• რეკლამა
  • კონტაქტი
14:37, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მარტვილელებს კანიონშიც არ უშვებენ – მარტვილში კაპიკი არ რჩება, არც შუქია, არც გზა, არც გაზი, საშინელი სიღატაკეა…”

ალია ავტორი - ალია
16:24 07-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

თამარ ივერის წერილს მარტვილის კანიონზე გამოეხმაურა მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი, ზაზა გაგუა.

მომღერლის წერილს მეორე დღეა უკვე განიხილავენ და ზოგმა ისიც კი დაუწერა, რა ღირს მისი კონცერტის ბილეთის ფასი.

რატომ ფიქრობს თამარ ივერი, რომ კორუფციის სქემა მუშაობს ქართულ ტურიზმში და რა ღირს მისი კონცერტის ბილეთი – ამ კითხვებს, მომღერალი “პრაიმტაიმთან” პასუხობს:

თამარ ივერი: – ზაზა გაგუა სიტყვა ჩემს მიერ ნათქვამმა კორუფციამ გააღიზიანა. დამიმტკიცეთ, რომ კორუფციაა და აუდიტი მოიყვანეთო, მომწერა. სქემა კორუფციულია, თორემ კონკრეტულად ვინ იშენებს ვილას და ვის ჯიბეებს გადის შესული თანხა, ეგ არ მადარდებს.

შესვლა 10 ლარი ღირს და ნავით 15 ლარი. კომენტარებში პირში მიდგებიან – არა, ათი ლარი ღირს შესვლაო. ნავის გარეშე კი, ბატონო. ყველას ხომ არ ავუხსნი. კანიონში ნავის გარეშე მისვლას კიდევ რა აზრი აქვს? მინდორზე გაირ-გამოიარო და ნაპირიდან გახედო, სისულელეა.

ხალხი ამხელა კილომეტრებს იმისთვის გადის, რომ იქ ნავი აიყვანოს. ნავში შვიდი ადამიანი ეტევა და ყოველ იქ ჩამჯდარ ადამიანზე 15 ლარი ემატება. ჯამში ერთი ადამიანი 26 ლარი გამოდის. ოჯახს ასი ლარი უჯდება ათ წუთიანი ნავით გასეირნება.

მერე რამდენი ქართველია მისი უცხოელი სტუმრის დაპატიჟება რომ უნდა კანიონში. გამოდის, რომ უცხოელ ტურისტზე (ტურისტს 17 ლარს და 25 თეთრს ახდევინებენ) 35 ლარი უნდა გადაიხადონ. მე ქართველი სტუმრები მყავდა წაყვანილი.

დაპატიჟებას ვაპირებდი, მაგრამ ეს სქემა რომ ვნახე, პრინციპულად არ გადავიხადე, თორემ ამ თანხა გაჭირვება არ მადგას. რომ დავინახე ოჯახი, რომელსაც იქ შესვლის საშუალება არ ჰქონდა და ბავშვები გულდაწყვეტილები დარჩნენ, გული დამეწვა.

ამხელა ფული შედის და პარკინგისთვის სივრცე არ აქვთ, ბაზრობის “სტაიანშიკი” ორ ლარს ითხოვს. უნდა იცოდეთ, რა გაჭირვებაა მარტვილში, რა გზებია. მარტვილელები მწერენ, არც შუქია, არც გაზია, ნახეთ, რა გზები გვაქვსო. რაში მიდის ამხელა თანხები-მეთქი, ვკითხე თანამშრომელს. მონტე-კარლოსავით უნდა იყოს მარტვილი-მეთქი. ამ თანამშრომელმა ისე, რომ არც იცოდა ვინ ვიყავი, მიპასუხა – მარტვილში კაპიკი არ რჩება, მთელი თანხა თბილისში მიდისო. წარმოიდგინეთ, ამხელა თანხები კეთდება კანიონით და მარტვილს და კანიონს კაპიკი არ ხმარდება.

– ზაზა გაგუა გწერთ, 5 მილიონი შეიტანა მარტვილის ეკონომიკაში 2017 წელს კანიონის ადმინისტრაციამო.

– სისულელეა.

– ადგილობრივები დავასაქმეთო.

– სისულელე და მირაჟია. საშინელი სიღატაკეა. კანიონში შიგნით მარტვილელებსაც არ უშვებენ. იქაურებს არ ხმარდება შესული თანხა. კორუფციაა, აბა, რა არის? არ მინდა პოლიტიკაში გადავიდე. ფაქტია, ამ ყველაფრისგან ძალიან ცუდი გემო დამრჩა პირში.

– აბა, მის კონცერტზე თუ შეუშვებს ვინმეს ლარად ან უფასოდო, კომენტარებში ვკითხულობთ თქვენი მისამართით. რა ღირს ოპერის ბილეთი, ქალბატონო თამარ?

– (იცინის) ჩემი კონცერტი საქართველოს მთა-ბარი არ არის, რომლის ნახვის უფლება, სიმბოლურ ფასად, ყველა ქართველს აქვს. ჩემი კონცერტის მოსმენაში, რაზეც მე მიმუშავია და ათი ათასები მიხდია მის დახვეწაში, უნდა გადაიხადოს ადამიანმა ფული. ვინმე ატარებს უფასოდ კონცერტს?

თბილისის ოპერაში როდესაც გვიწვევენ, იმდენად გვინდა ქართველი ხალხისთვის სიმღერა, რომ ყოველთვის ვმღერით. 5-10 ლარი ღირს ბილეთი, ბავშვები უფასოდ შემოდიან. 20 ლარზე მეტი თბილისის ოპერაში ბილეთი არ ღირს. ვენის ოპერაში კი ზედა იარუსი 30-40 ევრო ღირს, პარტერი 115-150 ევრო, ფეხზე დასადგომი – 10 ევრო. მაგრამ უცხოეთში თვიური ხელფასი მინიმუმ 4 ათას ევროს შეადგენს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved