ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. – ინფორმაციას ,,ტვ პირველი” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ექსპრემიერმა ერთი ღამე “კავკასიის მედიცინის ცენტრში” გაატარა. მსჯავრდებულის კლინიკაში გადაყვანის შესახებ მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებენ ადვოკატები, თუმცა ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ექსპრემიერს გეგმური კვლევები ჩაუტარდა.
,,ტვ პირველის” ინფორმაციით, ღარიბაშვილს პრობლემა თირკმელებზე ჰქონდა.
“კავკასიის მედიცინის ცენტრი” არ არის პენიტენციური უწყების კონტრაქტორი, თუმცა ფაქტია, რომ ღარიბაშვილს იქ გადაყვანა დასჭირდა











კომენტარები