კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა. მედიის ცნობით, მაშველები ნანგრევებში გადარჩენილთა ძებნას განაგრძობენ.
ოფიციალუირი ინფორმაციით, დაზიანებულია დაახლოებით 5 000 საცხოვრებელი სახლი, ათობით შენობა კი მთლიანად დანგრეულია.
დაიხურა ექვსი აეროპორტი. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია, წყალმომარაგება და კავშირგაბმულობა კვლავ არ მიეწოდება.
7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოებში – ვენესუელაში, ეკვადორსა და პანამაშიც იგრძნობოდა.











კომენტარები