• რეკლამა
  • კონტაქტი
21:15, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,საერთოდ არ შეესაბამება ვიდეოში არსებული ხმა გურიკას ხმას, საერთოდ. დარწმუნებული ვარ რომ ეს არ არის გურიკას ხმა” – მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის მეგობარი

ალია ავტორი - ალია
19:31 08-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი დუმილს არღვევს – ანი გელაშვილი, რომელიც გური დადიანიძის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს “დღის ამებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ვერსიით 12 წლის გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია.

შესაბამისად ვიწყებ ფიქრს, თუ სად შეიძლება იყოს ეს ადამიანი… ვინ იცის იქნებ მიყურებდეს კიდეც და ძალიან მინდა დაგვიბრუნდეს – ამბობს ანი გელაშვილი.

ჩვენი მეგობარი არის ცოცხალი, ჩემი ვერსია ეს არის, რომ ჩემი მეგობარი უნდა იყოს ცოცხალი, იმიტომ, რომ ჩემი გონება ვერასოდეს დაუშვებს იმას, რომ ის არის გარდაცვლილი. იმიტომ, რომ მე ის გარდაცვლილი მდგომარეობაში არ მინახავს. შესაბამისად ვიწყებ ფიქრს, თუ სად შეიძლება იყოს ეს ადამიანი ცოცხალი და როდესაც ამაზე ვფიქრობთ ვერ გავაჟღერებთ ყველა დეტალს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე… ვინ იცის იქნებ მიყურებდეს კიდეც და ძალიან მინდა დაგვიბრუნდეს”, – ამბობს ანი გელაშვილი. 

გელაშვილი ” დღის ამბებს” უმხელს, რომ ის ერთ-ერთია იმ 20 გამოკითხულ შორის, რომელიც ბოლო ერთ თვეში გამოძიებამ გამოკითხა. საქმის ოქროს მოწმე საუბრობს ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც უფლებადამცველსი თქმით ისმის ხმა “კახა არ მიმატოვო, გეხვეწები”.

ანი გელაშვილის თქმით, ეს ხმა გურიკას ხმას არ შეესაბამება. როგორც გოგო ამბობს, აუცილებელია რომ ხმის ექსპერტიზა ჩატარდეს.

რაც შეეხება თვითონ ვიდეოს. პირდაპირ ვიტყვი, რომ საერთოდ არ შეესაბამება ვიდეოში არსებული ხმა გურიკას ხმას, საერთოდ. დარწმუნებული ვარ რომ ეს არ არის გურიკას ხმა – დედა არის ძალიან ტრავმირებული და დედა მის შვილს ეძებს ყველა ადამიანში და ყველა ხმა შეიძლება მიამსგავსოს და მე სავსებით მესმის მისი, მისი ტკივილის და არ არის ეს გასაკვირი, რომ დედამ ვიღაცის ხმა მიამსგავსა მისი შვილის ხმას. თუმცა, როგორც ვიცი [ვიდეო] ექსპერტიზას აქვს და ამის ავთენტურობა უნდა დადგინდეს, მაგრამ პირადად ჩემთვის ვიდეოს ავთენტურობაზე მეტად მნიშვნელოვანია ხმის ავთენტურობა. ვიდეო შეიძლება იყოს ავთენტური – ვიდეოში არსებული ხმა შეიძლება არ იყოს დადებული და იყოს რეალური კადრი, საერთოდ დაუმონტაჟებელი და პირდაპირ ატვირთული, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს გურიკას ხმაა. უნდა მოხდეს ხმის ავთენტურობის დადგენა, უნდა დადგინდეს ხმის ავთენტურობა – არის თუ არა ეს გურიკას ხმა”, – ამბობს ანი გელაშვილი. 

საქმის ოქროს მოწმე ასევევ “ტვ პირველის” პირდაპირი ეთერიდან მიმართავს საპატრიარქოსაც:

მინდა მივმართო საპატრიარქოს, ძალიან გთხოვთ დედას აცნობოთ, თუ რომელიმე ეპარქიაში, ერთხელ  მაინც ნახეს გური”, – ამბობს გელაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved