• რეკლამა
  • კონტაქტი
18:59, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არასდროს მიფიქრია პირადი მიმოწერის გასაჯაროება, მაგრამ — დუმილი არ შეიძლება” – ლუკას ნავროზაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:35 08-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
610

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ნათესავი, ლუკას ნავროზაშვილი სოციალურ ქსელში, აქვეყნებს სქრინებს და წერს;

არასდროს მიფიქრია პირადი მიმოწერის გასაჯაროება. მაგრამ როდესაც ჩემი პირადი წერილები თავად ქალბატონმა ეკამ გაასაჯაროვა — ოღონდ არა სრული სახით, არამედ ჩვენი ოჯახის „მანიპულაციის“ მტკიცებულებად — დუმილი არ შეიძლება.

როდესაც გულიდან წამოსული, სრულიად გულწრფელი ემოციაც კი, რომელიც არაფერზე ყოფილა გათვლილი, გარდა მისდამი ადამიანური თანაგრძნობისა, რომელიც არ დამიწერია იმისთვის, რომ ოდესმე ვინმეს საჯაროდ ენახა — დღეს ნიასა და ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ გამოიყენება; და ამავდროულად საჯაროდ გვესმის, თითქოს ერთი „ვწუხვარ“-ც კი არავის გვითქვამს, მაშინ ადამიანებმა თავად ნახონ, რეალურად რა მივწერე ქალბატონ ეკას ჯერ კიდევ იანვარში.

მე საქართველოში ბავშვობიდან აღარ ვცხოვრობ და იმ მომენტში წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა მოქმედებები მიმდინარეობდა ნიას სახლში. ჩემი სიტყვები იყო ერთი ადამიანის გულწრფელი თანაგრძნობა მეორე ადამიანის წარმოუდგენელი ტკივილის მიმართ — და მეტი არაფერი.

მე მივწერე:

„ძალიან მეცოდებით , გული მეგლიჯება, რა გავაკეთო, რა შემიძლია, ნეტავ შემეძლოს რამე.“

და მის ქვეშ:

„გამლანძღეთ თუ გინდათ, ყველაფერი დამიძახეთ, ყველაფერს გაპატიებთ, უბრალოდ ნუ მაიძულებთ, რომ ნია მკვლელად აღვიქვა. არავინ გებრძვით თქვენ.“

მაგრამ რატომღაც, როდესაც ჩემი პირადი მიმოწერა საზოგადოებას წარუდგინეს, სწორედ ეს მეორე შეტყობინება იქნა ამოჭრილი.

სწორედ ის სიტყვები გაქრა, რომლებიც ჯერ კიდევ იანვარში დავწერე:

„არავინ გებრძვით თქვენ.“

ორივე სქრინშოთს ვდებ და ადამიანებმა თავად შეადარონ სრული მიმოწერა საჯაროდ გავრცელებულ ვერსიას — და დასკვნებიც თავად გამოიტანონ.

ნია თვეების განმავლობაში საზოგადოებას წარუდგინეს როგორც „მკვლელი“, „დამკვეთი“, „ორგანიზატორი“. ფეხქვეშ გაითელა 16 წლის ბავშვის აბსოლიტურად ყველა უფლება და უმძიმესი, ათთვიანი საზოგადოებრივი კამპანიის შედეგად მის მიმართ წარმოუდგენელი სიძულვილი შეიქმნა.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ახლა თითქოს მთელი ოჯახი „მანიპულატორები“ ვართ. როდესაც ჩემი სრულიად გულწფელი ემოციაც კი ჩვენს წინაღმდეგ გამოიყენება, ამოაჭრილი ვერსით.

გიგას სიცოცხლე ფასდაუდებელი იყო. მისი სიკვდილი უდიდესი ტრაგედიაა და მისი ოჯახის ტკივილს ვერაფერი გააქრობს. არ ყოფილა დღე, გიგაზე არ მეფიქროს. როგორც პირველივე დღიდან გულწრფელად ვუთანაგრძნობდი ქალბატონ ეკას, ასევე ვუთანაგრძნობ დღესაც.

მაგრამ ნია იმნაძის სიცოცხლეც ფასდაუდებელია — ისევე, როგორც ყველა ადამიანის.

ჩვენ არაფერს ვითხოვთ სიმართლის გარდა. არც იმას ვითხოვთ, რომ ვინმემ ბრმად დაიჯეროს რაიმე.

სწორედ პირიქით:

ნუ დაუჯერებთ ბრმად ნურავის. ნახეთ ყველაფერი საკუთარი თვალით და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები.

საზოგადოებას არ ეკუთვნის არც ჩვენი სასურველი სიმართლე და არც სხვისი სასურველი სიმართლე.
რადგან სიმართლე არც ერთი ოჯახის საკუთრება არ არის.

საზოგადოებას ეკუთვნის მხოლოდ მიუკერძოებელი და ჭეშმარიტი სიმართლე.

Screenshot

ცნობისთვის, ეკა კუპატაძეც აქვეყნებს სქრინს და წერს:

✅ ვისაც ლ(ь)ეგიტიმური კითხვები გაქვთ, 2-3 დღის შემდეგ ჩავწერ პატარა ვიდეოებს, სადაც ავხსნი დეტალურად ყველაფერს, რა კითხვებსაც წავაწყდები სოციალურ ქსელში.

✅ დამერწმუნეთ, ჩემზე სრულყოფილი საინფორმაციო წყარო ამ საქმეში არ არსებობს!

✅ დღეს, ფეისბუქის ალგორითმმა რამდენჯერმე ამოაგდო @მთავარი-ის გვერდზე 24 იანვარს გამოქვეყნებული თამარ ნავროზაშვილის პოსტი.
(ვდებ სქრინს.)

✅ 23-24 იანვარს აღვწერ დეტალურად:

👉 23 იანვრის საღამოს 10 საათზე პოლიცია თითქმის ერთდროულად შევიდა ყველა ოჯახში, ჩხრეკის მიზნით.
(საღამოს იმიტომ, რომ ოჯახის ყველა წევრი სახლში ყოფილიყო და არა იმიტომ, რომ “არაშრულჭლოვნების” ოჯახები დაებულ(ь)ინგებინათ.)

👉 რა თქმა უნდა, ნავროზაშვილებმა ისტერიკები ატეხეს და პოლიციას კარი არ გაუღეს ადვოკატის გარეშე.
(არც ერთ სხვა ოჯახში მსგავსი სცენები არ გამართულა.)

👉 ადვოკატის მობრძანებამ ჩხრეკის პროცესის დაწყება დააგვიანა და დამთავრდა, როცა უკვე დაწყებული იყო 24 იანვარი.
(თამარ ნავროზაშვილმა მოასწრო თავისი ტელეფონის გადამალვა.)

👉 ნავროზაშვილებმა იგრძნეს, რომ საფრთხე რეალური იყო, თან ამ დროს ჩიქოვანის დედა უკვე შიმშოლობდა პროკურატურასთან.

👉 ჩხრეკის დასრულებისთანავე, ცოტა ხანში, 24 იანვრის ღამის 3:51სთ-ზე, თამარ ნავროზაშვილის ძმა ლუკას ნავროზაშვილი მიგზავნის მესიჯს.
(ვდებ სქრინს.)

👉 მე ვერ ვნახე მესიჯი, რადგან ჩავარდა სპამებში.

👉 ამის შემდეგ, ისტერიჩკა დედიკომ მოულოდნელად, იმავე ღამეს, როცა სახლში ნამდვილი წიოკი ჰქონდათ, “იპოვა” არაშრულჭლოვანი შვილიკოს წერილი მათემატიკის რვეულში და აპოსტა.
(გახსოვთ ალბათ ის “წერილი”, რომელიც სავარაუდოდ ადვოკატის კარნახით იყო დაწერილი და აქვე აღვნიშნავ, რომ სასამართლომ ეს წერილი არ მიიღო მტკიცებულებად.)

👉 საზოგადოება მიხვდა, რომ წერილი იყო სხვისი კარნახით დაწერილი და თამარ ნავროზაშვილმა კიდევ “აჯახა” პოსტი, სადაც ეწერა ის, რასაც მთავარის გვერდზე გვიტრიალებს დღეს ფეისბუქის ალგორითმი.

✅ თქვენი ეგოს დასაკმაყოფილებლად ლ(ь)ეგიტიმური კითხვები ვისაც გაქვთ, აქ არ გაქვთ კითხვა, რატომ მიმტკიცებს მე ლუკას ნავროზაშვილი, რომ ნიაკო უდანაშაულოა და იმავდროულად (იმავე დღეს) რატომ პოსტაობს თამარ ნავროზაშვილი, რომ ეკამ იცის ნიაკოს უდანაშაულობაო?

‼️ გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ, ლუკას ნავროზაშვილის მეორე მესიჯის თარიღსაც.
ეს არის დღე, როცა პროკურატურამ ძალადობის კადრები გაავრცელა.

👉 ანუ, ოღონდ იმნაძე გადარჩეს და წყალს წაუღია გაბაშვილი და ჩიქოვანიო. (რიკაძის ოჯახი სანაგვეზე ცოტა ადრე მოისროლეს.)

👉 ახლაც, როცა მერაბ მალანია ინტერვიუში “ნიაკო”-ს ენას უჩლიქავს, ნავროზაშვილები ამბობენ, რომ ნიაკო უდანაშაულოა.
📌 ე.ი. მათი გეგმით ყველანაირი ინფორმაცია გაბაშვილს მიაწოდა მალანიამ და წყალს წაუღია მალანიები, ოღონდ “ნიაკო” გამოაძვრინონ.

🔥 🔥🔥 ყველა ქმედებაში ჩანს მათი მანიპულაცია ნებიმიერ პიროვნებაზე.
ამ ოჯახის ყველა წევრიც და ადვოკატიც, არის მანიპულატორი.
❌თუმცა ვერ გააცურეს ექიმები და მალევე გაამწესეს იზოლატორში! ❌ვერ გააცურეს სასამართლო!

🔥🔥🔥 ნია იმნაძეს ვედავებით მანიპულაციით არაჯანსაღი აზროვნების და არამდგრადი ნებისყოფის მქონე გაბაშვილის წაქეზებას და არა მკვლელობის დაკვეთას!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved