ნიკა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, არასრულწლოვანი ნია იმნაძის დაკავებას ეხმაურება იურისტი საბა ბრაჭველი:
,,1. კი, ასეთი პროცედურით უნდა დაეკავებინათ. არასრულწლოვანის შემთხვევაშიც, სხვა უფრო მსუბუქი ვარიანტი ძნელი წარმოსადგენია.
2. თანამონაწილეობის (წაქეზების) სისხლის სამართლებრივი ბრალდება ნიშნავს ამას: პირს უნდა დაუმტკიცდეს, რომ მან დაზუსტებით იცოდა ან მის ხელთ არსებული ინფორმაციიდან უნდა ევარაუდა, რომ ამსრულებელი მკვლელობის ჩადენას აპირებდა და მან ამსრულებელი ან ამ დანაშაულის ჩასადენად წააქეზა, ან ის შეგნებულად უშვებდა, რომ ამსრულებელი ამ დანაშაულს ჩაიდენდა.
3. სამტკიცებლად ეს საკმაოდ მაღალი თამასაა, ამიტომ უნდა არსებობდეს აშკარა, უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული (პირდაპირი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ამ განზრახვის ქონას გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცებს.
და მთავარი:
რაკი ქვეყანა პირდაპირი მნიშვნელობით ჩაბნელებულია და გადატანითი მნიშვნელობით (ჯერჯერობით მაინც) ჩალით ვართ გადახურული,
რაკი ქვეყანაში სანქცირებული და პოლიტიკური პროკურატურა და სასამართლო გვყავს,
რეზონანსულ და გახმაურებულ საქმეებში კონკრეტული ადამიანების სამართლებრივი (და არა მორალური) ბრალის (ან უდანაშაულობის) გადაჭრით მტკიცება ცოტა ძნელი საქმე იქნება.
ან ავანთებთ ქვეყანაში შუქს, ან მოგვიწევს ბნელში ხელის ცეცება.“











კომენტარები