• რეკლამა
  • კონტაქტი
20:41, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტს, ანი გელაშვილს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
11:50 08-13-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
956

მლეთაში 2014 წელს დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტს, ანი გელაშვილს პასუხობს.

ანი გელაშვილს ვერაფერში დავეთანხმები – უთხრა მან “პირველებს” ახალგაზრდა ქალის მიერ “ტვ პირველისთვის” მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს შეფასებისას.

დადიანიძის დედა ინტერვიუს იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც გელაშვილი ამბობს, რომ “ხმა, რომელიც 12 წლის წინ გადაღებულ ვიდეოში ისმის, გურიკა დადიანიძეს არ ეკუთვნის”.

“დამცინიან, რას მირევენ გზა-კვალს, რა უნდათ ჩემგან არ ვიცი”- აცხადებს სოფო ბიბილაშვილი.

გურიკა დადიანიძის დედის თქმით, კახა გელაშვილი, ვის მიმართაც კითხვები აქვს, მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა და თუ ტელეფონს აიღებდა, “უყვიროდა”:

“ღამის სამ-ხუთ სათზე რომ დაერეკა, ყოველთვის ვპასუხობდითო და რა პასუხს მცემდნენ? – მამამისი იმხელაზე მიყვიროდა, ტელეფონი მივარდებოდა ხელიდან. რას მირევენ გზა-კვალს, რა უნდათ ჩემგან არ ვიცი – არ უნდათ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, არ უნდათ, რომ გამოაშკარავდეს რა მოხდა?! კარგი, ცოცხალია, ვიპოვეთ და ბავშვმა სიმართლე აღიარა, გონებაზე რომ მოვა და იტყვის რა მოუვიდა, მერე სად უნდა წავიდნენ?! – თქვა დაკარგული ბიჭის დედამ. 

მლეთაში გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი, რომელიც17 წლის ბიჭის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს, “დღის ამებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ვერსიით, 12 წლის გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია.

გელაშვილმა TV პირველის ეთერიდან საპატრიარქოსაც მიმართა და დაუშვა ვარაუდი, რომ დადიანიძე რომელიმე ეპარქიაში მსახურობს.

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.  გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved