ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
„გიორგი ბარამიძის განცხადება რა თქმა უნდა მავნბელობაა და მან ამისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს, მაგრამ განცხადების გამო საქმის აღძვრა და პოლიტიკოსის დაჭერა, არის სუფთა პილიტიკური დევნა.
თან იმ ხელისუფლების მხრიდან, რომეოიც ყოველ აგვისტოს საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში. თუ ბარამიძის ის განცხადება ღალატი და საბოტაჟია, საკუთარი ქვეყნის დადანაშუალება ომის დაწყებაში არაა იგივე?
კი ბატონო, დავიჭიროთ ივანიშვილი, კობახიძე და სხვები ამ განცხადების გამო და თანახმა ვარ, მივუსვათ ბარამიძე გვერდზე.
ასევე ძალიან მეცინება იმ ხალხზე, ვინც დღეს ბარამიძის განცხადების გამო იჭრის ვენებს და ხმა არ ამოუღია, როდესაც ივანიშვილმა სეპრატისტებისთვის ანუ ქართველების მკვლელებისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ვეტერანთა კავშირი ახლა რომ გამოლაგდა, სად იყვნენ მაშინ? თუ იქნებ ვეტერანები ამაშიც ეთანხმებით ბიძინას?“











კომენტარები