• რეკლამა
  • კონტაქტი
17:05, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემი ქმარი და მე ერთად დაგვცხრილეს. დილამდე გზისპირას ვეგდეთ. ჩემი ქმარი და ორიოდ მეტრის აქეთ – მე”– წიგნიდან “ანწუხელიძე – ომის ნამსხვრევები”

ალია ავტორი - ალია
18:09 08-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,266

მწერალი, გიორგი კეკელიძე, აქვეყნებს ნაწყვეტს წიგნიდან “ანწუხელიძე – ომის ნამსხვრევები”

ჩემი ქმარი და მე ერთად დაგვცხრილეს. ის მოკვდა. მე გადავრჩი. ან შეიძლება პირიქით. ან შეიძლება ორივე. ან შეიძლება ყველაფერი სიზმარია.
მე ნუნუ ჩლაიძე ვარ. ქართულის მასწავლებელი სოფელ ფხვენისიდან.
ივლისი რომ დაიწყო, შვილიშვილები ჩამოვიდნენ. აგვისტო რომ დაიწყო – შვილი. შვილი სამხედრო ექიმია. შვილმა თქვა – საშიში და უცნაური ხმები მოდის ცხინვალის სოფლებიდან, ომის ხმებს ჰგავს.
ხმები გვეყო და ჯერ ბავშვები მოვარიდეთ.
ჩემი ქმარი საღამოს დაბრუნდა. ჩემი ქმარი. ამირან რაზმაძე.
ომი მოდის – თქვა ჩემმა ქმარმა.
გარეთ გავედი. სოფელი დუმდა. დუმდა უჩვეულოდ და ავისმთქმელად. მხოლოდ ძროხები ბღაოდნენ. და არც ეს ბღავილი ჰგავდა ჩვეულებრივ ბღავილს.
და უცებ შემცივდა. ძალიან, ძალიან შემცვიდა. მიკვირდა, ზაფხულია, ცხელა და მე რატომ მცივა – მეთქი. მას მერე ვერ მოვიშორე ის უცაბედი სიცივე.
ოთახში დავბრუნდი. ჩამოვჯექი. თვალები დავხუჭე. ვიფიქრე, ეგებ სიზმარია და ამ სიზმარში მცივა აგვისტოში.
დავხუჭე და წუთის მერე საზარლად შეზანზარდა ეს სიზმარი. თვალები გავახილე – სახლს ფანჯრები აღარ ჰქონდა.
ორი დღე, მეზობელ მოხუცებთან ერთად, სარდაფში ვიმალებოდით მე და ჩემი ქმარი. ორი დღე ერთმანეთს ცვლიდა ბომბების და ძროხების ბღავილი.
ათი რიცხვი რომ დაღამდა, ჩემმა ქმარმა თქვა, რომ უნდა წავიდეთო.
დავქოქეთ მანქანა და წავედით.
ვარიანში სატვირთო დგას. საბარგულზე დახოცილი ბიჭებია. ბომბები დუმან. ძროხები ბღავიან. მცივა.
ერთი კაცი შეგვხდა, ნასვამს ჰგავდა. გვითხრა, წინ ნუ წახვალთ, ნურც უკან დაბრუნდებით, ჩემთან შემოდითო. ჩემს ქმარს მაინც იმედიანი ფიქრი ჰქონდა და გზა გავაგრძელეთ.
გზა გავაგრძელეთ თუ არადა და ხმა არ მახსოვს. არც ნათება. არც ტკივილი. მხოლოდ ამირანის ყვირილი – ფეხები წამერთვა! ფეხები წამერთვა ნუნუ!
მეტი არაფერი. საერთოდ არაფერი.
დილამდე გზისპირას ვეგდეთ. ჩემი ქმარი და ორიოდ მეტრის აქეთ – მე.
მერე მახსოვს ერთი რუსი სამხედრო და ერთიც სხვა. რუსს არ ჰგავდა. მკლავზე თეთრი ნაჭერი მოეჭირა. წამომაყენა რუსმა და იქით, ტანკებისკენ წამიყვანა. ვიყვირე, ჩემი ქმარიც წამოიყვანეთ მეთქი და ამ თეთრ სამკლაურიანმა გაიცინა – შენი ქმარი მკვდარია!
სიზმარია – გადავწყვიტე მე. მციოდა. ძროხები ბღაოდნენ.
ტანკზე აყვანა სცადეს. ხელი არ მომკიდოთ, ჩემით ავალ! – მკაცრად ვუთხარი მე და ავედი.
მინდორში ბანაკივით გაეშალათ. სხვებიც იყვნენ. ჩემნაირი ტყვეები. იქ რაღაც საჭმელი დამიდგეს. პირი არ დავაკარე.
უცებ რაღაც ჩოჩქოლი ატყდა. ჯარისკაცებმა ხმამაღალი ლაპარაკი დაიწყეს. ზურგი გვაქციეს. საათი გავიდა. შეიძლება მეტიც.
მე ავდექი და წამოვედი. საქაშეთის გზას დავადექი. ჩემი ქმრის საძებნად. მოვიდვარ და მგონია, რომ ტყვია დამეწევა. ტკივილი პირველად ვიგრძენი. ტკივილი და სახეზე – სისხლი. ბეჭებზე და მკერდზე ნამსხვრევები მჩხველეტენ. მცივა. ძროხები ბღავიან.
ჩემი ქმარი ალბათ ადგა და წავიდა. აღარსად ჩანს. შეიძლება მე მეძებს. შეიძლება შინდისში ვგონივარ. ან საქაშეთში. შეიძლება – გორში.
გზაზე ტანკი დავინახე. ტანკი ჩემკენ მოდიოდა და გადავუხვიე. მატარებლის რელსებს გავყევი. ცხელა და მცივა. ძროხები ბღავიან.
უცებ სროლა გაისმა. გაბმული. შეუსვენებლი.
დავწექი და ხოხვით გავყევი რელსებს. ორას მეტრი ვიხოხე, ძალა წამერთვა მერე, ჩავცურდი და თხრილის გუბეში ჩავვარდი. პირი წყლით ამევსო და ვიგრძენი, რომ ძალიან, ძალიან მწყუროდა. შეშლივით ვსვამდი მღვრიე წყალს. მერე დამეძინა.
მეორე დღეს ისევ რელსებით წამოვედი. არავინ ჩანს. მხოლოდ მე და ლიანდაგი.
ხშირად ვჯდები. ძალას ვიკრებ და ვაგრძელებ.
სადგური გამოჩნდა. სადგური – ცარიელი. ძაღლების ყეფა ისმის. არ ვიცი რას უყეფენ. გადავდივარ რელსებიდან.
კვამლია. ტანკები. ცეცხლი – უკვე მომაკვდავი. და ბიჭები – უკვე მკვდარი. ბიჭები, ბიჭები, ბიჭები. მიმოფანტული და სამუდამო ძილით მძინარე. შინდისის გმირებთან ვიდექი ქალი, მათი უნებლიე და ერთადერთი დამტირებელი.
ვიყავი მე, ბიჭები და ჯერ სხვა არავინ.
მერე თვალი შინდისში გავახილე. უცხო სახლში და ლოგინში.
მციოდა.
მცივა. მას მერე მცივა. შეიძლება ზაფხულის რომელიმე ღამით უდროო ქარი ამოვარდა, ფანჯარა ღია დამრჩა და მძინარე გავცივდი. შეიძლება ისევ მძინავს. შეიძლება ყველაფერი სიზმარია. შეიძლება მალე გათენდეს და გამოვიღვიძო.
წიგნიდან #ანწუხელიძე – ომის ნამსხვრევები
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved