• რეკლამა
  • კონტაქტი
17:58, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში აღნიშნა

ალია ავტორი - ალია
17:56 08-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

საარჩევნო ადმინისტრაციამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო  მონაწილეობა.

12 აგვისტოს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქის ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს საარჩევნო ტექნოლოგიები წარუდგინა და მსურველებს კიდევ ერთხელ საშუალება ჰქონდათ თავად გამოეცადათ თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები. ამასთან, ახალგაზრდები გაეცნენ ჟურნალ „არჩევნები 360°“-ის პირველი გამოცემას, რომელიც ელექტრონულ არჩევნებს ეძღვნება. ჟურნალი ამომრჩევლებს საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ ინფორმაციას სთავაზობს და მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისა და ფართო საზოგადოების სრულყოფილ ინფორმირებას. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია ადმინისტრაციაში მიმდინარე სიახლეების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესში ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობა და იყენებს ყველა საშუალებას რათა უზრუნველყოს მათი ინფორმირება საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. სწორედ ამ მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს არაერთ პროექტს. ამასთან აქტიურად ერთვება სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით გამართულ სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებში.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ორგანიზება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით გაუწია. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ინოვაციურმა სტარტაპერებმა მასშტაბური გამოფენა მოაწყვეს.

დღის განმავლობაში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეებში გაცნობოდნენ სიახლეებს განათლების, ინოვაციების და კულტურის სფეროებში. თითოეულმა ორგანიზაციამ ინტერაქციულ სივრცეებში ახალგაზრდებს გააცნო თავისი საქმიანობები, მიმდინარე პროექტები და მათთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ერთვება სოციალურ აქტივობებში, რითაც ხელს უწყობს მოქალაქეების და განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved