• რეკლამა
  • კონტაქტი
18:36, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკვდავების აბსურდული ილუზია: ლენინის მუმიფიკაცია და საიდუმლო ლაბორატორია” – დავით ჩუთლაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:54 08-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
525

ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი:

1924 წლის იანვარში ვლადიმერ ლენინის სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სცდებოდა ჩვეულებრივ პოლიტიკას და რელიგიურ კულტს უფრო ემსგავსებოდა: ბელადის ცხედარი არ მიებარებინათ მიწისთვის და ის „საუკუნოდ“ შეენახათ.

ასე დაიწყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, ძვირადღირებული და საიდუმლო სამეცნიერო პროექტი.

ლენინის გვამის ხელოვნურად შესანარჩუნებლად შეიქმნა სპეციალური ბიოლოგიური ინსტიტუტი (მოგვიანებით ცნობილი როგორც მავზოლეუმის ლაბორატორია). მეცნიერთა ჯგუფს, ანატომ ვლადიმერ ვორობიოვისა და ბიოქიმიკოს ბორის ზბარსკის ხელმძღვანელობით, დაევალა შეუძლებლის გაკეთება — გვამის გახრწნის პროცესის სრული შეჩერება.

ეს არ გახლდათ ეგვიპტური მუმიფიკაცია, სადაც სხეულს გამოშრობას უქვემდებარებენ. საბჭოთა მეცნიერებს უნდა შეენარჩუნებინათ ცხედრის ელასტიკურობა, ფორმა, კანის ფერი და იერი, რომელიც შთაბეჭდილებას შექმნიდა, თითქოს ბელადს უბრალოდ სძინავს.

ლენინის ფიტულის შესანარჩუნებლად შეიქმნა უნიკალური ქიმიური ტექნოლოგია. პროცესი მოითხოვდა კოლოსალურ რესურსებსა და მუდმივ მეთვალყურეობას. კერძოდ, ყოველ რამდენიმე კვირაში გვამს სპეციალური ხსნარებით ამუშავებდნენ, ხოლო წელიწადნახევარში ერთხელ მას მთლიანად ათავსებდნენ გლიცერინის, კალიუმის აცეტატის, ფორმალდეჰიდისა და სხვა ქიმიკატებისგან შემდგარ სპეციალურ აბაზანაში.

მავზოლეუმის ქვეშ აშენდა მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, სადაც კონტროლდებოდა ტემპერატურის, ტენიანობისა და განათების ყველაზე მცირე ცვლილებაც კი.

ათწლეულების განმავლობაში ამ პროექტზე მილიონობით დოლარი იხარჯებოდა.

საუკეთესო მეცნიერები, უახლესი აპარატურა და უძვირფასესი ქიმიკატები მთლიანად ამ ერთი ამოცანისკენ იყო მიმართული.

ლენინის მუმიფიკაციის პროექტი საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის პარადოქსისა და აბსურდის მკაფიო სიმბოლოდ იქცა.
იმ დროს, როდესაც კრემლი მილიონებს ხარჯავდა გვამის ქიმიურ დამუშავებასა და იდეოლოგიური „ცოცხალი ხატის“ შენარჩუნებაზე, საბჭოთა კავშირის მოქალაქეები ელემენტარული მედიკამენტების, ანტიბიოტიკებისა და სამედიცინო აღჭურვილობის კატასტროფულ დეფიციტს განიცდიდნენ. საავადმყოფოებში უბრალო წამლების ნაკლებობის გამო ათასობით ბავშვი იღუპებოდა, სანამ სახელმწიფო უზარმაზარ რესურსს მკვდარი ბელადის იერის შენარჩუნებაში ყრიდა.

საბჭოთა რეჟიმმა, რომელიც ოფიციალურად ათეიზმს ქადაგებდა, შექმნა საკუთარი, ფსევდორელიგიური კულტი — სადაც ცოცხალი ადამიანების ჯანმრთელობაზე მეტად გარდაცვლილი ბელადის მუმიის „უკვდავება“ ფასობდა…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 
ახალი ამბები

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 

18:12 11-18-2026
თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

14:25 11-18-2026
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

13:55 11-18-2026
„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან
ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

12:37 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved