ისტორიკოსი ბექა კობახიძე:
,,კედელზე ერთი მეორის მიყოლებით მხვდება ქართული ოცნების პოლიტიკოსების მილოცვები.
ქართულ ოცნებას არათუ მილოცვის, დიდგორის გამარჯვების ხსენების მორალური უფლება არ აქვს:
1. დავით აღმაშენებლის მეფობის გვირგვინმა, “ახალმა ათინამ” – გელათმა – გამოიარა სელჩუკები, ოსმალობა, რუსი ეგზარქოსები, კომუნისტური მებრძოლი ათეიზმის ხანა და ის დამოუკიდებელ საქართველოში, ივანიშვილის მმართველობისას ნადგურდება;
2. დიდგორის გამარჯვება ეროვნულ დღესასწაულად არ ცხადდება მხოლოდ ერთი მიზეზით – თურქეთი არის ამის წინააღმდეგი და ქოცებს თურქების ეშინიათ. აი ეს არის ანტიაღმაშენებლობა;
3. დიდგორისთვის დავით აღმაშენებელი 30 წელი აშენებდა ჯარს. 14 წელია ქართული ოცნების მმართველობიდან გასული და იმაზე სამჯერ ნაკლებს ვხარჯავთ ჯარის მშენებლობაზე, ვიდრე თუნდაც ჩვენი ყველაზე პატარა მეზობელი სომხეთი. “აბა ომი გინდა?”-ზე მთელი პროპაგანდის აწყობა არის ანტიაღმაშენებლობა.“











კომენტარები