• რეკლამა
  • კონტაქტი
06:49, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დიდგორამდე სხვანაირად ვერ მივალთ!” – ყაველაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:39 08-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა აჯობოს საკუთარ თავს და მიაღწიოს ისტორიულ გამარჯვებებს. დღესაც, 21-ე საუკუნეში, ჩვენ სწორედ ეს გზა გვაქვს გასავლელი. გზა, რომელიც მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, შინაგან სიმტკიცესა და პრაგმატულ აზროვნებას, რათა საქართველო საბოლოოდ გამთლიანდეს, გახდეს ძლიერი და ჭეშმარიტად სუვერენული!

ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა. სიბრძნე და სიფხიზლე — ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი და სწორედ ამ წესის შესაბამისად უნდა შეიქმნას, დაიგეგმოს და დაინერგოს თითოეული სახელმწიფო რეფორმა.

დიდგორამდე სხვანაირად ვერ მივალთ! ჩვენ გვჭირდება ყოველდღიურად ბრძოლა, დაუღალავი შრომა და საკუთარი თავის გამოწრთობა. სულიერი თუ მატერიალური საზრდო არა მხოლოდ შედეგების მიღწევაში, არამედ ყოველდღიური ბრძოლისა და მუდმივი განვითარების პროცესში უნდა ვეძიოთ. როგორც დიდმა ილიამ დაგვიტოვა ანდერძად: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!“

დღეს ამ წმინდა მიწაზე დგომით ქედს ვიხრით დიდგორის შემოქმედის, წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებლისა და იმ გმირი წინაპრების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სისხლით მოიპოვეს ძლევაი საკვირველი. მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული სიბრძნითა და შრომით საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს, გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო“

თეგები: მიხეილ ყაველაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved