• რეკლამა
  • კონტაქტი
18:07, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, განსაკუთრებით მძიმეა, რომ დედას ისე მიაბარებენ მიწას, რომ შვილს ამ ბოროტი რეჟიმის გამო მისი დატირების შესაძლებლობაც არ მიეცემა” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
16:42 08-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
268

ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე ემიგრაციაში მყოფ გიგი უგულავას უსამძიმრებს, რომელსაც დედა გარდაეცვალა:

,,თუ გახსოვთ ნუცა ალექსი მესხიშვილის ფილმი “ბედნიერება”, რომელსაც “დატირებადაც” მოვიხსენიებთ ხოლმე ზაირა არსენიშვილის მოთხრობის სათაურიდან გამომდინარე. ემიგრაციაზეა, იმაზე, თუ როგორ აქცევს ქვეყნის განუსაზღვრელი დროით დატოვება ყველაზე პირად ტრაგედიასაც კი აბსურდულ და მტკივნეულ დისტანციად. სოფელში გარდაცვლილ კაცს ცოლი, რომელიც იტალიაში მუშაობს და ოჯახს არჩენს, ტელეფონით დასტირის-მისი ხმა კი დინამიკით მთელ სოფელს ესმის.

„დატირებაში“ ემიგრანტი ოჯახიდან შორს არის ეკონომიკური აუცილებლობის გამო: მან ქვეყანა დატოვა, მისი არყოფნა მტკივნეულია, თუმცა არჩევანის ელემენტი მაინც არსებობს.

არსებობს ემიგრაციის სხვა ფორმაც-იძულებითი, პოლიტიკური. “ოცნების” რეჟიმის პირობებში მრავალ ადამიანს არა აქვს ქვეყანაში დაბრუნების უფლება.

„დატირებაში“ ადამიანი სამშობლოს ტოვებს იმისთვის, რომ ოჯახი შეინახოს, პოლიტიკური დევნის პირობებში კი ადამიანი სამშობლოს ტოვებს იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს. პირველ შემთხვევაში ემიგრაცია ეკონომიკური არჩევანია, მეორეში-იძულებითი გადასახლების ფორმა. დევნილ პოლიტიკოსს თავისუფლების დაკარგვის საფრთხე ემუქრება.

ყველაზე მწარე ირონია ის არის, რომ სამშობლოს დატოვება ორივეს შემთხვევაში შეიძლება ერთგვარ „დატირებად“ იქცეს-ერთს ოჯახის, მეორეს კი საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური მომავლის გამო.

გიგი უგულავასთან დაკავშირებით ორივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ვუთანაგრძნობ გიგის დედის გარდაცვალებას-განსაკუთრებით მძიმეა, რომ დედას ისე მიაბარებენ მიწას, რომ შვილს ამ ბოროტი რეჟიმის გამო მისი დატირების, უკანასკნელ გზაზე გაცილების და დამშვიდობების შესაძლებლობაც არ მიეცემა.“

თეგები: გიგი უგულავარომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved