აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის დამარცხების შემდეგ ის ჰორმუზის სრუტეს “აშშ-ს ტერიტორიად” გამოაცხადებს.
„ბლოკადა ჩვენ ხელშია,“ – უთხრა ტრამპმა ნიუ-იორკში, ნასაუს ოლქში გამართულ მიტინგზე შეკრებილ მხარდამჭერებს: „არც ერთი გემი ვერ გაივლის, თუ ჩვენ ამის ნებას არ დავრთავთ.“
“მას შემდეგ, რაც მოვრჩებით ირანის დამარცხებას, რომელიც ძალიან ცუდადაა დამარცხებული… ძალიან მალე ჰორმუზის სრუტეს აშშ-ს ტერიტორიად გამოვაცხადებ. ფაქტობრივად ეს ხდება. ჩვენ ბლოკადა გვაქვს, თუ ჩვენ არ გვინდა, გემები ვერ გადიან.” – თქვა მან ნიუ-იორკში გამართულ ყრილობაზე.
ტრამპის თქმით, საწვავზე მაღალი ფასები მხოლოდ იმიტომაა, რომ ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს “ძალიან ბოროტ ქვეყანას, რომელიც მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველი სპონსორია.”
“ბოდიშს არასდროს მოვიხდი, მე სწორად მოვიქეცი.” – დაამატა მან.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ საპასუხოდ თქვა, რომ „ირანს მუქარის არ ეშინია“:
„ჰორმუზის სრუტის ხელში ჩაგდება არ შეიძლება ტვიტით, ავიამზიდით, აღმასრულებელი ბრძანებით ან საარჩევნო კამპანიის დროს გამოსვლით. ირანს არც მუქარის ეშინია და არც ძალის დემონსტრირება აშინებს“.- განაცხადა აბას არაღჩიმ.











კომენტარები