიცებს, ამერიკა კიდევ უფრო ღიად დაუპირისპირდება ჩვენს  ხელისუფლებას. ეს უკვე იმ 13 კონგრესმენის ანგარიშზე უფრო უარესი იქნება „ქართული ოცნებისთვის“…

ანალიტიკოს გია ხუხაშვილთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ:

– სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო, ასეა ჩვენი ხელისუფლების საქმე. თუ დავაკვირდებით ამერიკელი პოლიტიკოსების კრიტიკული განცხადებებისა და ანგარიშების დინამიკას ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მათი ტონი უფრო მკაცრდება, კონკრეტული შენიშვნები მატულობს. ადრე მხოლოდ ნეგატიური განცხადებები კეთდებოდა და ახლა, ეს შენიშვნები, კონკრეტული მოთხოვნები, კანონპროექტებში აისახება, რაც ძალიან სამწუხაროა. აბსოლუტურად გასაოცარი და ბრიყვული იყო ჩვენი ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფრის მიმართ. თითქოს,  ეს მხოლოდ რამდენიმე კონგრესმენისა  და სენატორის აზრია, დანარჩენები ასე არ ფიქრობენ და ა.შ. საერთოდ, საქართველოზე სულ რამდენიმე კონგრესმენი და სენატორი ფიქრობს.  ერთდროულად 500 სენატორის გაკეთებული განცხადება კონკრეტულ საკითხზე, არ მახსენდება, ასეთი რამ არ ყოფილა. ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი რუქაზეც ვერ იპოვნის საქართველოს და ვისაც აბარია საქართველოს საკითხი, ისინი ლაპარაკობენ, ისინი აყალიბებენ ამერიკის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. მერე დანარჩენი მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. ჯიმ რიშის ეს კანონპროექტი თუ  კანონად იქცევა,  თუ შევა  ჩვენთვის უარყოფითი, საზიანო ცვლილებები ამერიკის 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში, ამით ბევრს ვიზარალებთ.  8 მარტის შეთანხმებაზეც არის ამ დოკუმენტში ლაპარაკი და გიორგი რურუაც ნახსენებია. ხელისუფლებამ რურუას იარაღი კი არ ჩაუდო, თვითონ ჩაიდო რურუა. არაფრისგან თვითონ შეიქმნა პრობლემა. რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, ლოგიკურია ამერიკამ ფინანსური სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას. თუმცა, ამ შემთხვევაში მისი გარემოცვის წევრები მეორეხარისხოვნები არიან. აქ ერთი კაცის ბედზეა ლაპარაკი, ივანიშვილის ბედზე. დანარჩენები გინდა ყოფილან და გინდა არა. ეს ხალხი საერთოდ ხომ დიდი გაუგებრობაა, ვინც დღეს „ქართულ ოცნებაშია“. ან საიდან მივიდნენ ხელისუფლებაში,  ან სად მიდიან, ან პოლიტიკის რაიმე მაინც გაეგებოდეთ. ბევრს თვითონ უკვირს, როგორ მოხვდნენ პარლამენტში და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალ–მაღალ პოსტებზე. წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილმა ერთ დღეს ყველა რომ გაუშვას, დაწყებული პრემიერ გახარიათი და ოხანაშვილით დამთავრებული, მერე ახალი ხალხი მოიყვანოს ქუჩიდან, რაიმე შეიცვლება? არც არაფერი. ერთი კაცი, ივანიშვილია „ქართული ოცნება“.

– ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებამდე მივა საქმე და თუ ასე მოხდება, რითი დააზარალებს ეს ქვეყანას?

– საქმე აქეთკენ მიდის. ხელისუფლებას დიდი შანსი ჰქონდა, ეს პროცესი გაეჩერებინა დიდი ხნით ადრე, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების სამართლიანი შენიშვნები მიეღოთ, გამოესწორებინათ ის შეცდომები, რაზედაც მიუთითებდნენ, ადგენ და მათ სააკაშვილისა და „ნაცების“ მოსყიდულები ეძახეს პარლამენტის დეპუტატებმა, პირად შეურაცხოფაზეც გადავიდნენ და ამით, ამერიკის სენატსა და კონგრესსაც მიაყენეს შეურაცხყოფა, არა მხოლოდ ცალკეულ კანონმდებლებს. პრობლემებს კი არ ასწორებენ, ყველაფერი ძველებურად დატოვეს.  ამის შედეგი ის არის, რომ ყოველდღიურად მძიმდება ამერიკის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესება ნაკლებად მადარდებს, თუმცა ეს დროის საკითხი მგონია, ეს არ ასცდება. მე ის მაფიქრებს, ქვეყნისთვის საზიანო არ აღმოჩნდეს ჩვენს მიმართ ამერიკის დამოკიდებულების შეცვლა. ივანიშვილს დღეს ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა კი არ აქვს, რასაც შიდა პოლიტიკური რისკისა და „ნაციონალების“ სარკეში უყურებს. არა, მას აქვს კეთილდღეობის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების პრობლემა. ამაზე იფიქროს, მისთვის უმჯობესია.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №22

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved