• რეკლამა
  • კონტაქტი
17:28, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ახალი „პოლიტიკოსების“ გამოჩეკის წესი ოლიგარქის დიქტატურაში“ – სააკაშვილი 6 პუნქტს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
15:28 08-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ახალი „პოლიტიკოსების“ გამოჩეკის წესი ოლიგარქის დიქტატურაში

ნაბიჯი პირველი – გამოაცხადე რომ ხარ ახალი სახე, რომელსაც დიდი ხანია ელის ძველი სახეებით დაღლილი ხალხი. იქვე ერთ პლანზე დააყენე „ნაცები“ და „ქოცები“ და ხაზი გაუსვი რომ „მიშა წარსულია“.

ნაბიჯი მეორე – იპოვე ფულის წყარო, რომელიც როგორც წესი ივანიშვილის რომელიმე სატელიტია და ფულს იძლევა დიქტატორის დავალებით.

ნაბიჯი მესამე – იყიდე ფულით საეთერო დრო ოპოზიციურ არხებზე, რომლებსაც უჭირთ და იძულებულები არიან გაყიდონ ეს დრო და სინიც ბევრად უფრო ვრცლად დაგითმობენ ეთერს, ვიდრე ვიღაც სააკაშვილს ან ხაბეიშვილს ან ჯაფარიძეს. იქირავე სოლიდური მოლაპარაკე თავები რომლებიც ვრცლად შეაქებენ შენს პარტიას როგორც „ერთადერთ გადამრჩენელს“

ნაბიჯი მეოთხე – გამოაცხადე რომ გადიხარ ჩვეულებრივ ხალხში მათი პრობლემების შესასწავლად და ყოველ წუთს ჩაერთე რეგიონებიდან ისეთი სახით, გეგონება ამერიკა აღმოაჩინე შენი ხალხთან კონტაქტისას.

ნაბიჯი მეხუთე – მოუწოდე ერთობისკენ და შედი შენს მსგავს ბიზნეს პროექტებთან ერთად „ოპოზიციურ“ გაერთიანებაში

და ბოლოს – გააკეთე ის რისთვისაც ყველა წინა ნაბიჯი გადადგი – დაგმე არჩევნების ბოიკოტი, „შეერკინე“ ოცნებას და მეტი ლეგიტიმურობა „არჩევნების“ ფარსს.

აი ამ ცირკს გვითამაშებენ მუდმივად თვალწინ. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ამ ყველაფერს ხალხი აღარ ეგება. ითმენს ამ თამაშს, როგორც ბევრ სხვა რამეს ითმენს უკვე მემკვიდრეობით დიქტატურაში გადაქცეულ რეჟიმში, მაგრამ ეს ოლიგარქის კოლბაში ჩამოსხმული „ახალ-ახალი სახეები“ ვერანაირ მოჭიდებას ვერ პოულობენ და ვერც იპოვიან.

საერთოდ ივანიშვილის თამაში თავიდანვე იყო ძალიან მარტივი, ნაცმოძრაობის გახლეჩა და დასუსტება ცალკეული ფიგურების ამბიციების წახალისებით და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით და მაინც ყოფილ ნაციონალებსაც არ ენდობა, ამიტომ ახდენს პარალელური ბიზნეს-პოლიტ პარტიების შექმნას, ახალი „ოპოზიციის“ შექმნა ივანიშვილმა თავიდანვე დააანონსა.

წლები წავლენ და წამოვლენ და ქვიშები დარჩებიან და სინამდვილე რჩება ერთი და იგივე, არსებობს ივანიშვილი თავისი ბანდიტებით, ფულით და რუსული მხარდაჭერით და აქეთ მხარეს ვართ ჩვენ, ჩვენი გაუყიდაობით, ხალხურობით და წარმატებული საქართველოს იდეით და კონკრეტული გამოცდილებით. საბოლოო ჯამში იდეა ყოველთვის ამარცხებს ფულით შეიარაღებულ ბოროტებას, ოღონდ ჩვენ ეს სამართლიანად ძალიან გვეჩქარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ცვლილებები კარს არის მომდგარი.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

13:42 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved