პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:
,,ყველა ვეტერანმა იცის, რომ აფხაზეთის ომში გია ბარამიძე რეალურად არ იბრძოდა – ძირითადათ, პრეს-ცენტრში იჯდა. აფხაზეთის ომში ის უბრალოდ ტურსტი იყო, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში არასდროს, არავის არ უნახავს! რეალურად არც ტყვეთა გაცვლაში მონაწილეობდა, სინამდვილეში ამ პროცესს ეტმასნებოდა, განსხვავებით, მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილისგან, რომელიც ქმედითად მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლაში. სწორედ პატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა: ბარამიძეს არავითარი შეხება არ ჰქონია ტყვეთა გაცვლასთნ და არც ჩვენი კომისიის წევრი არ ყოფილაო.
პირადად მე, უარყოფითად ვაფასებ გია ბარამიძის ფსევდო-მეომრობას.
მახსოვს, 1993 წლის ივნისში სოხუმი მასირებულად დაიბომბა, პარალელურად, ოჩამჩირეში მიდიოდა მძიმე ბრძოლები, მე, ოპერატორთან ერთად, ჯერ სოხუმში ვიყავი, შემდეგ ოჩამჩირეში გადავინაცვლეთ- იქ, ლაბრაში კასპის ბატალიონი იბრძოდა!
მახსოვს, ღამით სოხუმში დავბრუნდით, პრესცენტრში ვიდეო-მასალას ვამონტაჟებდით თბილისში გასაგზავნად, შემოვიდა ბარამიძე და გვეუბნება: ასეთი სროლები ლაბრაში ვერ იქნებოდა, ეს კადრები ყალბია და არ გაუშვათ ეთერშიო! თუ არა, ტრიბუნალს მივმართავო!
ეს იყო გამაოგნებელი შანტაჟი, და ამავდროულად, სასაცილო! ცხადია, მე და სოსო მარგიშვილმა საკადრისად ვუპასუხეთ, და ბარამიძე უბრალოდ გაიძურწა ოთახიდან. ჩემთვის ჯერ კიდევ იმ დროიდან იყო ნათელი, რომ ბარამიძე საქართველოს ინტერესებს არ ემსახურებოდა.
ჭუბერის გზაზე გია ბარამიძეს ტყვიამფრქვევი მოჰქონდა, არც მოხუცებს არ ეხმარებოდა, არც ბავშვებს, ამის გამო ვუსაყვედურე: ამ ტყვიამფრქვევის თრევას, ბავშვებს დაეხმარე მეთქი!
მიპასუხა: ტყვიამფრქვევს მტერს ვერ დავუტოვებო და, ამიტომაც ვერ ვეხმარები ბავშვებს და მოხუცებსო, არადა, ტყვიამფრქვევი გაფუჭებული იყო.
ჩხუბი დავუწყე: ტყვიამფრქვევს ბავშვებს როგორ ადარებ- მეთქი!
ჩუმად მიპასუხა: ნუღარ მეჩხუბები და კონსერვს გაჭმევო. იქ, იმ გზაზე საჭმელი საერთოდ არ იყო, ბალახის ბოლქვებს და მიწას ვჭამდით და უცბად აღმოჩნდა, რომ ბარამიძეს ზურგჩანთაში უამრავი კონსერვი ეწყო, რასაც გზაზე ჩუმ-ჩუმად მიირთმევდა, ეს კონსერვები არავისთვის უწილადებია.
ჭუბერის გზაზე გიგა ბოკერიაც შემხვდა, ბარამიძისგან განსხვავებით, გიგა ბოკერიამ აფხაზეთის ომიც ღირსეულად გამოიარა და ჭუბერის გზაც, ბავშვებსაც ეხმარებოდა და მოხუცებსაც, ამას იმიტომ ვამბობ, რომ საპირისპირო ნაპირზე მყოფ კაცსაც არასდროს დავუკარგავ ვაჟკაცურ და ღირსეულ საქციელს.
როგორც აღვნიშნე, გია ბარამიძე ტყვეთა გაცვლას ეტმასნებოდა, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მან ასევე გამოგვიცხადა – ბარამიძესთან ერთად ვმონაწილეობდი ტყვეთა გაცვლაშიო. ესეც დიდი ტყუილია!
გია ბარამიძემ პირველი განცხადების შემდგომ არერთი აბდაუბდა განმარტება გააკეთა, მაგრამ აზრი უცვლელია, ის ამბობს, რომ – ქართველები აფხაზ ტყვეებს ხვრეტდნენ! ეს გამაოგნებელი ტყუილი და ბოროტი ცილისწამებაა. ნებისმიერ ომში ხდება უბედურება, არის ცალკეული შემთხვევები, როცა ადგილი აქვს აშკარა დანაშაულს, მაგრამ ასეთი შემთხვევები ყოველთვის ორმხრივია! აფხაზეთის ომში კი, ასეთი შემთხვევები საერთოდ თითზე ჩამოსათვლელი იყო.
აფხაზეთის ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. პირველი ტყვეები ორ კვირაში გაიცვალა, მას შემდეგ ტყვეები ყოველ სამ და ზოგჯერ ორ კვირაში იცვლებოდა. 13 თვის განმავლობაში ტყვეები დაახლოებით 20- ჯერ გაიცვალა, ეს ინტენსივობა ადასტურებს, რომ ჩვენ ტყვეებს არ ვხვრეტდით და გია ბარამიძე უბრალოდ ცრუობს. თუ ტყვეებს ვხვრეტდით სამჯერაც ვერ გავცვლიდით.
აქ საინტერესო სხვა რამაა: მაინც და მაინც დღეს რატომ ავრცელებს ამ ტყუილს გია ბარამიძე? ჩემი აზრით, ეს არც შეცდომაა და არც უბრალო ცილისწამებაა, ეს ძალიან ბოროტი განზრახვაა. გამოდის, რომ ჩვენ სამხედრო დამნაშავეები ვართ! ეს საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში რუსებსა და აფხაზებს აძლევს უპირატესობას.
მივაქციოთ ყურადღება. აფხაზებმა დღეს დაგმეს, ვითომ სიმართლისმთქმელ ბარამიძეზე ზეწოლა, ხოლო რუსებმა მორიგჯერ მოგვთხოვეს დამოუკიდებრლ აფხაზეთსა და დამოუკიდებელ ოსეთთან ხელშეკრულებების გაფორმება.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ზუსტად სააკაშვილ-ბარამიძეები იყვნენ და არიან რუსეთის ყველაზე საიმედო აგენტები, ნამდვილი აგენტები და არა ფსევდო. სხვათა შორის, ეს უკრაინის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა გენერალ-მაიორმა მალომუჟმაც საჯაროდ დაადასტურა. ამათ გააჩუქეს ჩვენი მიწების 20%-ი, ამათ დათმეს 200-ზე მეტი სოფელი, ამათ მიატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები, ამათ გააჩაღეს მარცხისთვის განწირული პროვოკაცია და ბოლოს, სტრასბუგში აღიარეს, რომ აგვისტოს ომი ჩვენ დავიწყეთ და კასეტური ბომბებიც ჩვენ გამოვიყენეთო.
და ეს ხალხი, ვინც ჩვენი ტერიტორიები სამარცხვინოდ და მოღალატურად დათმო, სხვებს აცხადებს რუსეთის აგენტებად.
მაგრამ ჩვენი საზოგადოება ყველაფერს დიდიხანია მიხვდა, ამიტომაც საჯარო სივრცეში ერთი კაციც არ გამოჩნდა, ვინც გია ბარამიძეს მხარს დაუჭერდა. ნაწილი 12“











კომენტარები