• რეკლამა
  • კონტაქტი
02:01, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ მოითხოვს საწვავს აფხაზური მხარე, დიდი სიამოვნებით კიდევ მივაწვდი” – “სოლიდესი”

ალია ავტორი - ალია
00:12 08-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

კომპანია, რომელმაც საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანა შპს “სოლიდუსია“.

კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ თქვა, რომ 7.წელია სხვადასხვა პროდუქტები შეაქვს გასაყიდად ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

იგი აცხადებს რომ საქართველოს მთავრობა არ იყო საქმის კურსში და ამბობს, რომ ვერ იტყვის, ვისგან იყიდა საწვავი.

არველაძემ bm.ge-სთან თქვა:

ეს შესაძლებლობა [აფხაზეთში მიწოდების] ახლა პირველად გაჩნდა. აქამდე იცით, რომ რუსულ საწვავს მთლიანად დაკავებული ჰქონდა აფხაზეთის ბაზარი. ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ სახის ტრანზაქცია პირველად განხორციელდა. ეს ჩემი და ჩემი აფხაზი მეგობრების დამსახურებაა. წერენ აბსურდულ, ასტრონომიულ ციფრებს — თითქოს 3000 ტონაზეა საუბარი, სინამდვილეში კი 300 ტონას ეხება საქმე.

საწვავი ძირითადად გალის ავტოგასამართ სადგურებს მივაწოდეთ. მოსახლეობისთვის. ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი იქმნებოდა, 30-40 ათასი ქართველი 20-ლიტრიანი კანისტრებით გადმოდიოდა ზუგდიდში.

წლებია, მკაცრად კანონის ფარგლებში ვმუშაობთ. უბრალოდ, ახლა ბენზინის თემა გახდა აქტუალური.

ტვირთის შეტანა იოლი არ გახლავთ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზურმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნავთობპროდუქტებს საქართველოდან იღებს.

სპეციალურად ჩავედი და ვესაუბრე. ექვსი დღე ვიყავი ადგილზე. აფხაზებთან ხშირი ურთიერთობა მაქვს, რადგან ერთობლივ საქმიანობას ვაწარმოებთ.

აქ დიდ რაოდენობებზე არ არის საუბარი. სულ სამ-სამი მანქანა ჯამში ცხრა ავტოცისტერნა მივაწოდეთ. მაქსიმუმ 300 ტონაზეა საუბარი და არა 3000-ზე. 3000 ტონას გემი სჭირდება.

3000 ტონა თავისუფალი რეზერვი დღეს საქართველოში არავის აქვს, რომ ვინმეს გამოართვა.

ვფიქრობ, საერთო ენის გამონახვა ყველას გაუხარდება. ისეთი პირობები შეიქმნას, რომ ქართველებმა და აფხაზებმა სულ ერთად ვაკეთოთ საქმე, მათ შორის ნავთობპროდუქტების სფეროშიც.

გიორგი არველაძე არ ასახელებს კომპანიას, ვისგანაც შეიძინა საწვავი.

კიდევ ერთ ტელევიზიასთან, ტვ პირგელთან, არველაძე, ამბობს:

თუ იქნება აფხაზური მხარისგან მოთხოვნა, დიდი სიამოვნებით კიდევ მივაწვდი.

კითხვას, არსებობს თუ არა რისკი, საწვავი რუსეთს ჩავარდნოდა ხელში, არველაძე პასუხობს, რომ რისკისგან დაზღვეული არავინაა.

ცნობისთვის, ინფორმაცია რომ 3 000 ტონა საწვავი შევიდა ოკუპირებულ აფხაზეთში, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, რატი იონათამიშვილმა გაავრცელა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved