• რეკლამა
  • კონტაქტი
13:28, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოში ძალიან გადაამეტეს შეზღუდვები…” – რა ხდება საფრანგეთში?

ალია ავტორი - ალია
02:21 07-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„ალიას“ საფრანგეთში მცხოვრები, “რადიო ფრანსის“ ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე ესაუბრება.

– გიორგი, საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები დიდწილად მოიხსნა, ჩვენთან კი ამ მხრივ მეტი სიმკაცრეა. ჩაახრჩვეს ხალხი ამ პირბადეებში და კიდევ ბევრი, ჩემი აზრით, ალოგიკური შეზღუდვაა. როგორ მიაღწია საფრანგეთმა ამას და რა სიტუაციაა მანდ კოვიდ-ეპიდემიის მხრივ?

– კი, ბატონო, გეთანხმები. საფრანგეთში, ფაქტიურად, მოიხსნა შეზღუდვები. ევროპამ პანდემიიდან გამოსვლის ხუთეტაპიანი გზა გაიარა. 11 მაისს დაიწყო პირველი ეტაპი, როდესაც 10 კილომეტრზე შეგვეძლო უკვე გადააგილება, ოღონდ ნიღბებითა და დისტანცირებულად. მეორე ეტაპი 1-ლ ივნისს დაიწყო, როდესაც კაფეები, ბარები და რესტორნები გაიხსნა. კი, იქაც იყო რაღაც შეზღუდვები, მაგრამ ასე თუ ისე, ასატანი. შემდეგ უკვე 200 კაცზე შეკრებები დაუშვეს, გახსნეს პატარა მუზეუმები, რომელთაც დღეში საშუალოდ 5 000 მნახველი ჰყავთ, მეტი – არა. დაიწყო სპორტული ღონისძიებების გამართვა, დეპარტამენტებისა და რეგიონალურ დონეზე.  ფეხბურთი აღდგა, ოღონდ მატჩები მაყურებლების გარეშე ტარდება.  სხვა სპორტული შეჯიბრებებიც მაყურებლის გარეშე ტარდება. მოკლედ, ნელ–ნელა ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდებით. რაც შეეხება დარჩენილ შეზღუდვებს. ნიღბები ტრანსპორტში სავალდებულო არ არის. მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაიკეთო, თუ დისტანცია ერთ მეტრზე ნაკლებია. კონდიციონერები ჩართულია, არც სიცხეს გვიზომავენ სუპერმარკეტებსა და დაწესებულებებში. პრინციპში, ნიღბების ხანიდან გამოვედით, რადგან ყველა ცდილობს, ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვას და ნიღაბი არ დასჭირდეს, ახერხებს ხალხი ამას. შეკრებები, დაბადების დღეები, ქორწილები, გასვენებები ჩვეულებრივად იმართება, ოღონდ ორას კაცზე მეტი არ უნდა იყოს. ახლა საფრანგეთში 200 კაციანი დაბადების დღეები და სხვა წვეულებები არც ადრე იმართებოდა, აქ მაქსიმუმ 50 კაციანი წვეულებებია, მეტს არ პატიჟებენ, ძალიან ახლობლებს, ნათესავებს მხოლოდ.

საკუთარ ეზოში, საკუთარ აივანზე შეგიძლია გამართო წვეულება და არავინ გიშლის. რომც მოინდომო, ორას კაცს ვერც დატევ სახლში და არც გამოწმებს არავინ. ტაქსში ორ კაცზე მეტის ჩასმა არ შეიძლება და ის ორიც უკანა სავარძელზე უნდა მოთავსდეს, წინა სავარძელზე აკრძალულია მგზავრის დასმა. მგზავრებს და მძღოლებს პირბადე არ სჭირდებათ, რადგან მანქანაში დამცავი მინაა მგზავრსა და მძღოლს შორის. თუმცა, მძღოლი ვალდებულია, მგზავრს თუ მგზავრებს რომ მიიყვანს კონკრეტულ ადგილას, მერე სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავოს მანქანის უკანა სავარძელი, სალონის უკანა მხარე მთლიანად. კაფეებსა და რესტორნებში, მხოლოდ მოსამსახურე პერსონალია ვალდებული, შეკვეთის მიღებისას, შეკვეთის მოტანისას და საერთოდ, კლიენტთან კონტაქტისას პირბადე ეკეთოს. მხოლოდ ამ დროს, სხვა დროს არ უკეთია. კლიენტი, ცხადია, ვალდებული არ არის პირბადით იჯდეს მაგიდასთან. ახლა მე კი ვცხოვრობ ჩრდილოეთ საფრანგეთში, მაგრამ საფრანგეთის სამხრეთში, სადაც 30–35 გრადუსია სიცხე, ნიცაში, კანში, მარსელში, წარმოუდგენელია, რესტორნისა და კაფეს მომსახურე პერსონალი მთელი დღე იყოს ნიღბებით. ვერ გაუძლებენ ამას. მაგიდებს შორის დაშორება გაზარდეს, თუ იყო 20 მაგიდა, 5 აიღეს, 15 მაგიდა დგას და ამის ხარჯზე გაიზარდა სოციალური დისტანცია. სხვათა შორის, თავიდან იყო ლაპარაკი, რომ კლიენტსაც ნიღაბი უნდა ჰკეთებოდა, მაგრამ მერე დაფიქრდნენ, რომ ადამიანი რესტორანში თუ შედის, ჭამის დროს ნიღაბს თუ მოიხსნის, ნიღბის გარეშე მეტ დროს ატარებს რესტორანში, ვიდრე ნიღბით და აზრი არ ჰქონდა დაძალებას, რომ რესტორნებში ხალხს ნიღბით ევლო. ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით, საფრანგეთის ხელისუფლებაში არიან საღად მოაზროვნე ადამიანები. საქართველოში რესტორანში, კაფესა და ბარში ნიღბით დადის ხალხი. საქართველოში ძალიან გადაამეტეს ამ შეზღუდვები. ეს კონდიციონერების არ ჩართვა განსაკუთრებით ვნებს ხალხს.

– კონდიციონერის ჩართვა არ შეიძლება ამ სიცხეში ავტობუსში, სადაც ხალხი ნიღბით არის. ამ დროს, კონდიციონერი ჩართულია სუპერმარკეტებში, სავაჭრო ცენტრებში, აფთიაქებში და დარწმუნებული ვარ, იქ უფრო მეტი ხალხი შედის დღის განმავლობაში, ვიდრე ავტობუსით მგზავრობს.

– კი, აბსოლუტურად ალოგიკური გადაწყვეტილებაა, ცოდვაა ხალხი. ან ამ აბიტურიენტებს რას უშვრებიან? რატომ იმეტებენ ბავშვებს? თავიანთი გაჭირვება არ ეყოფათ? ისედაც დასტრესილები მიდიან გამოცდაზე. პირბადით და არაკონდიცირებულ სივრცეში როგორ შეიძლება აბიტურიენტის დასმა? სიცხეში სუნთქვა ისედაც უჭირთ ბავშვებს. პირბადე და კონდიცირების არქონა დაამძიმებს მათ მდგომარეობას, ზოგს შეიძლება გული წაუვიდეს, წნევა დაუვარდეს, სასუნთქი გზების რაღაც გართულებები დაემართოთ. ზოგს ისედაც სჭირს სასუნთქი გზების, გულ–სისხლძაღვრთა და სხვა ქრონიკული დაავადებები, რომელთა გაუარესებაზე, არასაკმარისი ჰაერის მიწოდება ისედაც ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ ეს უნდათ ბავშვებს?  ადრე, როდესაც არც კორონა იყო და არც არაფერი, ეროვნული გამოცდები რომ ტარდებოდა, ზოგიერთი ბავშვი სტრესს ვერ უძლებდა და ნერვული შოკი ემართებოდა, ზოგს სხვა რაღაც, სასწრაფო დახმარების ექიმები ერეოდნენ საქმეში და ახლა წარმოიდგინე, რამხელა საფრთხის წინაშე დგანან ბავშვები. საფრანგეთში ფრანგ ბავშვებს ამას არ გაუკეთებენ, ატყდება ერთი ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ საფრანგეთი ისე დააზარალა, ჯვარი სწერია საქართველოს. მანდ მინიმალურია დღემდე ინფიცირებულთა და მსხვერპლთა რაოდენობა. განსაკუთრებით დაზარალდა, პარიზის, ალზასისა და დორდის რეგიონი, სადაც მე ვცხოვრობ, წითელი ზონა იყო, აქ მძვინვარებდა ვირუსი, მაგრამ იმგვარ შეზღუდვებზე არც უფიქრიათ, რაც დღეს საქართველოშია. ვერ გამიგია, ეს ბევრი სრულიად ალოგიკური შეზღუდვა რაში სჭირდებათ.

საფრანგეთში როდესაც კონკრეტულ შეზღუდვებს ხსნიან, იმასაც ამბობენ, რომ საფრთხეები კი არსებობს, მაგრამ კორონავირუსთან ბრძოლა ვისწავლეთ, გამოცდილება შევიძინეთ, მართვა ვისწავლეთ… ამით ხალხს ამშვიდებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი რომ გამოვა და იტყვის, მეორე ტალღას ველოდებით, რაღაც მუქ სურათს დახატავს, მალევე გამოდის ტელევიზიით საფრანგეთის მედიცინის საბჭოს წარმომადგენელი და ამშვიდებს ხალხს. კი, შეიძლება იყოს მეორე ტალღა, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ ვირუსთან ბრძოლა, ვისწავლეთ მართვა და ხალხს ამშვიდებენ, იმას კი არ ეუბნებიან, რომ კუბოებს თვლა არ ექნება და რეანიმაციაში ადგილები აღარ იქნებაო. დილის სატელევიზიო გადაცემები საფრანგეთში, მთელ ევროპაში, კორონათი იწყება, აფრთხილებენ ხალხს, მაგრამ იქვე ამშვიდებენ, იმედს აძლევენ. პანიკას არ დაუშვებენ აქ, ეს არის კარგი. ჩართავ ქართულ ტელევიზიებს და გამოდიან ჩვენი ექიმები, მეცნიერები და ხან კუბოებით აშინებენ ხალხს, ხან მეორე და მესამე ტალღით და ხან რითი.

– თვალს ვადევნებ უცხოურ ტელევიზიებს და ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება შევნიშნე. ჩვენს ტელევიზიებში, მოწვეულ მედიცინის ექსპერტებს, შეუძლიათ ილაპარაკონ 2–3 საათი კორონავირუსის საფრთხეებზე, მისით გამოწვეულ და მოსალოდნელ უბედურებაზე და ერთი სიტყვა არ დაცდებათ იმ ექსპერიმენტებზე, რომლებიც ვირუსის ვაქცინის და წამლის შექმნაზე მიმდინარეობს. კვირა გადის ზოგჯერ და ამაზე ხმას არ იღებენ. ევროპული ტელევიზიები, სადაც ვირუსის საშიშროებაზე ლაპარაკობენ, იქვე ვაქცინასა და წამალზეც ამბობენ რაღაცას.

– ფრანგები, სულ რომ უმნიშვნელო სასიკეთო ცვლილება იყოს ვაქცინისა და წამლის შექმნაზე, მაშინვე გამოდიან და ეუბნებიან ხალხს, უხსნიან, რა ცვლილებებია, რა არის დამაიმედებელი, რამდენ ხანშია შესაძლებელი ცდების წარმატებით დასრულება. საქართველოში ამაზე არაფერს ამბობენ, ან თუ ამბობენ, იშვიათად.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №22

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved