• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აირზენა” და გაიაშვილი დაგვაჯდა მახრჩობელასავით, სხვა კომპანიებს არ აკარებენ ჩარტერულ რეისებს, უნამუსობაა”

ალია ავტორი - ალია
05:14 07-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

„ალიას“ საფრანგეთში მცხოვრები, “რადიო ფრანსის“ ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე ესაუბრება.

– ქვეყნის ეკონომიკა ტურიზმზეა ჩამოკიდებული, ამ დროს მთავრობამ აგვისტომდე აკრძალა ტურისტების შემოსვლა საქართველოში. ამათ რომ ჰკითხო, გადაჰყვნენ ტურიზმს, მასზე მიბმულ ბიზნესებს, ვითომ ეხმარებიან და რაღაც საგადასახადო შეღავათებს უწესებენ. რეალურად კი ახრჩობენ.

– სიმართლე გითხრა, მართლა მეამაყება, რომ საქართველო იმ 14 ქვეყანას შორის მოხვდა, ვისაც ევროკავშირმა გაუხსნა პირველს საზღვრები და საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის უფლება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ექიმების დამსახურებაა, ყველასი, ვინც ვირუსთან ბრძოლაში, პროცესების მართვაში იყო ჩართული.

ამის საპასუხოდ რა გააკეთა ჩვენმა მთავრობამ? შეაჩერეს ფრენები, ჩაკეტეს ქვეყანა. გაეკეთებინათ ისე, როგორც ევროპის ქვეყნებშია, ნებისმიერ ჩამომსვლელს სწრაფი ტესტი გაუკეთონ, სხვა სახის ტესტებიც, რაც შესაძლებელია, გაეფილტრათ ის ტურისტები, შეექმნათ ეს ინფრასტრუქტურა და ამოისუნთქებდა ცოტა ხალხი, სასტუმროების ბიზნესი, რესტორნები, კაფე–ბარები, მათზე მიბმული პატარ–პატარა ბიზნესები, ამუშავდებოდა ეს ბიზნესები, გავიდოდა ხალხი სამსახურებში. იმ სასტუმროებს, კვების ობიექტებს  რომ კრედიტები აქვთ აღებული, იმ კრედიტებს ვინ გადაუხდის? უმუშევრად რომ ზის სახლში ხალხი, იმ ხალხს, იმათ ოჯახებს ჭამა არ უნდათ? ამათი თვეში 200 ლარიანი დახმარება ეყოფათ?

გაიძახიან, არ აპირებენ ევროპელი ტურისტები ჩამოსვლასო. გახსენი საზღვრები და მერე ვნახოთ, ჩამოვლენ თუ არა. შენ რა იცი, მოდიან თუ არა? რა, კვლევა ჩაატარე მთელ ევროპაში? კაი, ევროპელები არ ჩამოვლენ, მაგრამ ჩვენს ემიგრანტებს რატომღა ჩაუკეტეს გზა და დატოვეს „აირზენას“ ჩარტერების ამარა? ახლა მაგ ავიაკომპანიას უნდა გადაუხადონ ათმაგი ფასი. ყველა ვერ შეძლებს ამას. ჩამოვიდოდნენ ემიგრანტები საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სასტუმროებში არ იცხოვრებდნენ, მაგრამ საქართველოში არ დახარჯავდნენ ფულს? ჩვენს რესტორნებსა და კაფეებში არ ივლიდა ის ხალხი და ჩვენს სუპერმარკეტებში არ იყიდდნენ სასმელ–საჭმელს, ევროპიდან ხომ არ ჩამოიტანდნენ? ქართულ ბიზნესს  არ შეეხიდებოდა მათი დახარჯული ფული? შესაბამისად, ეკონომიკასაც.

გერმანიის მოქალაქეები ჩარჩნენ სხვა ქვეყნებში პანდემიის დროს და ახლა დაიწყეს სამშობლოში დაბრუნება. გერმანიის მთავრობამ, ამ ხალხს, 200 ევროდან 1000 ევრომდე დაუფინანსა მგზავრობა უცხო ქვეყნებიდან. ჩვენთან ეს თამაზ გაიაშვილი დაგვაჯდა მახრჩობელასავით, სხვა ავიაკომპანიებს არ აკარებენ ჩარტერულ რეისებს, მარტო „აირზენას“ მისცეს უფლება ჩარტერებისა. წეღან ვნახე, ვენა–თბილისის რეისია დანიშნული 5 ივლისს და 400 ევრო ღირს ბილეთი. პარიზი–ტორონტო, ორი გზა ჯდება 480 ევრო, საფრანგეთიდან კანადაში გაფრენა და გადმოფრენა და ამათ  ავსტრიიდან საქართველოში 400 ევროდ ჩამოჰყავთ ხალხი, ერთი გზა მხოლოდ. უნამუსობაა, აბა, ეს რ არის? რატომ აუკრძალეს იაფფასიან ავიაკომპანიებს ჩარტერული რეისები? გაგვცენ ამაზე პასუხი, ქვეყანა ხალხია ევროპიდან და არა მხოლოდ ევროპიდან ჩამოსასვლელი. ვინც ევროპაში მუშაობს, იმ ხალხს ივლისისთვის, აღებული ჰქონდა ბილეთები იანვარში, ჩამოსასვლელად და შვებულების გატარებას საქართველოში აპირებდნენ. იმ ხალხს ის ბილეთები გაუუქმდათ და ახლა იძულებულნი არიან, „აირზენას“ ძვირი ბილეთები იყიდონ და ისე ჩამოვიდნენ მანდ და ალბათ, უკან წასვლაც, ამავე ავიაკომპანიის რეისებით მოუწევთ, თუ არ გაიხსნა მანამდე ფრენები.  

 ასეთი უთაობა არ გამიგია, მართალი გითხრა. ჩაიციკლნენ ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, სისულელეებს რომ აკეთებენ და ეუბნები, რომ სისულელეა და სწორ გზას უჩვენებ, შეუსწორებ, მტრად გაცხადებენ. მტერი არ ვარ, მოყვარე ვარ, შე მამაცხონებულო და მეც დამიგდე რა, ყური.

ლევან ჯავახიშვილი, ალია, №22

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved