• რეკლამა
  • კონტაქტი
00:18, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სხვისი ცხოვრების დანგრევით საკუთარ ტკივილს ვერ განკურნავ” – ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს

ალია ავტორი - ალია
16:45 08-15-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

ნატა ვიბლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი დაზარალებულს ამჯერად წერილობით მიმართავს.

“ქალბატონო ნატა, ერთი რამ მინდა გითხრათ არა როგორც ადვოკატმა, არამედ როგორც ადამიანმა და პირველ რიგში ქალმა.
არ გეგონოთ, რომ სოლიდარული არ ვარ თქვენი ტკივილის მიმართ. როდესაც ჰყვებით, როგორ დაკარგეთ სახლი – მე ეს ტკივილი ძალიან კარგად მესმის. მეც წამართვეს სახლი. დღემდე ჭავჭავაძის გამზირზე იმ ადგილას გავლა მტკივა და ზოგჯერ მეტირება.
უსახლკარობა, შიმშილი, ობლობა, დამცირება და ძალადობა ჩემთვის უცხო სიტყვები არ არის. ხუთი წლისაც არ ვიყავი, როდესაც მამა ტრაგიკულად დამეღუპა. ჩემმა ოჯახმა უმძიმესი ცხოვრება გამოიარა. კიდევ გავაგრძელო? ალბათ საჭირო არ არის. მაგრამ ყველაფერმა, რაც ცხოვრებაში გადამიტანია, ერთი რამ მასწავლა: ჩემი ტკივილი არასოდეს მაძლევს უფლებას, სხვა უდანაშაულო ადამიანი გავაუბედურო.
შეიძლება ვინმეზე ნაწყენი ვიყო. შეიძლება ვფიქრობდე, რომ მაშინ არ დამეხმარა, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. შეიძლება მორალურადაც ვამტყუნებდე ადამიანს – მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას, მას დანაშაული დავაბრალო, რომელიც არ ჩაუდენია, მის შვილებს შევეხო ან მისი ოჯახი გავანადგურო. გადატანილი უბედურება არ ნიშნავს, რომ სანაცვლოდ ათი სხვა ადამიანი უნდა გააუბედურო.
თუ თქვენ მიმართ დანაშაული ჩაიდინეს – იბრძოლეთ. ეძებეთ სამართალი. მოითხოვეთ ყველა რეალური დამნაშავის დასჯა. ამ ბრძოლაში ნებისმიერი ნორმალური ადამიანი თქვენს გვერდით იქნება. მაგრამ გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან, ფაქტი – ვარაუდისგან, დამნაშავე – უდანაშაულოსგან.
ნუ შეეხებით ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რომელიმე ოჯახის წევრები არიან. ნუ შეეხებით შვილებს. ნუ მიაწერთ ადამიანებს იმას, რაც არ ჩაუდენიათ. მე თქვენთან ომი ლოგიკურად დაფიქრდით რატომ ან რაში მჭირდება? ან რატომ უნდა მსურდეს თუმც მიმაჩნია ბევრ არასწორს აკეთებთ და ცრუობთ თქვენი მიზნის მისაღწევად გაგკიცხოთ და გებრძოლოთ? არასდროს შემძლებია დაჩაგრულის დამცირება და დაკნინება, მე ადამიანებს ვეხმარები უფრო ბედნიერები იყვნენ ჩემთან შეხვედრის შემდეგ, ვიდრე ჩემამდე. მე მინდა სიმართლე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ნაწილში, სულ ესაა და არც დრო მაქვს და ვიმეორებ არც სურვილი ამ სიტყვა – პასუხისთვის! და ამას ადამიანურად გეუბნებით: ეძებეთ სამართალი სიმართლით.
იმიტომ, რომ ბოროტებაზე ბოროტებით პასუხი სამართალი აღარ არის. და სხვისი ცხოვრების დანგრევით საკუთარ ტკივილს ვერ განკურნავ.
სიმართლეს სიცრუე არ სჭირდება. სამართალს კი ახალი მსხვერპლი არ უნდა ჰყავდეს!“ – წერს კუბლაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved