• რეკლამა
  • კონტაქტი
20:42, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ახლა რატომ აფეთქდა? ასეთი რა ფერის ქაქის ჭამა მოითხოვა პატრონმა ამჯერად რომ ღარიბაშვილმაც კი გაჭედა?” – რა ვერსია აქვს ზურა ჯაფარიძეს?

ალია ავტორი - ალია
13:51 08-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,818

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც გაუბაზრდა რომ არასრულწლოვნების ‘კაჩაობის’ დაორგანიზებაში მონაწილეობდა პატრონის შვილის დავალებით და შემდეგ ამაზე მასთან ერთად ღლაბუცობდა

გაუბაზრდა რომ პატრონის იგივე შვილი ‘ტრი-ტრი’-ს თუ რაღაც მსგავსს ეძახდა და ეს მისთვის ოკ იყო

ისეთი სისულელები ალაპარაკა უფროსმა ერთ-ერთ იუთუბ-ვიდეოზე რომ ზედმესახელად ჰაკიმ-ფაშა შერჩა

პატრონმა ისე მოხსნა პრემიერობიდან საახალწლოდ რომ რამდენიმე დღით ადრეც კი არ გააფრთხილა, ისე რომ მისალოცი წერილები პრემიერის რანგში ჰქონდა დაგზავნილი

იგივე პატრონმა, საჯაროდ, მთელი სამყაროს მოსასმენად, როცა ღარიბაშვილი მეორედ ჰყავდა დანიშნული პრემიერად, მასზე თქვა – ‘რაც გინდათ ის დაარქვით’

დაჭერამდე სახლები გაუჩხრიკა და საჯაროდ, ყველას დასანახად გამოსდო აღმოჩენილი ფული, ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა და ათასი ქაჯობა, ისე რომ დღემდე არ ვიცით ზუსტად რა იყო იქედან ღარიბაშვილის სახლში აღმოჩენილი და რა სხვების სახლებში

ეს უცებ რაც გამახსენდა

როდესაც ღარიბაშვილი წერს მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე და პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს – ამაზე მეტი განადგურება რა შეიძლება იყოს?

თუ რეპუტაციულ განადგურებაზეა საუბარი, შეიძლება ყურმოჭრილ მონაზე ან ფეხის საწმენდ ჩვარზე უფრო დაბლა დაშვება?

პატრონი რომ პარანოიითაა შეპყრობილი გასაგებია (დადასტურდა კიდევ ერთხელ), მაგრამ ღარიბაშვილი, რომელმაც ეს ყველაფერი (და ეს ძალიან არასრული სიაა) შეიზილა (სავარაუდოდ თავიდან მეტი კეთილდღეობის სურვილის სანაცვლოდ, ხოლო შემდეგ უკვე შიშის გამო), ახლა რატომ აფეთქდა? ასეთი რა ფერის ქაქის ჭამა მოითხოვა პატრონმა ამჯერად რომ ღარიბაშვილმაც კი გაჭედა?

ამაზე ვფიქრობდი ღარიბაშვილის გუშინდელი პოსტის შემდეგ და ესაა ჩემი ვერსია/ჰიპოთეზა:

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი (და არ ჩამოთვლილიც), იქნება ეს არასრულწლოვანის დაშინება ზრდასრული, ნავარჯიშები, შეიარაღებული ხალხის მიერ, პატრონის შვილის მხრიდან აგდებული დამოკიდებულება, პატრონის გაპრავება საკუთარი რეპუტაციის შელახვის ხარჯზე, პატრონის ბრძანებების უპირობო და უსიტყვო შესრულება, თუნდაც ქვეყნის დასაცინი გახდე ამის გამო, პატრონის მხრიდან შენზე საჯაროდ ფეხების წმენდა თუ სხვა – ქოცური მორალისთვის არამხოლოდ გასაგებია, არამედ მისაღებიცაა (ზოგისთვის საოცნებოც კი)

‘ნაგვიდან ამოგიყვანა, კაცი გაგხადა და აბა როგორ გინდა?’ – ესაა ამ ხალხის პრიზმა, სხვა არ აქვთ და ალბათ ვეღარც ექნებათ სიკვდილამდე

ღარიბაშვილის რეპუტაცია უკანასნელი წლების განმავლობაში ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის გამო ცხადია შეილახა, მაგრამ შეილახა მხოლოდ აქეთ მხარეს – იმ ადამიანების თვალში, ვისთვისაც ეს ყველაფერი მიუღებელი, არანორმალური, არაქართული, არაცივილიზებული, არაადამიანურია

ეს ღარიბაშვილს და მის გარემოცვას/სოციუმს ყოველთვის მაგრად ეკიდათ, ახლაც ჰკიდიათ და მომავალშიც სულ ეკიდებათ

მაგრამ ფობიებით შეპყრობილი ივანიშვილისთვის ეს არ არის საკმარისი, რადგან ღარიბაშვილი კვლავ ავტორიტეტია ქოცების დიდი ნაწილისთვის

მეტიც, ის დღემდე გაცილებით ორგანული ნაწილია ქოცებისთვის, ვიდრე კობახიძე ან ვინჩემიპაპუაშვილი, და რუსთავში გამოკეტვამ ამ მხრივ არც არაფერი შეცვალა

როგორც სჩანს ამჯერად ივანიშვილი რაღაც ისეთს ითხოვს ღარიბაშვილისგან, რაც მის რეპუტაციას ქოცებშიც კი გაანადგურებს, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ იგრძნობს თავს პოლიტიკურად უსაფრთხოდ ის ბრძენი კაცი

პლიუს, ცხადია ემუქრება (იმ შემთხვევაში, თუ არ იზამს)

სავარაუდოდ ამას ეძახის ღარიბაშვილი მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას

და ამაზე აფეთქდა

Just a thought

პ.ს. მეორე ვერსიაც მაქვს – ღარიბაშვილი არ ეთანხმება გიორგიევსკი ტრაქტატის ბიძინასეულ ინტერპრეტაციას და …“

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved