ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
როგორც ირკვევა, აფხაზეთში საწვავის შეტანის მაქინაციაში ხელისუფლებამ სპეციალური რეჟიმის მქონე შპს გამოიყენა, რომელსაც აფხაზეთთან სავაჭრო ურთიერთობების ნებართვა ჰქონდა. იბადება კითხვა – ამ ჯიხურის სიდიდის სამეწარმეო სუბიექტმა სად იშოვა ამდენი საწვავი? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ სინამდვილეში რეალური მიმწოდებელი არის მსხვილი ქართული ნავთობიმპორტიორი კომპანია, რომელმაც სანქციების შიშით ამ შემოვლითი გზით გაუმართა ხელი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე აფხაზეთის სეპარატისტულ წარმონაქმს?
აშკარაა, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ რუსეთის დავალებით ომოქმედა.
ცნობისთვის, “რადიო თავისუფლების” ცნობით, საწვავის მიწოდება „სპეციალიური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ განახორციელა.
2019 წლის 5 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დაამტკიცა „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესი. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას აღნიშნულ სტატუსს შემოსავლების სამსახური ანიჭებს. დოკუმენტით გათვალისწინებულია „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებაც.
კონკრეტულად, „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე რომელმა კომპანიამ შეიტანა საწვავი აფხაზეთში და რა გზით, ამ ეტაპზე უცნობია.











კომენტარები