• რეკლამა
  • კონტაქტი
15:04, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე – ,, გამოირჩევიან ანტირუსული რიტორიკით, „ხმალამოღებულები იბრძვიან“ ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ”

ალია ავტორი - ალია
13:29 08-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

,,ქართული ოცნების” პარლამენტის წევრი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს:

,,ზუსტად ერთი კვირის წინ პრემიერ – მინისტრმა ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა და ერთ კონკრეტულ მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების, ასევე მდიდარი ქართული ენჯეოებისთვის, რომლებიც საბოლოოდ „დიფ სთეითის“ ერთიან აგენტურად იქცნენ, რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და დამატებით 120-ზე მეტი სოფლის საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩენა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, საკუთარ სამშობლოში დაახლოებით 30 000 იძულებით დევნილი, ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი ქართველი. მეტიც – მაშინდელმა ხელისუფლებამ ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთთან კულტურულ – ჰუმანიტარული კავშირების აღდგენაზე დაიწყო საუბარი, ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკაში და სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის შემოდინებას, მათი ბელადი საზღვარზე პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს, რის შემდეგაც, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი ცალმხრივადაც კი გაუუქმეს, ამ ყველაფრით კი სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნიდან თავს იწონებდა.
ამ პერიოდში, იმ ძალების წარმომადგენლებისა და კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებიც დღეს არამხოლოდ ანტირუსული განწყობით გამოირჩევიან, არამედ პირდაპირ რუსოფობიას ავრცელებენ, „ნაცმოძრაობის“ კრიტიკა არ მოგვისმენია. სამაგიეროდ, უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა პარტიებსა და ენჯეოებში მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით, ყველაფერთან, რასაც რუსეთთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, შეურიგებელ მებრძოლად მოგვევლინენ.
საკუთარ წერილში, პრემიერ მინისტრმა რიტორიკული შეკითხვაც დასვა, თუ რატომ იქცნენ ეს ადამიანები რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა? ამ ერთი შეხედვით ალოგიკურ მოცემულობას აქვს უმარტივესი პასუხი, რომელიც ყველაფერს ლოგიკურ ჩარჩოებში აქცევს – არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არიან მანევრების გარეშე დარჩენილი აგენტები და ყურმოჭრილი მონები, რომლებიც გარე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ. ისიც ნათელია, ამ ხალხს რატომ დაავალეს რუსეთის წინააღმდეგ არა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, არამედ ახლა გააქტიურება. გლობალური ომის პარტიას რუსეთთან დაპირისპირებაში ევროპის ჩასართავად დღეს მიმდინარე ომის მასშტაბი სჭირდებოდა, რაც თვის მხრივ, აღნიშნული იდეის მხარდაჭერის მობილიზაციისთვის კონკრეტულ საზოგადოებებში, განსაკუთრებით კი საქართველოში ანტირუსული განწყობების გაღვივების აუცილებლობას აჩენდა. იმის გასაანალიზებლად, „დიფ სთეითის“ აღნიშნულ გეგმაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რატომ შეიძლება ჰქონოდა, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მდებარეობისა და ისტორიული კონტექსტის გააზრებაც კმარა.

პრემიერ – მინისტრმა შესანიშნავად ახსნა ის მოდელი, რომლის მიხედვითაც გარე ძალების აგენტებად ქცეული ადგილობრივი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოქმედებენ, თუმცა, ზემოთ აღნიშნულ მოდელში არამხოლოდ ისინი, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც იდეალურად თავსდებიან, რაც ადასტურებს, რომ პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება. ამის საუკეთესო მაგალითი კი, კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას და იქაურ პროექტებში ჩართულობას არ ერიდებოდნენ, თუმცა, უკრიანაში ომის დაწყებიდან დღემდე, მათი რიტორიკა და ქმედებები განსაკუთრებით ანტირუსული გახდა.

ყველამ იცის, რომ „სუხიშვილებმა“ 2013 წლის აპრილის დასაწყისში, მაშინ როდესაც აგვისტოს ომიდან 5 წელიწადიც არ იყო გასული, სანქტ – პეტერბურგში გრანდიოზული კონცერტი გამართეს, თუმცა დღეს ანსამბლი რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს.

აგვისტოს ომის შემდეგ, შოსტაკოვიჩის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიაში, სიმფონიურმა ორკესტრმა ორი კონცერტი გამართა და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით დაუკრა. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, მისთვის პოლიტიკა არ არის მიზეზი, რომ რუსეთში არ წავიდეს, მისთვის მიზეზი თავმოყვარეობაა. როგორც ჩანს, აგვისტოს ომის შემდეგ თავმოყვარეობამ არ შეაწუხა, თუმცა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თუკი მკვეთრად ანტირუსულ პოზიციას არ დაიკავებს, მწველ სირცხვილს იგრძნობს.

გვერდს ვერ ავუვლი ევროპული მომავლისთვის თავგანწირულ, ბოლო პერიოდში გამუდმებით ანტირუსული პოზიციებით გამორჩეულ პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც, იმის გარდა, რომ „რუსი ბანის“ სახელით დაიმკვიდრა სახელი, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთში ჯერ 2012 წელს, შემდეგ კი 2018 წელს უკვე პუტინის თანდასწრებით იმღერა.

ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, თუმცა, მხოლოდ აღნიშნულ სამ შემთხვევაში წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტებიც ადასტურებს ქცევის მოდელს, თუ როგორ არ ამბობდნენ უარს რიგი ე.წ. კულტურის მოღვაწეები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე ან რუსულ პროექტებში მონაწილეობაზე, პარალელურად კი „ნაცმოძრაობას“ რუსეთის ინტერესების ხელშემწყობი გადაწყვეტილებებისთვის არასდროს აკრიტიკებდნენ. ამავდროულად, მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აერთიანებთ – 2022 წლის, ანუ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ, მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა, გამოირჩევიან ანტირუსული რიტორიკით, „ხმალამოღებულები იბრძვიან“ ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ, რაც, ფაქტობრივად, რუსოფობიამდე მივიდა. სხვადასხვა, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენელ ცნობად სახეებს რომ დიდი გავლენა აქვთ და მათი ქცევები თუ მოწოდებები, რომ საზოგადოების კოლექტიურ აღქმის ჩამოყალიბებაზე, პირდაპირ გავლენას ახდენს, ამაზე ყველა თანხმდება. ერთი შეხედვით, ასე ალოგიკურად რატომ იქცევიან და არის თუ არა დამთხვევა, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“, ამაზე თუ გსურთ ვიმსჯელოთ. პირადად მე, ასეთი დამთხვევების არ მჯერა.“

თეგები: ირაკლი კირცხალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

13:42 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved