გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ბარბარა ფოსი იქნება.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოში ელჩად დანიშვნამდე, ფოსი 2023 წლიდან გერმანიის გენერალურ კონსულად კალკუტაში, ინდოეთში მუშაობდა.
საქართველოში ელჩად დანიშვნამდე, ბარბარა ფოსი 2023 წლის აგვისტოდან მუშაობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გენერალურ კონსულად ინდოეთში, კალკუტაში.
ასევე, წლების მიხედვით, ის მუშაობდა:
- 2019 – 2023: საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო — განყოფილების უფროსის მოადგილე, კულტურული ურთიერთობები მაღრიბის, მახლობელი და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან;
- 2015 – 2019: საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო — პასუხისმგებელი პირი (დესკ-ოფიცერი) ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში;
- 2012 – 2015: გერმანიის საელჩო ისლამაბადში (პაკისტანი) — პასუხისმგებელი პირი ეკონომიკურ საკითხებში;
- 2009 – 2012: გერმანიის საელჩო თელ-ავივში (ისრაელი) — პასუხისმგებელი პირი საკონსულო და პოლიტიკურ საკითხებში;
- 2006 – 2009: საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო — პასუხისმგებელი პირი ადამიანური რესურსების განყოფილებაში;
- 2005 – 2006: უმაღლესი საგარეო სამსახურის მოსამზადებელი პროგრამა (ტრენინგი) ბერლინში;
- 1996 – 2005: გერმანიის საელჩოები ლაგოსში (ნიგერია) და დარ-ეს-სალამში (ტანზანია), ასევე გერმანიის მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი, აშშ);
- 1992 – 1996: საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო — პასუხისმგებელი პირი, რეგიონული განყოფილება პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების საკითხებში.
- ბარბარა ფოსი 1986–1992 წლებში სწავლობდა გამოყენებითი ადმინისტრაციული მეცნიერებების ფედერალურ უნივერსიტეტში (საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ფილიალი, ბონი).
გერმანიის წინა ელჩმა პეტერ ფიშერმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ სოციალურ ქსელში 30 ივნისს დაწერა.











კომენტარები