• რეკლამა
  • კონტაქტი
02:23, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფსიქოპატ მამაჩემს ჰქონდა ერთი სუსტი წერტილი: – სულ ორჯერ გამოვიყენე ეს ხერხი” – კრავაი ტყემალაძე

ალია ავტორი - ალია
00:44 08-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

კრავაი ტყემალაძე, სიციალურ ქსელში, წერს:

ფსიქოპატ მამაჩემს ჰქონდა ერთი სუსტი წერტილი: რა სისასტიკეც არ უნდა ჩაედინა, გადარჩენა თუ გინდოდა, უცებ ისე უნდა დაგეწყო მოქცევა, თითქოს ყველაფერი კარგადაა, რა მოხდა მერე, მამიკო…

და ისიც წყნარდებოდა. ზოგჯერ ბოდიშსაც იხდიდა…

ეს ისტორია კარგად ასახავს საქართველოს – აქ ქალების ბედს და კაცების კაცობას  Georgian horror stories

სულ ორჯერ გამოვიყენე ეს ხერხი, ორივეჯერ გაამართლა, თუმცა საკმაოდ გვიან გამახსენდა მისი არსებობა.

არა, ხვეწნა-მუდარა არ ჭრიდა, მხოლოდ უცებ გარდასახვა, რომ “მამიკო” ლალალა

პირველი იყო, როცა 11 წლის ვიყავი. როცა უკვე აღარ იყო ძებნაში.

ბებოსთან ჩავედი, ჩემთვის ყველაზე ძვირფას და საყვარელ ადამიანთან.

ზაფხულია, დავცქრიალებ, ბებო ენას მიჩლექს და არსაიდან აღმოცენდა მამაჩემი – ჩემთან წამოდიო.

არ მინდოდა მასთან. ოდნავაც კი არ მინდოდა! ბებომ ეს იცოდა, მაგრამ მისი ხასიათიც იცოდა და ძალიან ზრდილობიანად და თბილად თხოვა, ხვალ ჩემი ხელით გამოგიგზავნი, ახლა მოვიდა და იყოს აქო.

ამ დროს ბებო კარის ზღურბლზე დგას და ვხედავ, რომ კაცი სახელად მამაჩემი თავში ურტყამს მას, ჭირს თვალისმოსწრებაც, მაგრამ ჩემს კივილთან ერთად ახალი კადრი შემოდის – ბებო ბეტონზე – ძირს და მისი ცალი საფეთქლიდან ძაააააააალიან წვრილად სისხლი ჩამოდის.

არანაირი ჭრილობა, მხოლოდ ეს მჟონავი, წვრილი, უწყვეტი სისხლის ხაზი საფეთქლიდან. არასდროს დამავიწყდება. განმეორებითად ვხედავ დღემდე.

შემდეგ იყო აგონია, ფეხებზე ვეხვეოდი, მაგრამ ვერ ვაკავებდი, გამეტებით, რამდენიმე წუთი ურტყამდა მუცელში – გათიშულს. მე დარწმუნებული ვიყავი იმ წვეთის დანახვისთანავე, რომ ბებო მოკვდა.

მერე მითუმეტეს.

ვევედრებოდი, სულ ტყუილად და უცებ გონება გამინათდა, ხმა დავიწყნარე, თვალი ავარიდე ჩემი ყველაზე ძვირფასი ქალის მოკვლის კადრს და მამაჩემს ვუთხარი, “კარგი მამიკო, წამოდი შენთან”

გარშემო მეზობლები არ იყვნენ, ბირჟაზე იყვნენ კაცები, გადაღმა. სიმართლე ისაა, რომ მათ იმედად ყოფნა – ისედაც არ ღირდა, “რიდი” ჰქონდათ მონსტრის.

როგორც კი ეს ვთქვი, როგორც კი იმ ხმით ვთქვი, შეჩერდა, გამიღიმა და წავედით.

ძალიან მკაფიო გეგმაა, აგონიური, მაგრამ ფაქტია, რომ ვიცოდი რას ვაკეთებდი… – ვარ 11 წლის, ბეტონის აივანზე წევს მკვდარი ბებიაჩემი და თუ ცოცხალია, ყოველი წამი მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ძააალიან, ძალიან ნელა, ისე, რომ არ შემამჩნიოს რა ჩავიფიქრე, მონსტრთან ერთად მივუყვები ორღობეს – ფეხს ვერ ავუჩქარებ – რომ მიბრუნდეს? ვიხრჩობი, მაგრამ ასე ვშვები. მელაპარაკება სისულელეებზე, იმ წამსვე არ მესმის რაზე, მაგრამ ვპასუხობ

რამდენიმე წლად მექცა 100 მეტრი- და მერე გავიგე ხმა, კაცების ხმა და გავიქეცი მთელი ძალით, ვყვიროდი, რომ ბებო მოკლა და მოეშორებინათ – მერე მითხრეს, რომ საშიში ვიყავი .

მეტი აღარაფერი მახსოვს – მახსოვს მხოლოდ ის, რომ ბებო გადარჩა, მაგრამ ძალიან დიდხანს აღებინებდა შედედებულ სისხლს.

კიდევ უფრო მერე პოლიციელებმა გვირჩიეს, იარაღი იყიდეთო.

აქედან ერთ წელში კი ახალი მისია ავიღე ჩემს თავზე : ყოველ შემდეგ ზაფხულს მთლიანად ვატარებდი მამაჩემთან, რომ ზუსტად მცოდნოდა- სად არის, ჩემი ყოფნით დამებალანსებინა, რომ დედას და ბებოს რამე არ დაშავებოდათ.

ამ ამბებიდან უამრავ წელს გავლევ ბებოზე ნერვიულობით, ღმერთთან მისთვის ხუთწლედებზე მათხოვრობით… და ისიც კიდევ 20 წელი იცხოვრებს ჩემთვის!

ჰო, ბებო იყო ეგეთი რკინა, ყველაზე მგრძნობიარე რკინა- როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად.

შექსპირიდან ციტატებით შეიარაღებული სამართალი; ფემინურობით და უშიშრობით მებრძოლი; ვერ გაბოროტებული, მხიარული, ვერ გატეხილი, გულწრფელი, ნამდვილი და ყველაზე ყოჩაღი…

მაშინ რა სუსტი მეგონა თავი , სულ ტყულად!

ახლა ვიცი, როგორც თავად გადამირჩინა სიცოცხლის სურვილი ათასჯერ, თურმე მეც გადავარჩინე ერთხელ მისი სიცოცხლე. და გაგრძელების ძალას – ისედაც ყოველდღე ვაძლევდი.

და ბოლოს, ახლაც და მანამდეც!! ვინც მოძალადეებს ხელს აფარებთ; ვინც უმწეო ქალებს არ ეიმედებით, ვინც თვალს არიდებთ, ვისთვისაც ეს მერე რა, რომ ასეა – იმ ავადმყოფ, მშიშარა ბოროტმოქმედებზე არანაკლები გარეწრები ხართ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved