• რეკლამა
  • კონტაქტი
21:34, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინმეს მართლა სჯერა, რომ ასეთი მასშტაბის საწვავის შეტანა ხელისუფლების თანხმობის ან სულაც მისი დავალების გარეშე მოხდებოდა?” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
13:45 08-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
გოჩა მირცხულავა
Facebook-ზე გაზიარება
830

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

აფხაზეთში საწვავის შეტანა არის საკითხი, რომელზეც, ჩემი აზრით, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს.
ქართულ ბიზნესს, მცირე გამონაკლისების გარდა, იშვიათად გამოუჩენია ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა. დღევანდელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაზეც პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი სწორედ ბიზნესსა და მის მფლობელებზე მოდის.
იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთში, ოკუპანტის მხარდაჭერით მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლება იქ დარჩენილი ქართული მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ცდილობს; როდესაც ქართული ენის სწავლება აკრძალულია; როდესაც ადამიანებს საკუთარი ახლობლების საფლავების მონახულების უფლებაც კი ხშირად არ ეძლევათ; როდესაც ყველაფერი ქართული მიზანმიმართულად იდევნება – ამ დროს საქართველოდან იქ მიდის სამედიცინო დახმარება, ასფალტი, სხვადასხვა სახის აუცილებელი პროდუქტი და ახლა უკვე საწვავიც.
ვინმეს მართლა სჯერა, რომ ასეთი მასშტაბის საწვავის შეტანა ხელისუფლების თანხმობის ან სულაც მისი დავალების გარეშე მოხდებოდა?
და მთავარი კითხვა ეს არის: სად არის გარანტია, რომ ეს საწვავი არ მოხვდება ოკუპანტის სამხედრო სტრუქტურების განკარგულებაში? თუ ასეთი გარანტია არ არსებობს, გამოდის, რომ ოკუპირებული სახელმწიფოს ეკონომიკური რესურსი პირდაპირ ან ირიბად შეიძლება ოკუპანტის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდეს. მსგავსი პარადოქსი ძნელად მოიძებნება.
კარგი, დავუშვათ, არსებობს ასპროცენტიანი გარანტია, რომ საწვავი სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენება და მხოლოდ ჰუმანიტარულ საჭიროებებს ხმარდება. მაშინ ჩნდება სხვა კითხვა: რა მიიღო საქართველომ სანაცვლოდ? თუ აფხაზურ მხარეს ეს რესურსი ასე სჭირდებოდა, რატომ არ იქცა ეს მოლაპარაკების საგნად, მაგალითად, გალში მცხოვრები ქართველების უფლებების, ქართული ენის ან სხვა ჰუმანიტარული საკითხების სასარგებლოდ? ვერაფერს ვხედავთ.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავარი ინტერესი არის ფული და, პირდაპირ თუ ირიბად, ოკუპაციის პირობებში შექმნილი სისტემის მომსახურება. ნუთუ იმ ბიზნესს არ ესმის, რას აკეთებს? ჩემი აზრით, ძალიან კარგადაც ესმის.
ამიტომ, მორალური თვალსაზრისით, მსგავსი თანამშრომლობა მიუღებელია. თუ დადგინდება, რომ ასეთი საქმიანობა ეხმარება ოკუპანტის ინტერესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი შეფასების საგანი კი არა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გახდეს. საუბარი აქ არ არის მოდურ იარლიყებზე, როგორიცაა „აგენტობა“; საუბარია იმაზე, ემსახურება თუ არა კონკრეტული ქმედება ოკუპაციის პირობებში საქართველოს ინტერესებს თუ მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“ – ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved