• რეკლამა
  • კონტაქტი
21:34, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რეალურად რა მივწერე ქალბატონ ეკას” – რას წერს ნია იმნაძის ნათესავი

ალია ავტორი - ალია
10:33 08-12-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,163

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ნათესავი, ლუკას ნავროზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მიერ ეკა კუპატაძისთვის გაგზავნილი მესიჯის სქრინი ,,სრული სახით” არ გავრცელებულა.

,,არასდროს მიფიქრია პირადი მიმოწერის გასაჯაროება. მაგრამ როდესაც ჩემი პირადი წერილები თავად ქალბატონმა ეკამ გაასაჯაროვა – ოღონდ არა სრული სახით, არამედ ჩვენი ოჯახის „მანიპულაციის“ მტკიცებულებად – დუმილი არ შეიძლება.

როდესაც გულიდან წამოსული, სრულიად გულწრფელი ემოციაც კი, რომელიც არაფერზე ყოფილა გათვლილი, გარდა მისდამი ადამიანური თანაგრძნობისა, რომელიც არ დამიწერია იმისთვის, რომ ოდესმე ვინმეს საჯაროდ ენახა — დღეს ნიასა და ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ გამოიყენება; და ამავდროულად საჯაროდ გვესმის, თითქოს ერთი „ვწუხვარ“-ც კი არავის გვითქვამს, მაშინ ადამიანებმა თავად ნახონ, რეალურად რა მივწერე ქალბატონ ეკას ჯერ კიდევ იანვარში.

მე საქართველოში ბავშვობიდან აღარ ვცხოვრობ და იმ მომენტში წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა მოქმედებები მიმდინარეობდა ნიას სახლში. ჩემი სიტყვები იყო ერთი ადამიანის გულწრფელი თანაგრძნობა მეორე ადამიანის წარმოუდგენელი ტკივილის მიმართ — და მეტი არაფერი.
მე მივწერე:
„ძალიან მეცოდებით , გული მეგლიჯება, რა გავაკეთო, რა შემიძლია, ნეტავ შემეძლოს რამე.“
და მის ქვეშ:
„გამლანძღეთ თუ გინდათ, ყველაფერი დამიძახეთ, ყველაფერს გაპატიებთ, უბრალოდ ნუ მაიძულებთ, რომ ნია მკვლელად აღვიქვა. არავინ გებრძვით თქვენ.“

მაგრამ რატომღაც, როდესაც ჩემი პირადი მიმოწერა საზოგადოებას წარუდგინეს, სწორედ ეს მეორე შეტყობინება იქნა ამოჭრილი.
სწორედ ის სიტყვები გაქრა, რომლებიც ჯერ კიდევ იანვარში დავწერე:
„არავინ გებრძვით თქვენ.“
ორივე სქრინშოთს ვდებ და ადამიანებმა თავად შეადარონ სრული მიმოწერა საჯაროდ გავრცელებულ ვერსიას – და დასკვნებიც თავად გამოიტანონ.

ნია თვეების განმავლობაში საზოგადოებას წარუდგინეს როგორც „მკვლელი“, „დამკვეთი“, „ორგანიზატორი“.

ფეხქვეშ გაითელა 16 წლის ბავშვის აბსოლიტურად ყველა უფლება და უმძიმესი, ათთვიანი საზოგადოებრივი კამპანიის შედეგად მის მიმართ წარმოუდგენელი სიძულვილი შეიქმნა.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ახლა თითქოს მთელი ოჯახი „მანიპულატორები“ ვართ. როდესაც ჩემი სრულიად გულწფელი ემოციაც კი ჩვენს წინაღმდეგ გამოიყენება, ამოჭრილი ვერსით.

გიგას სიცოცხლე ფასდაუდებელი იყო. მისი სიკვდილი უდიდესი ტრაგედიაა და მისი ოჯახის ტკივილს ვერაფერი გააქრობს. არ ყოფილა დღე, გიგაზე არ მეფიქროს. როგორც პირველივე დღიდან გულწრფელად ვუთანაგრძნობდი ქალბატონ ეკას, ასევე ვუთანაგრძნობ დღესაც.
მაგრამ ნია იმნაძის სიცოცხლეც ფასდაუდებელია – ისევე, როგორც ყველა ადამიანის.

ჩვენ არაფერს ვითხოვთ სიმართლის გარდა. არც იმას ვითხოვთ, რომ ვინმემ ბრმად დაიჯეროს რაიმე.
სწორედ პირიქით:
ნუ დაუჯერებთ ბრმად ნურავის. ნახეთ ყველაფერი საკუთარი თვალით და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები.

საზოგადოებას არ ეკუთვნის არც ჩვენი სასურველი სიმართლე და არც სხვისი სასურველი სიმართლე.
რადგან სიმართლე არც ერთი ოჯახის საკუთრება არ არის.
საზოგადოებას ეკუთვნის მხოლოდ მიუკერძოებელი და ჭეშმარიტი სიმართლე”, – წერს ის სოციალურ ქსელში.

#გიგაავალიანისსაქმე #ნიაიმნაძე #ლუკასნავროზაშვილი #ეკაკუპატაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved