• რეკლამა
  • კონტაქტი
02:46, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოსრიალდა კობახიძე საკუთარ ნათქვამზე” – გვარამია

ალია ავტორი - ალია
00:55 08-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,482

ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:

ამასობაში, ნამდვილად მძიმე რეაქცია აქვს ქოცობას აფხაზეთის ბენზინის ბნელი ამბების მხილებაზე. პროპაგანდისტული მედია ოპოზიციას აფხაზებთან ურთიერთობის დალაგების მცდელობაში “ამხელს”.

ირკვევა, რომ არანაირი თანხმობა არ არსებობდა, მეტიც, სპეც საწარმოს მფლობელი არველაძე, რომელიც საუბრობს, თითქოს მან შეიტანა ბენზინი, განმარტავს, რომ ბენზინი როცა შექონდა, მთავრობამ არც იცოდა და არც უნდა სცოდნოდა: აფხაზეთთან ვაჭრობის მუდმივი თანხმობა მომცეს და რას შევიტანდი, როდის და რამდენს, რატო დაინტერესდებოდაო. სრული ტყუილია, რა თქმა უნდა.

საქმე იმაშია, რომ ეს განმარტება ზოგადადაც ტყუილია, და საწვავის შემთხვევაში კი, აბსოლუტური ტყუილი :

ბენზინზე თანხმობა საერთოდ არ არსებობს, უფრო სწორად, პირდაპირ გამორიცხულია საგადასახადო კოდექსის 24ე სეკუნდა მუხლით: „სპეციალურ საწარმოს” ეკრძალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება. ბენზინი და სხვა საწვავი აქციზური საქონელია, ასე რომ, სპეციალური საწარმოს სტატუსით მისი კანონიერად შეტანა შეუძლებელია და გამორიცხული.

აშკარად მოსრიალდა კობახიძე საკუთარ ნათქვამზე. ცხადია, რომ არავითარი აქტი არაა გამოცემული და ჩადენილია დანაშაულიც, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგო აქტიც და, მაღალი ალბათობით, შექმნილია სქემა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად და სტრატეგიული დანიშნულების საქონლის შეძენაში დასახმარებლად.

სინამდვილეში, არავინ იცის ვის მიერ, რა და რამდენია შეტანილი. არ გამოვრიცხოთ, რომ ან იმგვარი ტექნიკა შეაქვთ (მაგალითად, სარეცხი მანქანები), საიდანაც ჩიპები ამოაქვთ რუსებს და სამხედრო მრეწველობაში იყენებენ, რადგან ჩიპების შესყიდვა სანქციების გამო არ შეუძლიათ. ან სულაც ორმაგი დანიშნულების პროდუქცია. ერთიცა და მეორეც ევროპული სანქციების თანახმად არ შეიძლება რუსეთს მიეწოდოს და ითვლება მისი საომარი მანქანის დახმარებად.

ისე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ბენზინი ყველაზე ნაკლები პრობლემა იყოს და კობახიძის წამოცდენამ ისეთი მეხის დაცემა გამოიწვიოს, ჯერ რომ არ დასცემიათ.

“თუ მოითხოვს საწვავს აფხაზური მხარე, დიდი სიამოვნებით კიდევ მივაწვდი” – “სოლიდესი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved