ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
რამდენიმე მოსაზრება ეროვნული გამოცდების შედეგებზე:
წელს ეროვნულ გამოცდაზე გამოცხადდა 39689 აბიტურიენტი, უნივერსიტეტში კი მხოლოდ 29481 მოხვდა: ყოველი მეოთხე გამოცხადებული უმაღლესის კარს მიღმა დარჩა. ბოლო წლებში რეგისტრირებულთა 77-81% ხდებოდა სტუდენტი, წელს კი, თუ პროფესიულ სასწავლებლებში გადამისამართებულებს არ ჩავთვლით, ეს წილი 72%-მდე დაეცა. ❗️მოთხოვნა გაიზარდა, მიღება შემცირდა❗️
🛑 1795 აბიტურიენტი უსამართლოდ ვერ გახდა სტუდენტი:
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თავად სახელმწიფოს შექმნილი ფილტრია, რომელიც ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ გაარჩიოს, არა ვის სურს, არამედ ვის შეუძლია კიდეც უმაღლესში სწავლის გაგრძელება. NAEC-მა დღეს, საზოგადოებრივი კრიტიკის ფონზე, ბოლო-ბოლო გამოაქვეყნა ის, რასაც აქამდე დუმილით უვლიდა გვერდს: 1795 აბიტურიენტმა ზღვარი გადალახა და მაინც ვერსად ჩაირიცხა, ანუ სახელმწიფომ საკუთარივე კრიტერიუმით ვარგისად ცნო ადამიანები და უმაღლესი განათლების გარეშე დატოვა. სისტემა ამას „მაღალ კონკურსსა” და აბიტურიენტების „ვიწრო არჩევანს” აბრალებს, თითქოს ეს “მაღალი კონკურსი” თავად სახელმწიფოს მიერ არ იყოს ხელოვნურად შექმნილი.
‼️ ახლა მთავარია, უსამართლოდ გარეთ დაერჩენილი აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვებით აუცილებლად უნდა მოხვდეს უნივერსიტეტებში! ცარიელი ადგილი სისტემას 3 800-ზე მეტი აქვს. აბიტურიენტის ბრალი არ არის სისტემის ნაკლოვანება და ის არ უნდა დაისაჯოს სხვისი შეცდომების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეცდომა კი არა, სისტემური ფართომასშტაბიანი რეპრესიაა.
ნამდვილად კარგია, რომ დაახლოებით 18000 სტუდენტი უფასოდ ისწავლის, შარშანდელი 15500მდე სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული სტუდენტის ნაცვლად. მაგრამ, მოდით, შევხედოთ, რის ფასად და ვის ხარჯზე მოხდა ეს.
🛑 ფულის მნიშვნელობა უმაღლესი განათლების სფეროში ბევრად გაიზარდა და განათლების ხელმისაწვდომობა კი შემცირდა:
❗️ყველაზე მძიმე, რაც დეფორმით გაკეთდა, ისაა, რომ 2026 წლიდან სახელმწიფო გრანტი კერძო უნივერსიტეტში სტუდენტს აღარ მიჰყვება. სისტემის მიდგომა სრულიად საწინააღმდეგოა განათლების მთავარი სულისკვეთების: გრანტი ბავშვისაა და არა სკოლის ან უნივერსიტეტის❗️ ის ეკუთვნის მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზებისთვის, მიუხედავად სოციალური წარმომავლობისა, ქონებრივი მდგომარეობისა თუ სხვა ნიშნისა. მეტიც, სოციალური შეჭირვების ან რაიმე სხვა ნიშნით, დაფინანსება შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ არა იმის სანაცვლოდ, რომ სხვას ის სრულიად წაერთვას.
ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა უფასოა, არ ნიშნავს, რომ იქ მოხვედრილი ბავშვებისთვის სახელმწიფომ წყალობა გაიღო, არამედ იმას, რომ ამ ბავშვებს დაფინანსება გაეზარდათ სწავლის გადასახადის სრულ მოცულობამდე. ❗️მაგრამ ეს მოხდა არა განათლების დაფინანსების გაზრდის, არამედ იმის ხარჯზე, რომ დანარჩენ სტუდენტებს საერთოდ მოესპოთ სწავლის დაფინანსების მოპოვების შანსი, რაც კატეგორიულად არასწორია და მიუღებელი❗️
🛑 არაპროპორციულად გაიზარდა კონკურენცია სახელმწიფოს მიერ აბსურდული კონცეფციის „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის” მეშვეობით შემცირებულ ადგილებზე:
კონკურენცია ხელოვნურად გამძაფრდა სპეციალობების მიხედვით და ვინც ამ გამკაცრებულ კონკურსში ვერ გაიმარჯვა, იმას ორი გზა დაუტოვეს: ❗️სრული ფასის გადახდა კერძო უნივერსიტეტში ან უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩენა.❗️
ამ ყველაფერთან ერთად, სისტემამ საკუთარი გეგმაც ვერ შეავსო. მაგალითად, სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის კვოტა 200-დან 900-მდე გაზარდეს და შეივსო 379. ესაა „შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული” დაგეგმვა? ❗️როგორ შეიძლება დაგეგმვა ეწოდოს იმას, რომ 1795 ვარგისი აბიტურიენტი გარეთ, ხოლო 3800ზე მეტი ადგილი უნივერსიტეტებში შეუვსებელი დარჩა?❗️
❗️ამის შედეგებს წლიდან წლამდე უფრო მეტად გამოცდის საკუთარ თავზე განათლების კერძო სექტორიც❗️ამ საგრანტო იძულების მეშვეობით კერძო უნივერსიტეტებში შემცირდება ნიჭიერი, მაგრამ ნაკლებად შეძლებული სტუდენტების რაოდენობა, გაუარესდება აკადემიური შედეგებიც, რეიტინგებიც და პოპულარობაც, რაც ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, შექმნის პრობლემას უცხოელი სტუდენტების მოზიდვის კუთხითაც. ამის დასტურად, შევხედოთ საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებში კერძო უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად არჩევის რიცხვს: 39%-დან 27%-მდე დაეცა (მადლობა ამ ანალიზისთვის ლელა ჩახაიას), რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს თავისუფალი არჩევანი კი არაა, არამედ გაუკუღმართებული დაფინანსების სქემის მეშვეობით იძულების შედეგია.
🛑 ეს ყოველივე ერთჯერადი ჩავარდნა არ არის, ეს არის განათლებაში ხელოვნურად კონსტრუირებული bottleneck: ნაკადი იზარდება, ადგილები მცირდება. თუ არაფერი შეიცვალა, მომავალ წელს სისტემა კიდევ უფრო მეტ ბავშვს დატოვებს უმაღლესი განათლების გარეშე.
ps ის, რაც ილიაუნის გაუკეთეს, ცხადია, პირდაპირი რეპრესიაა და ამ უნივერსიტეტის შენელებულ რეჟიმში დახურვის მეტს არაფერს ნიშნავს. კერძოდ, მიღება 4 200-დან 300-მდე შეამცირეს, 36 პროგრამიდან მხოლოდ 16 დატოვეს. საუკეთესო საჯარო უნივერსიტეტი მილევად რეჟიმშია გადაყვანილი. სხვაგვარად ამ რიცხვების წაკითხვა შეუძლებელია.











კომენტარები