• რეკლამა
  • კონტაქტი
22:25, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი შვილის სისხლი სწყურია” – მერაბ მალანია

ალია ავტორი - ალია
18:56 08-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,374

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია შვილისათვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ დაკავება “აბსოლუტურად უკანონო“ იყო.

არ ვეთანხმები არც შეუტყობინებლობას და არც ამ დამძიმებულ მუხლს, სუსულელეა. არანაირი მტკიცებულებები, როგორც აღმოჩნდა, გამოძიებას არ აქვს, რაც შეეხება ჩემი შვილის დაკავებას – ეს არის სრული უკანონობა, მოხდა დაკავება ჩემი შვილის. გავლენებზე მინდა გითხრათ-რა გავლენაზეა საუბარი, ჩემი შვილი ისე დაიჭირეს, არც დამირეკეს, რომ ჩემი შვილის დაკავებას აპირებდნენ, ისე ჩაისვა პოლიციელმა მანქანაში, არც უთქვამს, რომ პოლიციელი იყო, სათევზოდ მიდიოდა ბავშვი და გაქცევას აპირებდაო. ანკესი ედო პატარა ჩანთაში. რას ვუკავშირებ და რეზონანსული საქმეა და ვერ გაუძლო წნეხს პროკურატურამ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის, ვისაც, პირდაპირ ვიტყვი რა, ჩემი შვილის სისხლი სწყურია. არცერთ ბრალდებულს არ იცნობდა, თვალით არ უნახავს არცერთი. ერთადერთი, ვისთანაც ჰქონდა რამდენიმე სატელეფონო ზარი, ცალმხრივი, გაბაშვილთან, ისიც იმიტომ, რომ ნიაკოს შეყვარებული იყო, ინსტაგრამზე მოძებნა და შენი ნომერი მინდა და როგორც ხდება…- ამბობს მალანია. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმეს – შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს გამოძიება არა დანაშაულის შეუტყობინებლობას, არამედ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.

მალანიას ბრალის ოფიციალური დადგენილება ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.  ბრალის წარდგენას ადვოკატთან ერთად მალანიას მამა, მერაბ მალანიაც  ესწრებოდა.

პროკურატურა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით (რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო) გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved