• რეკლამა
  • კონტაქტი
15:36, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაზე საშინელი განცდაა, – ხედავ საკუთარ შვილს საფრთხეში და ვერ ეხმარები”– გვანცა კობერიძე ჭანისწყალში ინციდენტზე

ალია ავტორი - ალია
13:50 08-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110
გვანცა კობერიძე, რომლის და ორ ბავშვთან ერთად ადიდებულ ჭანისწყალში ჩარჩა. იხსენებს იმ დღის ქრონოლოგიას:
“ეს პოსტი იმიტომ გადავწყვიტე დამეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, იმდენი ადამიანი მირეკავს და მწერს, ფიზიკურად აღარ მაქვს იმის ძალა, ყველას სათითაოდ მოვუყვე, რა მოხდა. ამიტომ მინდა, ერთხელ, აქ დავწერო ყველაფერი.
პირველ რიგში, მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ დროის განმავლობაში ჩვენ გვერდით იყო, გვირეკავდა, გვეკითხებოდა, როგორ ვიყავით, დახმარებას გვთავაზობდა და უბრალოდ გულით განიცდიდა ჩვენს ამბავს.
9 აგვისტოს ოჯახთან ერთად წალენჯიხის ერთ-ერთ მდინარეზე ვიყავით. მე, ჩემს ოჯახთან ერთად, ჩემი და და მისი შვილი, რომლებიც ესპანეთში ცხოვრობენ და ყოველ ზაფხულს ჩვენთან ჩამოდიან, ასევე ჩემი მულის ოჯახი, ოჯახის ახლობელთან ერთად — ყველანი ერთად ვიყავით.
მდინარე ძალიან დაბალი იყო. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ეს ადგილი — ბავშვებისთვის უსაფრთხოდ გვეჩვენებოდა. ბავშვები წყალში იყვნენ, ჩვენ კი მათ გვერდით ვიმყოფებოდით და თვალს ვადევნებდით. მე და ჩემი მული, ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ნაპირზე ვიყავით.
გარკვეული დროის შემდეგ ჩემი მულის მეუღლე და ჩემი მეუღლე ზემოთ ამოვიდნენ. მე მანქანასთან მივედი, რომ საჭმელი გადმომეტანა. იქვე ვაპირებდით ჩამოსხდომას, როცა მოულოდნელად, სულ რამდენიმე წამში, განწირული ყვირილი გავიგე:
„გვიშველეთ!“
ყველამ მოასწრო მდინარიდან ამოსვლა, გარდა ჩემი დის, მისი შვილისა და ჩემი შვილისა.
შემდეგ ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა.
მდინარეში მოულოდნელად უზარმაზარი, მოწითალო და წარმოუდგენელი ძალის მქონე ნაკადი წამოვიდა. შუაგულში, ქვასთან, ჩემი და იდგა და ორ ბავშვს — ჩემს შვილსა და ჩემს დისშვილს — მთელი ძალით ეჭიდებოდა.
იმ წამებში უბრალოდ გინდა, რომ გადახტე და შენი ოჯახის წევრები გადაარჩინო, მაგრამ წყლის ისეთი ძალა მოდიოდა, რომ მდინარეში შესვლას ვერავინ ბედავდა.
ვუყურებდი და ვერაფერს ვაკეთებდი.
ეს ალბათ ყველაზე საშინელი განცდაა, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს — ხედავ საკუთარ შვილს საფრთხეში და ვერ ეხმარები.
ჩემი მეუღლე და ჩემი სიძე წყალში გადახტნენ. ორივე წყალმა წაიღო, თუმცა, მადლობა ღმერთს, შუაში რაღაც დაბრკოლებას მოეჭიდნენ და გადარჩნენ.
იქვე, მოშორებით, სხვა ოჯახი ისვენებდა. ერთ-ერთი მამაკაცი, სრულიად უცხო ადამიანი, დაუფიქრებლად ჩამოვიდა ჩვენს დასახმარებლად. ისიც წყალმა წაიღო. მოგვიანებით, ღმერთის წყალობით, უვნებელი იპოვეს.
ამ ადამიანს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. სრულიად უცხო ადამიანმა ჩვენი ტკივილი გაიზიარა და იმ წამებში, როცა ჩვენთვის ყოველი წამი საუკუნეს ჰგავდა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დახმარებას ცდილობდა.
ჩემი და კი მთელი ამ დროის განმავლობაში შუაგულში იდგა.
ორ ბავშვთან ერთად.
არ ვიცი, საიდან ჰქონდა ამდენი ძალა. ალბათ, არსებობს ისეთი ძალა, რომელსაც მხოლოდ დედობა გაძლევს. თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა.
ჩვენ კი ერთი საათის განმავლობაში ვუყურებდით ამ ყველაფერს და მხოლოდ ვლოცულობდით.
შემდეგ მაშველებმა შეძლეს მათი ამოყვანა.
დღემდე ვერ ვიაზრებ, რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი.
რამდენიმე წუთის წინ ვიყავით ოჯახთან ერთად, ბუნებაში, ბავშვები თამაშობდნენ, ვიცინოდით და მშვიდად ვიყავით. გვეგონა, რომ უსაფრთხო ადგილას ვიყავით.
და რამდენიმე წამში ყველაფერი ჯოჯოხეთად იქცა.
ჩვენ ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვებთან ერთად ვართ. მაგრამ მსგავსი რამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. მდინარე დაბალი იყო, წყალი მშვიდი ჩანდა და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ეს ადგილი.
წელიწადში ერთხელ გვაქვს შვებულების შესაძლებლობა და ისიც ძალიან მცირე დროით. მაქსიმალურად ვცდილობ, ეს დრო ჩემს შვილთან ერთად გავატარო, ვანახო სხვადასხვა ადგილი, შევუქმნა ლამაზი მოგონებები და უბრალოდ ვიყოთ ერთად.
არავინ იცის, რა დროს რა შეიძლება მოხდეს.
და სწორედ ამიტომ მინდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა მათაც, ვინც ამ ყველაფრის შემდეგ კომენტარებში წერს: „სახლში დარჩენილიყავით“, „ბავშვებთან ერთად რატომ მიდიხართ“ და მსგავს რამეებს.
მშვიდი იყო ყველაფერი. მსგავსი რამ არც ფილმში მინახავს. ყველაფერი წამიერად მოხდა.
არავის აქვს უფლება, რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ოჯახი გადარჩენისთვის იბრძოდა, სხვას ჭკუა ასწავლოს და განსაჯოს.
თუ შეგიძლიათ, უბრალოდ გაიზიარეთ ჩვენი მდგომარეობა. თუ არ შეგიძლიათ — გთხოვთ, უბრალოდ გააგრძელოთ სქროლი და თავი შეიკავოთ უაზრო კომენტარებისგან.
ამ ეტაპზე ნამდვილად არ გვჭირდება იმის მოსმენა, რა უნდა გაგვეკეთებინა ან სად უნდა ვყოფილიყავით.
დღეს მხოლოდ ერთი რამ ვიცი:
ღმერთმა ჩემი ოჯახი გადამირჩინა.
მადლობა უფალს წყალობისთვის.
მადლობა მაშველებს. თქვენ ხართ გმირები. თქვენ რომ არა გაფიქრებაც არ მინდა რა შეიძლება მომხდარიყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ წუთებში ჩვენს გვერდით იყო და დახმარებას ცდილობდა.
მადლობა სასწრაფოს თითოეულ თანამშრომელს — ბოლომდე ჩვენს გვერდით იყავით და ყველაფერი გააკეთეთ ჩვენი ოჯახისთვის. თქვენი თანადგომა და ადამიანობა არასდროს დამავიწყდება.
განსაკუთრებული მადლობა იმ უცნობ ადამიანს, რომელმაც ჩვენი ოჯახის დასახმარებლად საკუთარი სიცოცხლე გარისკა.
და მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც გვირეკავთ, გვწერთ, გვამხნევებთ.
ამ პოსტით ყველას სათითაოდ ვერ გიპასუხებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ თითოეული ზარი, შეტყობინება და მხარდაჭერა ჩვენამდე მოდის და ძალიან ბევრს ნიშნავს.
მადლობა ყველაფრისთვის, ყველას.
9 აგვისტო არის დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე და რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი.
უფალს მადლობა, რომ ჩემი ოჯახი ცოცხალია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved