გამოვლინდა 230 AI გენერირებული ტროლი, რომელიც Facebook-ზე ხელისუფლების მოსაზრებას იწონებდა – ინფორმაციას მითების დეტექტორი ავრცელებს და წერს, რომ თითოეული ტროლი 12 აგვისტოს ოცნების პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული ე.წ. ქარდების გამოხმაურებების შეფასებებისას ნახეს.
სრული სია გამოვლენილი ანგარიშების:
“საერთო მახასიათებლები კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაზე (CIB) მიუთითებს:
• პროფილის ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა (AI) გენერირებულიხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებების ამომცნობი ხელსაწყოს, Hive Moderation-ის თანახმად, 230-ვე პროფილის ფოტო 90%-ზე მეტი ალბათობით AI-გენერირებულია; რამდენიმე შემთხვევაში მაჩვენებელი 100%-საც აღწევს. ამასთან, AI-გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის ხელებისა და თითების არაბუნებრივი ფორმები და გარკვეული დეფორმაციები ვიზუალური დაკვირვებითაც გამოვლინდა.• ხდება ფოტოებისა და კომპოზიციის დუბლირებაანგარიშების ნაწილი იყენებს იდენტურ ან ერთმანეთთან ძალიან მსგავს ფოტოებს, მათ შორის ერთსა და იმავე ფოტოს მცირე ცვლილებებით. სხვადასხვა ანგარიშის ვიზუალი ფოტოს გადაღების მანერასა და დეტალებს იმეორებს. გვხვდება თბილისის ფონზე, ყავის ან ღვინის ჭიქით, თავზე შემოდებული ხელით ან მსგავსი კომპოზიციით გადაღებული ერთგვაროვანი ესთეტიკის ფოტოები. ბუნებრიობის განცდის შესაქმნელად ვიზუალი გართობისა და დასვენების, სპორტული აქტივობების კადრებსაც ასახავს. რამდენიმე შემთხვევაში, სხვადასხვა ანგარიშს იდენტური სახელი და გვარი აქვს მითითებული.• მხარდაჭერა ხელოვნურად შექმნილი სოციალური მრავალფეროვნების ხარჯზე ხდებაქსელი სხვადასხვა ასაკის, გარეგნობისა და ინტერესის მქონე ადამიანების მხარდაჭერის შთაბეჭდილებას ქმნის: ახალგაზრდა და ასაკოვანი, კონსერვატიული და ალტერნატიული, რელიგიური, ოჯახური, სპორტული და დასვენებაზე ორიენტირებული პროფილებით.• პროფილების სანდოობის გასაზრდელად AI გენერირებული ანგარიშები რეალურ სამუშაო ადგილებს და სასწავლებლებს უთითებენპროფილების უმეტესობას მითითებული აქვს სასწავლებელი და სამუშაო ადგილი, მათ შორის თბილსერვისი, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, საქართველოში არსებული სხვადასხვა სადაზღვევო კომპანია, კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და მუნიციპალური სამსახურები.• იკვეთება იდენტური ქცევაანგარიშების უმრავლესობას საქართველოს ქალაქებში გადმოსვლის პერიოდად 2026 წლის 20-24 ივლისის აქვს მითითებული, თუმცა ზოგ შემთხვევაში უფრო ადრე გენერირებული პროფილებიც გვხვდება.
• ერთსა და იმავე გზავნილზე კონცენტრირებული აქტივობასაეჭვო ანგარიშების მოწონებები “გლობალური ომის პარტიის”, “დიპ სთეითის გეგმის” და “მეორე ფრონტის გახსნის შესახებ” მმართველი პარტიის თავმჯდომარის კონსპირაციული გზავნილების, ასევე “რუსუფობიის” შესახებ ნარატივის შემცველ პოსტებზეა კონცენტირებული, რაც ერთიანობაში მხარდაჭერის ხელოვნურად გაზრდის ნიშნებს ატარებს” | წერს ორგანიზაცია











კომენტარები