გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ გენპროკურატურაში ჩვენება კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამაც მისცა:
,,მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში, არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებსაც გადავცემ პროკურატურას… 34 წელი გავიდა. გია ბარამიძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ვიცე-სპიკერი. ამ წლების განმავლობაში, ისეთი რამ თუ ხდებოდა, რატომ არ დაინტერესდა? დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ აფხაზ ხალხსა და ქართველებს შორის დაიწყო ურთიერთობა, ახალი თაობა წამოვიდა, ვისაც არ ახსოვს, რა ხდებოდა, დაიწყო მისვლა-მოსვლა, გაჩნდა შერიგების კონტურები და ზუსტად ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას. თქვენ ნახეთ, რა ხდება რუსულ და აფხაზურ საიტებზე, უკვე ჰააგაც გაიხსენეს სტრასბურგიც. აპირებენ ამ საკითხის თავიდან დაყენებას, რომელიც გადაწყვეტილი იყო ცალსახად, რადგან დამნაშავე ამაში რუსეთია. იყავი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი, რატომ არ დააყენე ეს საკითხი? ჩაგეტარებინა გამოძიება, მოგეკითხა, რა ხდებოდა, მაგრამ – არა. 14 აგვისტო აფხაზეთში ომის დაწყების თარიღია და დარწმუნებული ვარ, ამ დროისთვის იქნება რაღაც გამოგდებული“ (ტვ პირველი)











კომენტარები