“ბოლო სამ დღეში ქართული სახელმწიფოებრიობის ორი უმძიმესი სიმსივნე ვიხილეთ თვალნთათლივ:
• ივანიშვილის “დაკრიშული” ქოლცენტრები სტუდია მონიტორის საგამოძიებო ფილმში.
• კრიპროვალუტჩიკი ივანიშვილის მიერ განადგურებული ენერგოინფრასტრუქტურის მორიგი კოლაფსი და მთელი ქვეყნის მორიგი ბლექაუთი.
არც ერთი სიტყვა ამ თემებზე ქოცებს არ უთქვამთ. არც ერთი.
ამის ნაცვლად, გუშინწინ ფარჩაკმა კობახიძემ ფარჩაკობა გამოაქვეყნა ოპოზიციის რუსოფობიაზე, რაც გუშინ გააგრძელა არანაკლებ ფარჩაკმა სუსმა და ახალი საბოტაჟის საქმე გახსნა: რუსოფობი ქართველების “შეთქმულება” რუსი ტურისტების დასაშინებლად.
არადა, ეს ხდება იმიტომ, რომ ივანიშვილის კრიპტო ბიზნესი, რომელიც ქართველი ხალხის ხარჯზე მისი გამდიდრების გარდა, რუსეთის ომის ეკონომიკას ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში და დასანქცირებულ ომის დამნაშავეებს კი – ფულის გათეთრებაში, უზარმაზარი და დაუძლეველი ტვირთია როგორც ენერგორესურსების მარაგისთვის, ასევე საქართველოს ენერგოსისტემისთვის და გადამცემი ხაზებისთვის.
სანამ ივანიშვილია, იქნება ქოლცენტრებიც და იქნება ენერგეტიკული სისხლის მწოველი პარაზიტი მაინინგის საწარმოები.
და კი, მალე შუქიც არ გვექნება უგრაფიკოდ”, – წერს ნიკა გვარამია.











კომენტარები