• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბარამიძე აცხადებს, რომ მზად არის განცხადებაზე განმარტება მისცეს, თუმცა არა პროკურატურაში, არამედ, მაგისტრატ მოსამართლესთან

ალია ავტორი - ალია
17:21 08-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,751
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მზად არის, აფხაზეთის ომთან დაკავშირებული განცხადება სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან განმარტოს, თუმცა არა პროკურატურაში.
 პროკურატურამ ბარამიძის წინააღმდეგ „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ მუხლებით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ აფხაზეთის ომის დროს ტყვეების შესახებ ისაუბრა.
 ბარამიძე თავდაპირველად იხსენებდა, როგორ ცდილობდა გაგრის დაცემის შემდეგ ქართველი ტყვეების გათავისუფლებას და როგორ შევიდა „წითელი ჯვრის“ დახმარებით გუდაუთაში მდებარე ტყვეთა ბანაკში:
 „შევედი, ვთქვი: „გამარჯობა, გიორგი ბარამიძე ვარ, პარლამენტის წევრი და აი, გიპოვეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოგიყვანოთ და ყველანი გამოვიყვანეთ…“
ვიდეოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ამოჭრილ ფრაგმენტში კი, რომელიც ამ საუბრის გაგრძელებაა, ბარამიძე ამბობს:
„მაგრამ აღარ გვაძლევდნენ ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ გვყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“.
წამყვანის კითხვაზე, რატომ, ბარამიძე პასუხობს: „ხვრეტდნენ [ჩვენები]“.
ბარამიძე ახლა ამბობს, რომ მისი განცხადების „თავისებური ინტერპრეტაცია“ მოხდა:
 „რეჟიმმა და პროპაგანდამ ისე მონათლეს ჩემი განცხადება, თითქოს ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე ვხვრეტდით. ეს აბსოლუტურად არ მითქვამს და არ შეესაბამება სინამდვილეს“.
მისივე თქმით, „საუბარი არ ყოფილა რეგულარულ ქართულ ჯარზე ან, მით უმეტეს, სახელმწიფო პოლიტიკაზე“.
„მაგალითად, ოჩამჩირის ფრონტზე, სადაც მე ვიყავი, ჩვეულებრივი მოხალისეები იყვნენ. ასევე იყო არაფორმალური გაერთიანება „მხედრიონი“. პირველ დღეებში ქაოსი იყო – ეს არის სიმართლე“, – აცხადებს ბარამიძე.
მისი თქმით, მოგვიანებით ტყვეების გაცვლაში თავადაც მონაწილეობდა:
 „მე და ჩემს მოადგილეს, პაატა ზაქარეიშვილს, 200 ტყვე გვყავს გათავისუფლებული. როგორ გავათავისუფლებდით იმ 200 ტყვეს, თუ ჩვენი მხარის მიერ დაკავებულ ტყვეებში არ გავცვლიდით?! რა თქმა უნდა, ჩვენც გვყავდა ტყვეები შემდგომ პერიოდში“.
ბარამიძე აცხადებს, რომ მზად არის განცხადებაზე განმარტება მისცეს, თუმცა პროკურატურაში არა სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან. (ფორმულა)
თეგები: გიორგი ბარამიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved