• რეკლამა
  • კონტაქტი
03:43, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეზიზღება ომი! ვისაც ომი სურს, წინ საკუთარი შვილი გაუშვას და მერე მოუწოდოს სხვის შვილებს!” – მაკა რაზმაძე

ალია ავტორი - ალია
17:37 08-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
704
ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე:
მე მხოლოდ ვიღებდი სხვების გმირობებს..
ჩემი კამერა იყო ჩემი იარაღი და ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი კამერის საშუალებით მათი გმირობა სამუდამოდ რჩებოდა მომავალ თაობას…
14 აგვისტოს დაიწყო ომი აფხაზეთში და 14 აგვისტოს მე ჯართან ერთად ჩავედი სოხუმში.
მეზიზღება ომი! ომმა შეცვალა ჩვენი ცხოვრება და მას შემდეგ დავდივართ ჩაკეტილ წრეზე….
14 აგვისტო…
ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და ჯერ ისევ იქ ვართ….
ომი არ შეიძლება იყოს გამოსავალი!
ვისაც ომი სურს, წინ საკუთარი შვილი გაუშვას და მერე მოუწოდოს სხვის შვილებს!
მეზიზღება ომი! ომმა წაგვართვა ოცნებები, იმედები, საყვარელი ადამიანები… ომმა წამართვა ჩემი პატარა ძმა -18 წლის გიორგი რაზმაძე…
გიორგის სახელიც წერია იქ, იმ მემორიალზე სადაც დილიდან მიდიან უწყვეტ ნაკადად და პატივს მიაგებენ დაღუპული გმირების ხსოვნას…. გორგასალის ორდენიც გვაქვს. “სიკვდილის შემდეგ”-ასე აწერია….
მე არ მივსულვარ იმ კედელთან არასდროს ამ დღეს, ალბათ, არც მივალ, ვერ მივალ…
მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ რაც ეს საშინელი ომი გადავიტანეთ და მაინც ვერაფერს მიხვდა საზოგადოების უმრავლესობა…
თავიდან გვეგონა მოვიგეთ, გვიხაროდა – მე და კოკა ყანდიაშვილს გვხვდა პატივი გამოვსულიყავით აფხაზეთის ტელევიზიით და გამოგვეცხადებინა ისტორიული სიტყვები -“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობის თავზე ფრიალებს საქართველოს დროშა !”
მერე იყო ბევრი მოგება და ბევრი წაგება…. ბევრი ძვირფასი ადამიანის დაკარგვა და ბევრი ცოცხლად დარჩენილის მოკლული გულები… მერე კი დამარცხება…
ჩემი პატარა ძმა 18 წლის გიორგია ჩემთვის აფხაზეთის ომი! გიორგი შარაძეა, ირაკლი ამირეჯიბია, საშკა იოსელიანია, ლევან აბაშიძე…. დაღუპული და ცოცხლად დარჩენილი, მაგრამ გამწარებული გმირებია ჩემთვის ეს ომი… ეს უსამართლო,წაგებული მაგრამ მაინც ღირსებით სავსე ომი…..
მძულს ომი ყველანაირი! მაგრამ მიყვარს ისინი,ვინც საკუთარი ერთადერთი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისთვის დასადებად გაიმეტა!
თქვენ ყველანი გმირები ხართ-მერე რა, რომ წაგებული ომების. წაგებასაც ღირსეულად გადატანა სჭირდება და ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გაიარა ეს საშინელი გზაც! ღირსეულად გავივლით ბოლომდეც-გამარჯვებამდე!!
ჩვენო გმირებო!
მახსოვხართ, მიყვარხართ! შეხვედრამდე გამარჯვების ომში!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved