• რეკლამა
  • კონტაქტი
16:42, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

ალია ავტორი - ალია
14:29 08-13-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

განათლება გამარჯვებაა – გამარჯვება, რომელიც ცოდნით, შესაძლებლობებითა და საკუთარი ძალების რწმენით იწყება. სწორედ ამ ხედვით თიბისი, როგორც ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორებთან ერთად ქმნის გარემოს, სადაც მთელი საქართველოდან, მოტივირებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, განივითარონ ტექნოლოგიური უნარები და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იასპარეზონ.

თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ერთად შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებაა. წელს საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაში ინფორმატიკაში 3000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო, რაც ტექნოლოგიური განათლების მიმართ ახალგაზრდების მზარდ ინტერესს აჩვენებს.

„განათლება გამარჯვებაა! ეს ჩვენთვის მხოლოდგზავნილი არ არის; ეს არის მიდგომა, რომლისმიხედვითაც ახალგაზრდებისთვისშესაძლებლობების შექმნა ქვეყნის მომავლისმხარდაჭერას ნიშნავს. გვინდა, თითოეულმოტივირებულ მოსწავლეს ჰქონდესშესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანიტექნოლოგიური განათლება, გამოსცადოსსაკუთარი ძალები და გამარჯვება საერთაშორისოასპარეზზე საქართველოში მიღებული ცოდნითმოიპოვოს“ – ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდი.

ჰაბის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები ევროპის და მსოფლიოს მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ. ევროპის გოგონათაოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI)საქართველოს ნაკრებმა 1 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვა, ხოლო ევროპისახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში(EJOI) კი 2 ბრინჯაოს მედალი.

განსაკუთრებული შედეგით დასრულდა საქართველოს მონაწილეობა ხელოვნურიინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაში(IOAI 2026). ქართველმა მონაწილეებმა 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) მიერ მომზადებული სპეციალური საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, საქართველოს AI ნაკრებმა საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება ტექ ოლიმპიადების ჰაბში გაიარა.

ტექ ოლიმპიადების ჰაბი ასევე მოიცავს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას(IOI), რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტექნოლოგიების კონკურსია.

STEM მიმართულებებით ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თიბისი მხარს უჭერს არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინიციატივასაც. მათ შორისაა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის რობოტიკის კლუბი და მისი გუნდის მონაწილეობა ფიბონაჩის რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობა ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ოლიმპიადა PLANCKS-ზე და ქართველი მოსწავლეების მხარდაჭერა GENIUS ოლიმპიადაზე. წელს, თიბისის ხელშეწყობით GENIUS ოლიმპიადაზე საქართველოს სამი წარმომადგენელი გაემგზავრა, მათგან ორმა კი საერთაშორისო ასპარეზი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved