• რეკლამა
  • კონტაქტი
06:59, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იმედმა“ ისიც კი დამალა, რომ ღარიბაშვილი ოდესღაც საერთოდ არსებობდა“ – ვიკა ბუკია

ალია ავტორი - ალია
00:54 08-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,044

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:

„იმედმა“ ისიც კი დამალა, რომ ღარიბაშვილი ოდესღაც საერთოდ არსებობდა.

ვსქროლავ „იმედის“ ფიდს, არაფერი წერია არც მის წერილზე და არც რუსთავის ციხეზე. კაცი, რომელიც წლები ეკრანიდან არ ჩამოდიოდა, ორჯერ იყო პრემიერი და „სისტემის საყრდენი“, ერთ დღეს უბრალოდ ორუელისეულ „მეხსიერების ხვრელში“ ჩააგდეს და უკვალოდ დაწვეს. „იმედის“ რედაქციაში ალბათ მართლაც დგას ის უზარმაზარი ღუმელი, სადაც პარტიის ხაზთან შეუსაბამო ფოტოები თუ ჩანაწერები მყისიერად იფერფლება. ივანიშვილს ალბათ მართლაც წაუკითხეს ორუელი და საინტერესო ადგილები ფანქრითაც მოუხაზეს.

ევროპარლამენტის ანგარიშზე ლექსო თამაზაშვილი რომ გამოხტა და, ეგეც „რადიკალებმა გამოგვიჩალიჩესო“, მანდ საერთოდ მოვიცელე. აი, მართლა ერთადერთი პარტიაა მსოფლიოში, სადაც ცოლისძმა სიძის პოლიტიკურ პატიმრობას ასე გულმოდგინედ ამართლებს და სადაც დაჭერილი ადამიანი მადლობას უხდის დამჭერს. შემზარავი სანახაობა იყო იმის ყურება, თუ როგორ უხდიდა ნუნუკა თამაზაშვილი მადლობას ივანიშვილს.

და ამ სრულიად შოკისმომგვრელი სცენის, ამდენი დუმილის, მონობისა და წამლეკავი უპრინციპობის შემდეგ, ადამიანი ბოლოს და ბოლოს იღებს ხმას. ბრაზი, როგორც ადამიანური საწყისი, სრულიად ბუნებრივი და ნორმალური, ამოხეთქავს, მორჩილებას ჯაბნის და აი, ისიც ახსენებს ივანიშვილს.

„ბატონ ბიძინას“ კი არა, აი, ასე უბრალოდ, „ბიძინა ივანიშვილს“.

ეს იმას ნიშნავს, რომ თითქოს ადამიანურმა საწყისმა გაიმარჯვა მასში. უბრალოდ არაა ნორმალური 5 წლით გსვამდნენ ციხეში და მადლობას იხდიდე. ამ არანორმალური სცენის მაყურებლებისთვისაც არაა ეს ნორმალური სანახაობა.

როგორც ჩანს, მონობას ბოლოში მაინც ყოველთვის ამარცხებს ელემენტარული, მბჟუტავი, თუნდაც დაგვიანებული, მაგრამ ცოცხალი ემოცია, ნატურალური და ნამდვილი „ღარიბასეული“ კახური დედისტრ###ის გინება:)) აიტ, ამოასხა.“

თეგები: ვიკა ბუკია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved